» სარედაქციო ჯგუფი
სარედაქციო ჯგუფი*
მთავარი რედაქტორი:
რატი ბახტაძე – თსუ-ს დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი და მაგისტრი. 2018 წლიდან იატა საქართველოს გენერალური მდივანი, აღმასრულებელი დირექტორი 2014-2017 წლებში; 2018 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო იატას ბორდის წევრი. 2015-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისტად 2013-2015 წლებში მუშაობდა პროფექტ www.factcheck.ge-ში იურისტ-ანალიტიკოსად.
- ნატო, საერთაშირუსი ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების მიმართულება;
- საერთაშორისო სამართლის მიმართულება.
რედაქტორთა ჯგუფი:
მარიამ ჯანიაშვილი – თსუ-ს დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; 2013-2016 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებათა ცენტრის მთავარი სპეციალისტი, 2016-2018 მრჩეველი/უფროსი სპეციალისტი – საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ამჟამად მუშაობს EMC-ში სოციალური უფლებების მიმართულებით
- საერთაშორისო სამართლის მიმართულება.
გიორგი მირიანაშვილი – თსუ-ს დოქოტრანტი სამართლის მიმართულებით; 2017 წლიდან დღემდე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მთავარი იურისტი; 2015 წლიდან დღემდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მიწვეული ლექტორი/ასისტენტი, 2016 წლიდან დღემდე თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი; 2014-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ იურისტად.
- ევროპული კავშირის სამართლისა და უსაფრთხოების მიმართულება.
ნათია გველესიანი – თსუ-ს დოქტორანტი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით; 2011-2012 მუშაობდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებად ელექტრონულ ბილინგვულ სამეცნიერო ჟურნალ ,,სპეკალში” მთარგმნელად. 2013-2014 თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით უფროს სპეციალისტად. 2014-დღემდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
- ადამიანის უფლებები და უსაფრთხოების მიმართულება.
*საერდაქციო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო 2018 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, 2018 წლის 1 ივლისამდე გამოქვეყნებული სტატიები არ შედის მათ რედაქტირებულ სტატიებში.