14/06/2022 By yatage
2008 წლის ომი- რუსული კომპლექსური კიბერომის ვერდანახული პლაცდარმი
შესავალი
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული ომის არსს კარგად გამოხატავს არა მხოლოდის ელემენტები, რაც მისი შემადგენელი ნაწილია, არამედ ის, თუ სად მიმდინარეობს იგი.
კიბერსივრცე ამ კითხვის ერთ-ერთი პასუხია.
ოცდამეერთე საუკუნე ითვლება გლობალიზებული, ინფორმაციული, ციფრული სამყაროს ერად. თუმცა , ამავე საუკუნეში იზრდება ჰიბრიდული ომის საფრთხეები, იხვეწება მისი სტრუქტურა-მახასიათებლები, მეტად კომპლექსური ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერშეტევები.
დღეს ევროპის უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი ამის ნათელი დადასტურებაა. აღნიშნული კონფლიქტი თავის მხრივ სხვა სერიოზული პრობლემების კატალიზატორი ხდება, ეკონომიკური თუ სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამგვარ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამშრომლობას, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე გაათმაგებულად ზრუნვას. ბუნებრივია, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ის სახელმწიფო, რომელიც დღეს უკრაინაში ფაქტობრივ გენოციდს ახორციელებს, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა ომს. ამასთან ერთად, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომი, რომლის ნათელი გამოხატულებაა თუნდაც ქართულ საზოგადოებაში იმ ნარატივის დაშვებაც კი, როგორიცაა ,,ომი უკრაინამ დაიწყო“. სწორედ ამგვარი ვითარების გამო, ჩავთვალე საჭიროდ 2008 წლის ომის კვლევა. ვინაიდან კარგად გააზრებული წარსული წარმატებული მომავლის საწინდარია- მიმაჩნია, რომ ამ მნიშვნელოვანი კონფლიქტის კვლევა და მისგან გაკვეთილების სწავლა არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ზოგადად, ყველა პოტენციურად საფრთხის ქვეშ მყოფ დემოკრატიულ სახელმწიფოს დაეხმარება. ან ეხმარება კიდეც.
2008 წლის ომი: უპრეცედენტო პრეცედენტი
სტატიის უმთავრესი მიზანია ომის არატრადიციული(რაც დღეს უკვე ტრადიციული ხდება) სივრცის, კიბერსივრცის კვლევა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლისთვის საქართველო ნაკლებად დამოკიდებული იყო ციფრულ სივრცეზე, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად ესტონეთის შემთხვევაში. 2008 წლის ომამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის აპრილსა და მაისში ესტონეთზე განხორციელებული კიბერ შეტევები[1] (DDoS შეტევები[2]) არის კიბერსივრცის პირველი, ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული გამოყენება რუსეთის მიერ.ამ პერიოდში, ესტონეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მართლაც განვითარებული იყო. იმ დროს, ქვეყნის 1.3 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 60 პროცენტი იყენებდა ინტერნეტს რეგულარულად. ერთი შეხედვით პარადოქსული, თუმცა რეალურია ის, რომ რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაც უფრო დამოკიდებულია ის ციფრულ სივრცეზე, მით უფრო მოწყვლადია კიბერშეტევების თვალსაზრისით.
თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თანამედროვე დროში სწორედ ვირტუალური სივრცე არის საუკეთესო და სწრაფი საშუალება მოვახდინოთ ჩვენი პრობლემების რეალიზება საერთაშორისო მასშტაბით. ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგად იცოტა რუსეთმა, რომელმაც საქართველოს ფაქტობრივი ინფორმაციული ბლოკადა განახორციელა. 2008 წლის საქართველოს ქეისი ესტონეთისგან განსხვავდება იმით, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც სამხედრო აქტივობების პარალელურად , გამოყენებული იყო კიბერშეტევები, რაც ამარტივებდა სამხედრო თავდასხმების მიმდინარეობას, ზრდიდა ქაოსს საზოგადოებაში და იწვევდა ქვეყნის იზოლაციას ინფორმაციული ბლოკადის სახით.
