E ISSN 2587-5396

შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში: უკრაინისა და საქართველოს საერთო საფრთხეები, შესაძლებლობები და პერსპექტივა

01/05/2022 By yatage

შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში: უკრაინისა და საქართველოს საერთო საფრთხეები, შესაძლებლობები და პერსპექტივა

 

 

შესავალი

შავი ზღვის რეგიონს აქვს გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკაში. გეოგრაფიულად იგი ასრულებს დამაკავშირებელ როლს აზიისა და ევროპის კონტინენტებს შორის – იგი ქმნის აღმოსავლეთში გასასვლელ ხელსაყრელ გარემოს.[1]  შავი ზღვის აუზში არსებული ვითარება ასახვას პოვებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, რაც განაპირობებს დაინტერესებას დიდი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონული მოთამაშეების მხრიდან.

აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საერთაშორისო და რეგიონულ აქტორთა პოლიტიკურ სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა,საფრთხეები და შესაძებლობები. უმთავრესად,  რუსეთის, აშშ-ის, თურქეთის, ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკური ინტერესები და აღნიშნული ინტერესების რეალიზების მიდგომები. აგრეთვე, გაანალიზებულია შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების პოლიტიკურ-ეკონომიკური პრიორიტეტები და სამხედრო შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. წარმოჩენილია, ნატოს წევრი და ასპირანტი სახელმწიფოების (ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის უკრაინასა და საქართველო) საგარეო პოლიტიკური ორიენტირების გავლენა რუსეთის დივერსიულ ქმედებებზე.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია რეგიონს მიღმა მოქმედ აქტორებზე, რომლებსაც აქვთ გეოპოლიტიკური ამბიციები და საკუთარი ინტერესები შავი ზღვის რეგიონის მიმართ. განხილულია შემდეგი ქვეყნების პოლიტიკა: რუსეთი, აშშ, ნატო, ევროკავშირი, თურქეთი.

რუსეთის მიზანია სამხედრო თვალსაზრისით შეზღუდოს აშშ-სა და ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოების შავ ზღვაზე პოლიტიკური მონოპოლია, რათა, საერთაშორისო კრიზისის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს ნაკლები საშუალება ჰქონდეთ პრაქტიკული მოქმედებებისთვის.

საერთაშორისო მნიშვნელობის გარდა, საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც, ვინაიდან, ის არის შავი ზღვის რეგიონის ნაწილი და ასევე, ყოველდღიურად იზრდება რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც, ჩვენი დაკვირვებით, ცდილობს სამხედრო თუ არასამხედრო საშუალებებით დაიბრუნოს რეგიონში ,,დომინანტური როლი’’. ამავდროულად, დღითი დღე მატულობს ნატოს გაძლიერებული მხარდაჭერის პროგრამები შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების მიმართ, რასაც ადასტურებს 2020 წლის აპრილში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ მინისტერიალზე გამოკვეთილი პროგრამები უკრაინასა და საქართველოსთვის. გარდა ამისა, საკითხის აქტუალობას საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის განხილვა შედგა 2021 წლის იანვარს [20]

მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა წარმოაჩინა რუსეთი, როგორც არასანდო, ძალადობისკენ მიდრეკილი სახელმწიფო, რითაც მთელმა მსოფლიომ დაინახა ამ ქვეყნიდან მომავალი საფრთხეები.

საერთაშორისო და რეგიონული აქტორების ინტერესები შავი ზღვის რეგიონში

შავი ზღვა საუკუნეების განმავლობაში საერთაშორისო და რეგიონული აქტორების ინტერესის სფეროში შედიოდა, რადგან დღემდე იგი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წერტილად რჩება [5]. აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის დამაკავშირებელ ხაზსა და დერეფანს ახლო აღმოსავლეთამდე.[2] რეგიონი გეოგრაფიულად წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან აუზს და ასრულებსდამაკავშირებელ როლს აზიასა და ევროპას შორის [3].