აღსანიშნავია ის, რომ 8 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დაწყებამდე, დიდი რაოდენობით კიბერშეტევები განხორციელდა საქართველოს სამთავრობო ვებსაიტებზე. მაშინ, როცა სამხედრო ოპერაციები დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით 2008 წლის 12 აგვისტოს, ამავე თვეში კიბერშეტევები კვლავ გრძელდებოდა.[3] 19 ივლისს, კვირებით ადრე, სანამ 8აგვისტოს ბევრად კოორდინირებული კიბერშეტევები დაიწყებოდა, მიხეილ სააკაშვილის ვებსაიტი 24 საათით მიუწვდომელი გახდაა DDoS შეტევის გამო.[4]
,,გეოგრაფიულად, საქართველოს აქვს ინტერნეტთან დაკავშირების რამდენიმე ვარიანტი სახმელეთო მარშრუტებით – კერძოდ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. Renesys Power Systems-ის თანახმად, საქართველოს ინტერნეტ პრეფიქსის უმეტესი ნაწილი გადიოდა თურქული ან აზერბაიჯანული სერვისის პროვაიდერების მეშვეობით; თუმცა, ეს უკანასკნელი თავის მხრივ, რუსეთზე იყო დამოკიდებული.“[5]ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება, ინტერნეტ პროვაიდერების სიმწირე, განუვითარებელი კიბერპოლიტიკა- კოორდინირებული კიბერშეტევებისთვის და ქვეყნის იზოლაციისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყებამდე დასავლეთ ევროპასთან მაღალი სიმძლავრის კავშირის მშენებლობა მიმდინარეობდა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის გავლით (საქართველოს სანაპირო ქალაქ ფოთიდან ვარნამდე, ბულგარეთი) თითქმის დასრულების გზაზე იყო. მოსალოდნელი იყო, რომ ეს კავშირი საოცრად გააძლიერებდა ქვეყნის ინტერნეტ ურთიერთდაკავშირებას. კონფლიქტის გამო, პროექტი 2008 წლის ნოემბერში დასრულდა.
მნიშვნელოვან მოვლენათა ძირითადი ფაზა დაიწყო სწორედ 8 აგვისტოს, როდესაც C&C[6]სერვერებმა თავდასხმა განახორციელეს ქართულ ვებსაიტებზე-საქართველოს პრეზიდენტის, ცენტრალურ სამთავრობო საიტზე, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტებზე. ამასთან ერთად, თავს დაესხნენ ქართულ საინფორმაციო პორტალებს(news.ge, apsny.ge) და არაქართულ, მაგრამ საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულების მქონე საინფორმაციო საიტებსა თუ ონლაინ ფორუმებს.[7] რამდენიმე რუსულმა ბლოგმა გაავრცელა ე.წ. Batch Script [8] , რომელიც შექმნილი იყო ქართულ ვებსაიტებზე თავდასხმისათვის.
უსაფრთხოების არაკომერციული ორგანიზაცია Shadowserver-ის განცხადებით , ეს სკრიპტი გამოქვეყნდა რამდენიმე ვებსაიტზე და ასევე განთავსებული იყო ერთ საიტზე, როგორც შეკუმშული ჩამოსატვირთი ფაილი( compressed downloadable file) .იგი შეიცავდა „war .bat ‘’ფაილს (იგივე მეთოდი გამოიყენებოდა ესტონეთის წინააღმდეგ კიბერ შეტევების ემოციურ ფაზაში).[9]
DdoS შეტევების სამიზნეს წარმოადგენდა: 54 ქართული ვებსაიტი, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდების 90%. თავდასხმის მეთოდები მოიცავდა defacement-ს,[10] ასევე მასიური ,,იმეილ სპამინგი“, SQL ინექცია (SQL ინექცია არის ჰაკერის მიერ დაუცველი საიტისთვის მისამართადSQL ბრძანებების გადაცემა). ჰაკერების სამიზნეს წარმოადგენდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საიტი, როგორიცაა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები თბილისში, საქართველოსპარლამენტი, უზენაესი სასამართლო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, მედია რესურსები დამრავალი სხვა საინფორმაციო წყარო.ამასთან ერთად, კიბერშეტევებმა საბანკო სექტორის,სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კომპანიების პარალიზება გამოიწვია. თავდამსხმელებმაასევე გაავრცელეს ქართველი პოლიტიკოსების ელექტრონული ფოსტის მისამართების სია სპამისადა მიზანმიმართული თავდასხმებისთვის.[11]
კიბერთავდასხმებში რუსეთის ჩართულობა აშკარაა, რადგან თავდასხმების კოორდინაცია და მხარდაჭერა ძირითადად რუსულ ენაზე ხდებოდა, გავრცელება ხდებოდა რუსულ ან რუსეთისთვის ,,მეგობრულ“ ფორუმებზე. თუმცა, არ არსებობს ის კვალი, რაც რუსეთის ადმინისტრაციამდე მიიყვანს ზემოთხსენებულ კიბერთავდასხმებს და შეგვაძლევინებს იურიდიული მტკიცებულების ქონას.
კიბერსივრცეში უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევა არის ატრიბუციის(მიკუთვნება) სირთულე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობის ჩართულობის უშუალო კვალი არ არსებობს , აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
- როდის მიმდინარეობდა კიბერშეტევები;
- რამდენად კომპლექსური ხასიათის იყო;
- რა იყო მისი მიზანი;
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები არის ის პირველი, უპრეცედენტო პრეცედენტი, როდესაც მოხდა კიბერომის*(კიბერშეტევების პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო დესტაბილიზაციის მიზნით) სინქრონიზება კონვენციურ ელემენტთან. შესაბამისად, პირველ საკითხთან დაკავშირებით, ხაზი გავუსვათ იმას, რომ იგი უშუალოდ მიმდინარეოდა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ომის დროს. ეს ბუნებრივია გარკვევული, მყარი კავშირების საფუძველს გვაძლევს ჰაქტივისტებსა და მთავრობას შორის. (არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ თავდასხმები საქართველოსა და ლიტვის წინააღმდეგ განხორციელდა ან სანქცირებულია რუსეთის მთავრობის მიერ – თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ცდილობდა მათ შეჩერებას.[12])
მეორე საკითხი რომ განვიხილოთ, ბუნებრივია 2008წელს განხორციელებული კიბერშეტევები არ იყო რამდენიმე დღეში დაგეგმილი ოპერაცია. ეს იყო მიზანმიმართული, საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული თავდასხმები, რომელსაც ხანგრძლივი, ფსიქოლოგიური ეფექტი უნდა მოეხდინა. შესაბამისად, კიბერშეეტევების კომპლექსურობიდან და მათი კოორდინირებულობიდან თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა უბრალოდ ნაციონალისტ, რუს ჰაქტივისტებს/მოქალაქეებს თვეებით ადრე დაეწყოთ მთავრობისგან დამოუკიდებლად საქართველოს კიბერ დაზვერვა.
რაც შეეხება მესამე საკითხს, თუ რა იყო კიბერშეტევების მიზანი, ბუნებრივია უპირველესად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფსიქოლოგიურ ეფექტზე, შიშის გაღვივებაზე, რაც საკმაოდ დახვეწილად ხდებოდა. ჰიტლერის და სააკაშვილის ფოტოკოლაჟის მაგალითს თუ განვიხილავთ, იგი საკმაოდ მიზანმიმართულ მესიჯს ატარებდა, კარგად ერგებოდა საზოგადოების ქაოსურ მდგომარებას და ქმნიდა ღრმა ფსიქო-ემოციურ გავლენას/აღვივებდა უნდობლობას.
ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხედრო ოპერაციები და კიბერშეტევები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა(ხშირად, კიბერთავდასხმებით მოპოვებული ინფორმაცია გარკვეულწილად ამარტივებდა სამხედრო ოპერაციის პროცესს), ასევე გაგვიჭირდება თქმა, რომ ამ პროცესებში კრემლი ნაკლებად იყო ჩართული.
რაც შეეხება კიბერშეტევებზე საქართველოს რეაგირებას, მიუხედავად ქვეყნის მძიმე ვითარებისა, მაინც შესაძლებელი გახდა საერთაშორისო თანამშრომლობის მოპოვება , თუმცა გარკვეულ დონეზე. ქართველების პირველი პასუხი მათ ინტერნეტ ინფრასტრუქტურის უზარმაზარაქტივობაზე იყო ფილტრაციის მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც დაბლოკავდა ნებისმიერრუსულ IP მისამართს ქართულ ქსელებში წვდომისგან. ეს მეთოდი საკმაოდ არაეფექტური იყო, რადგან ჰაკერები მოელოდნენ ამგვარ ქცევას და სწრაფად მოახდინეს ადაპტაცია ამ ფილტრებისგვერდის ავლით, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების სერვერებზე ქართულ სისტემებზე წვდომით . საინფორმაციო პორტალი interpress.ge გადავიდა Servage-ში (www.servage.net), რომელიც მსოფლიოში ჰოსტინგის პლატფორმის პროვაიდერს წარმოადგენს. Google-ის მხარდაჭერით, Civil.ge, ქართული ახალი ამბების პორტალი, დროებით გადაერთო ახალი ამბების გაშუქებაზე Blogger-ის საშუალებით (civilgeorgia.blogspot. com). ეს უკანასკნელი ბევრად წარმატებულად იცავდა თავს პოტენციური კიბერშეტევებისგან, ვიდრე ქართული სერვერები. ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ვებსაიტები გადატანილ იქნა Tulip Systems, Inc.-ში, რომელიც მდებარეობს ატლანტაში, აშშ-ს ჯორჯიის შტატში, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გადატანილ იქნა ესტონურ სერვერზე. პოლონეთი მხარში დაუდგა საქართველოს რათა აღდგენილიყო ინტერნეტზე წვდომა და ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.
მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი პროცესებისა, რეალურია , რომ საერთაშორისო საზოგადოებამშესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა 2008 წლის კონფლიქტზე ,რომელიც არა მხოლოდსაქართველოს სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის წარმოადგენდა უდიდეს დარტყმას, არამედ ზოგადად, ჰიბრიდული ომის ჭრილში, იყო განსაკუთრებული შემთხვევა , როდესაცკიბერშეტევები და სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა პარალელურად, ერთიანობაში.
საბოლოო ჯამში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით , 2008 წლის მოვლენების დროსრუსეთის მხრიდან განხორციელებულმა კიბერშეტევებმა გავლენა იქონია შემდეგზე:
- სამთავრობო ქსელები; სამხედრო სფერო; სახელმწიფო უწყებები;
- მედია და კომუნიკაციის სფერო; ინტერნეტპროვაიდერები, საკომუნიკაციო კომპანიები და ა.შ;
- საბანკო სფერო;
- საზოგადოება: საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივება , წინააღმდეგობის ნების გატეხვისმცდელობები(კლაუზევიცის მთავარი პრინციპი).
- სატრანსპორტო კომპანიები.
ნასწავლი გაკვეთილები და ხარვეზები
2008 წლისთვის საერთაშორისო საზოგადოება მეტწილად მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსიშემთხვევისთვის და შესაბამისად ვერ მოხდა მომხდარის გავლენის გააზრება არა მხოლოდსაქართველოს პოლიტიკის ჭრილში, არამედ კიბერსივრცის და ზოგადად , ჰიბრიდული საფრთხეებისთვალსაზრისით. ამ უკანასკნელს სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელმაც კიდევ უფროდახვეწა შეტევების მექანიზმები და ესტონეთის და საქართველოს შემდეგ, კიდევ უფროკომპლექსური გახადა უკრაინის შემთხვევაში.ისევე როგორც ესტონეთის, ისე საქართველოს და უკრაინის კონფლიქტებმა საშუალება მისცა რუსეთს დაეხვეწა კიბერტაქტიკა , ასევე ეს შესაძლებლობა მან გამოიყენა როგორც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მიზნით მსოფლიო საზოგადოებაში.[13] აღსანიშნავია, ისიც რომ ევროკავშირისა და ნატოს მიერ კიბერსივრცეში მკაფიო „წითელი ხაზები“ არ გავლებულა , რუსეთი იყენებს ამ „სტრატეგიულგაურკვევლობას“ ზღურბლქვეშ მოქმედებით და თავიდან იცილებს კიბერშემთხვევებისთვის რუსული მხარის დასჯის შემთხვევას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული ინფორმაციული ომის საშუალებები იცვლება, თუმცა იდეა რჩება უცვლელი: ,,საბჭოთა ავტორიტარიზმის იმპერატივები დამოკიდებული იყო საინფორმაციო ნაკადების მკაცრ კონტროლზე, რათა თავიდან აეცილებინა მოსახლეობის მობილიზება სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ.“ (White)
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთვის კიბერშეტევებს ამ ომში განსაკუთრებულადდამანგრეველი,ყოვლისმომცველი შედეგები არ მოუტანია გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტადწაახალისა საზოგადოების დეცენტრალიზაცია , ქაოსი ქვეყანაში და სამხედრო ოპერაციებისწარმატება.
ბუნებრივია, საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ დაიხვეწა დაუფრო მეტად დაკავშირებული და მხარდაჭერილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების თუზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ, თუმცა კვლავ რჩება მრავალი გამოწვევა, როგორიცაა სამხედრო და კიბერსივრცის ინტეგრაციის, ასევე შესყიდვების სფეროს დაკიბერსფეროს დაკავშირების პრობლემა.
ბრიუსელის 2021 წლის კომუნიკე ხაზს უსვამს რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს უკრაინისა დასაქართველოს ,მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ:
,,ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოსძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაშია განლაგებული მათი თანხმობის გარეშე.“ [14]
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სწორედ თავდაცვასა და შეკავებაზეა ორიენტირებული და ამავე მიზნით შექმნილი, ხაზს უსვამ კიბერსივრცის მეხუთე დომეინად დამკვიდრების საჭიროებას.
ასევე, ,,ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ მესამე D, რომელიც არის დიალოგი. ჩვენ გვაქვსშეკავებისა და თავდაცვის ბალანსირების ხანგრძლივი ისტორია დიალოგთან და ნდობასთან ერთად“[15]
მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კიბერსაფრთხეების ანალიზისა და მკაცრი პოლიტიკის, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესორული პოლიტიკის წარმოებას როგორც კიბერ, ისე დანარჩენ ოთხ სივრცეში.
რუსულ პოლიტიკურ კულტურას აქვს ორი ატრიბუტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის მიერ კიბერსივრცის სტრატეგიული მიზნებისთვის გამოყენების საქმეში:
- პირველი არის ისტორიულად ,,მყუდრო“ ურთიერთობა სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის. კიბერსივრცეში ეს ურთიერთობა ყველაზე ნათლად ჩანს რუსეთის ბიზნეს ქსელის (RBN) საქმიანობაში, რომელიც არის ერთადერთი კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ნატოს მიერ მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ არის გამოვლენილი.[16]
- მეორე ატრიბუტი, რომელიც საშუალებას აძლევს რუსებს დაიქირაოს თავისი პატრიოტი ჰაკერული საზოგადოება, არის პროპაგანდის, აგიტაციისა და ნარატიული კონტროლის ხანგრძლივი პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც შექმნილია კოლექტიური ფსიქიკის ჩამოსაყალიბებლად და ხალხის ცნობიერების მობილიზებისთვის სახელმწიფოს სამსახურში.გარდა ამისა, არასახელმწიფო ჰაკერების გამოყენება საშუალებას აძლევს რუსულ სახელმწიფოს თავი აარიდოს ჰაკერების კიბერ აქტივობებისგან ოფიციალურ ატრიბუციას.[17]
მიზეზი , თუ რატომ იყენებს აქტიურად კრემლი კიბერ მარიონეტებს :
- საკმაოდ ეფექტურია, ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული ტექნიკური მხარდაჭერა მას არ სჭირდება.
- ჰაკერების მობილიზება და დაშლა საკმაოდ მარტივად შესაძლებელია. ჰაქტივისტები, რუსი ნაციონალისტები ხშირად უფასოდაც იმუშავებენ , თუ პროპაგანდა სწორად მიაწვდის მათ კონფლიქტის ,,სირთულეს“ და გავლენას რუსეთის პოლიტიკაზე და პირველობაზე.
- ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ე.წ. ,,Grey ზონაში“ მოქმედება:ჰაკერული თავდასხმები კრემლს საშუალებას აძლევს ანონიმურობა შეინარჩუნოს და საკუთარი კვალი მარტივად წაშალოს ან/და გადააბრალოს სხვას.
ბუნებრივია, კიბერსაფრთხეები მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე არაა. თუმცა რუსეთი რჩება იმ ერთადერთ მაგალითად, რომელიც კიბერშეტევებს იყენებს კონვენციური ელემენტის სინქრონიზებულად.[18]
იმგვარ თანამედროვე დროში, როდესაც ინფორმაციის ვეპონიზაციის პროცესი აშკარაა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მეხუთე დომეინის სერიოზულად აღქმა.
მიუხედავად საკითხის სირთულისა, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაში საქართველოს კიბერუსაფრთხოების განვითარების პერსპექტივა მეტად შესამჩნევი იქნება; ესენია:
- მზადება სცენარისთვის, რომლებშიც ინტერნეტთან წვდომა შეზღუდულია;
- კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება;
- კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებული მიდგომა სხვა სფეროსთან(პირველ რიგში, სამხედრო)(Foxall, 2016);
- ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღება;
- ჯაშუშობისა და ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის ექსფილტრაციის შეზღუდვა;
- რელევანტურობა კიბერსივრცესა და შესყიდვების პროცესს შორის;
დასკვნა
ბუნებრივია, პირველ რიგში საქართველოს მიერ უნდა იყოს 2008 წლის კონფლიქტის ზემოთაღწერილი მახასიათებლები და თავისებურება საფუძვლიანად შესწავლილი და გასათვალისწინებელი. მითუმეტეს, რომ დღეს საქართველო ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბევრად განვითარებულია და ციფრულ სივრცეზეც მეტად დამოკიდებული. საქართველოს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც შეძლებისდაგვარად თავიდან აარიდებს მას სერიოზულ ზიანს.
ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით დიდი როლი ენიჭება საზოგადოებას. მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბება ერთ-ერთი წინაპირობაა ძლიერი სახელმწიფოს არსებობის. საზოგადოებრივი გამძლეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის სრულფასოვან შეკავების სტრატეგიად ვერ ჩაითვლება. ის უფრო მეტად სტრატეგიის სასიცოცხლო კომპონენტია. ,, სტრატეგია უფრო ხშირადარის არაოპტიმალური სიტუაციის საუკეთესოდ გამოყენება, ვიდრე მიზნებისა და საშუალებებისსრულყოფილი ჰარმონიზაციის შექმნა ჩვენი ძლიერი მხარეებისთვის ხელსაყრელ კონტექსტში.ეფექტური შეკავების გასაღები არის მოწინააღმდეგეების, მათი ღირებულებითი სისტემის, მათილოგიკის გაგება.“
საბოლოო ჯამში, 2008 წლის კიბერომი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ კონფლიქტის დროსინფორმაციის ხელმიუწვდომლობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტები, საინფორმაციო ბლოკადა , რაც თავის მხრივ ქვეყნის იზოლაციის ტოლფასია.
რაც უფრო გაიზრდება კიბერცნობიერება, რაც უფრო სერიოზულად იქნება აღქმული საქართველოს მთავრობის მიერ კიბერთავდასხმებისგან მომდინარე საფრთხე, შედარებით გაიზრდება მზაობა იმგვარ მომავალ რეალობაში ცხოვრების, რომელშიც ყველა ომი უკვე სინქრონიზებული იქნება კიბერელემენტთან.
ამ საჭიროებების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს სწორედ ამგვარი რეალობაა.
ავტორი: ნიტა ქოჩიშვილი
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი
გამოყენებული ლიტერატურა
https://gfsis.org.ge/ge/blog/view/970?fbclid=IwAR1Sf4M2VggK7YJcy8RaVOnql22m5nMNxx
nMDMBEzpU1FcaKJnYtCLfKIoE
Eneken Tikk, K. K. (n.d.). International Cyber Incidents Legal Considerations.
Foxall, D. A. (2016). Putin’s Cyberwar:Russia’s Statecraft in the Fifth Domain.
Frantzen, H.-A. (2020). Hybrid Deterrence.
Maarthen Gehem, A. U. (n.d.). ASSESSING CYBER SECURITY .
Michael Connell, S. V. (2017). Russia’s Approach to Cyber Warfare.
Pernik, P. (n.d.). HACKS, LEAKS AND DISRUPTIONS(Case studies of Russian).
Siman, B. (2022). ybrid Warfare Is Not Synonymous with Cyber: The Threat of Influence Operations.
The Russo-Georgian War 2008:The Role of the cyber attacks in the conflict. (n.d.).
White, S. P. (n.d.). Understanding Cyberwarfare.
ბურკაძე, ხ. (n.d.). კიბერშეტევები, როგორც ომის წარმოების თანამედროვე ფორმა. ჯეოქეისი.
გიორგი მალასკინი, ო. ბ. (2021). ჰიბრიდული ომების ანატომია.
ვლადიმერ სვანაძე, ა. გ. (2015). კიბერ თავდაცვა. თბილისი.
პატარაია, ლ. (n.d.). კიბერ კრიმინალი- ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები.
ჯღარკავა, ი. (2021). საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები. GCSD.
[1] * თანამედროვე განმარტებით, კიბერშეტევა წარმოადგენს კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონული სერვისების კონფიდენციალურობაზე, ერთიანობასა და ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედების განზრახულ მცდელობას. (ვლადიმერ სვანაძე, 2015)
[2] ** ვებგვერდის სერვისის უარყოფა(Denial-of-service/DoS attack)- კიბერთავდასხმის ერთ-ერთი სახე, სადაც თავდამსხმელი ცდილობს გახადოს ინტერნეტრესურსი ხელმიუწვდომელი. (პატარაია)
[3] (Eneken Tikk)
[4] Ddos -არის მასშტაბური DoS შეტევა, სადაც თავდამსხმელი იყენებს ერთ ან მეტ, ხშირ შემთხვევაში, ათასობით IP მისამართს. ამ ტიპის შეტევები ძირითადად ხდება ვებ გვერდებზე.
[5] (White)
[6] Command-and-Control -C&C სერვერი არის კომპიუტერი, რომელსაც აკონტროლებს თავდამსხმელი ან კიბერკრიმინალი.
[7] (Eneken Tikk)
[8] Batch ფაილი არის სკრიპტის ფაილი, რომელიც ინახავს ბრძანებებს, რომლებიც უნდა შესრულდეს სერიულითანმიმდევრობით.
[9] (Eneken Tikk)
[10] დაბალტექნოლოგიური კიბერშეტევის ფორმა, რომელიც
არასანქცირებულად ცვლის ვებ გვერდის გარეგნულ იერსახეს, ხშირად პირველ
გვერდს. ძირითადად, გამოიყენება აქტივისტების ან კიბერტერორისტების მიერ
საპროტესტო მესიჯის, პროპაგანდისტული მასალის ან სხვა კონტენტის
გასავრცელებლად. (პატარაია)
[11] (Eneken Tikk)
[12] (Foxall, 2016)
[13] (Michael Connell, 2017)
[14] https://www.nato.int/cps/en/natohq/news_185000.htm
[15] (Frantzen, 2020)
[16] (White)
[17] (White)
[18] (Foxall, 2016)