რუსეთისთვის აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს გეოგრაფიულ ბაზას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევრაზიის ნაწილებში მოქმედებებისათვის. [3]რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბოლო წლებში მუდმივად ოპერირებდა ევროპულ წყლებსა და ინდოეთის ოკეანის აუზის დამაკავშირებელ საზღვაო გზებზე [2]. ნატოს შეკავების გარდა, რუსეთი ორიენტირებულია შავი ზღვის რეგიონში განახორციელოს საზღვაო ზეწოლა რეგიონის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მტრული გეოსტრატეგიული მოქმედებების სამიზნეები არიან, აღნიშნული ზეწოლა ყველაზე თვალნათლივ იკვეთება უკრაინასა და საქართველოზე [4]. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია გახდა სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის ნატოსთვის, რომ უელსის სამიტზე მიეღოთ გადაწყვეტილება – გამოეჩინათ მეტი ყურადღება რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. შემდგომ რუსეთ-თურქეთის დაახლოებამ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან ერთად და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მნიშვნელოვნად განაპირობა რეგიონის მიმართ ევროატლანტიკური სივრცის გააქტიურება. აღმოსავლეთ უკრაინაში 2021 წლის 26-30 მაისს მიმდინარე დაძაბულობამ უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი რიგი სირთულეები, მათ შორის 1936 წლის მონტროს კონვენციის გადასინჯვის საჭიროება. მონტროს კონვენციით რეგულირდება სამხედო გემების ტრანზიტი სრუტეებში, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია აშშ-ისა და ბრიტანული სამხედრო გემების ყოფნისთვის შავ ზღვაზე [11]. ნატო-ს შეკავების გარდა, რუსეთის ქმედებები მიმართულია შავიზღვის რეგიონში, განახორციელოს საზღვაო ზეწოლა ამ რეგიონის ქვეყნებზე, რომელთაც აქვთპოლიტიკურ დონეზე დეკლარირებული დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი და არიან ნატო-სწევრი ან ასპირანტი სახელმწიფოები. აღნიშნულის ნათელი ლუსტრირებაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საქართველოს საზღვაო ბლოკადა. უკრაინელი მკვლევარი ჰანაშელესტი, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კვლევებში, ყურადღებას ამახვილებს აზოვის ზღვისმუდმივ ჩაკეტვაზე. აზოვის ზღვით უკრაინული პორტებისკენ მიმართულ გემების ჩხრეკასა დაქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსეთის პროვოკაციული ქმედების შედეგადგაიტაცეს უკრაინული გემი, რომელზეც 24 უკრაინელი მეზღვაური იმყოფებოდა.  ზემოაღნიშნული ნათელი მაგალითია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ქმედებებისა, რომელიცორიენტირებულია ზემოქმედება მოახდინოს „იძულებითი პოლიტიკის“ გამოყენებით უკრაინისადა საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. 2014 წლის ყირიმის ანექსია და  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამის გამოხატულებაა [17].

რუსეთი საკმაოდ კარგად იყენებდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო გავლენებს. მაგალითად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს საქართველოს მოსახლეობას შეუწყვიტა გაზის მიწოდება, ხოლო 2006 და 2009 წელს უკრაინაზე საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებდა ენერგეტიკულ რესურსებს – როდესაც ფასების გაზრდის მიზნით, კრემლმა უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. 2014 წელს ყირიმის ანექსია იყო პირდაპირი პასუხი პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებაზე. იგივე პოლიტიკურ ნაბიჯებს ვხედავთ დღეს, როდესაც რუსეთი „სჯის“ უკრაინელ ხალხს გამოკვეთილი დასავლური საგარეო პოლიტიკის გამო. ყირიმის ანექსიის შემდგომ, რუსეთმა მიმართა ე.წ. A2AD (anti-access area denial) სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს პრაქტიკულად მთელი შავი ზღვის აკვატორიაზე და საჰაერო სივრცეზე კონტროლის დაწესებას – საჰაერო თავდაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების კონცენტრირებას ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე (განლაგებული აქვს სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი S-400 და ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსი „ბასტიონი“)[19]. [4] ყოველივე ეს მიმართულია რუსეთისთვის „მტრული ძალის“ შავი ზღვის აკვატორიაში შეღწევის გასანეიტრალებლად და ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე რუსეთის ძალის პროეცირების უზრუნველსაყოფად. ეს სტრატეგია მიმართულია იმაზე, რომ ნებისმიერ შემტევ ძალას აქ არ ექნება მოქმედებისა და მოძრაობის თავისუფლებას .

ნატოს მხრიდან რეგიონით რეალური დაინტერესების ათვლის წერტილად შეგვიძლია ავიღოთ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდგომი პერიოდი. საგულისხმოა, 2014 წლის უელსის სამიტზემიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი წევრი და ასპირანტი ქვეყნების გაძლიერებაზე, ასევე 2011 წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ „შავი ზღვის სტრატეგიაში“ [5][8]. გარდა ამისა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე დიდი ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკას, რასაც ადასტურებს სამიტზე მიღებული დეკლარაციის 23-ე პუნქტში არსებული ჩანაწერი [4].

რეგიონში არსებობს ენერგოპროექტები, რომლებიც დიდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის სახელმწიფოებს. უნდა გამოიყოს შემდეგი: 1) ბაქო-სუფსა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 1996 წელს და იგი მიზნად ისახავდა დასავლეთის მიმართულებით ნავთობსადენების მშენებლობას (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე); 2) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ და თურქეთი და იგი წარმოადგენდა თანამშრომლობის გამყარების მექანიზმს დასავლეთთან; 3) ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) – რომელიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას. მისი აგების შემთხვევაში, აღნიშნული გაზსადენის მეშვეობით შესაძლებელი გახდება შაჰ დე ნიზ 2-დან გაზის საბადოდან გაზის მოპოვება. 2019 წელს დამტკიცდა ე.წ. შავი ზღვის პაკეტი, რომელიც აერთიანებს და მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას [3].

 

უკრაინისა და საქართველოს ფაქტორი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში

1990-იანი წლებიდან დღემდე პოსტსაბჭოური ქვეყნების პროდასავლური ორიენტაცია რუსეთისთვის საგარეო გამოწვევად რჩება [14]. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო და დღემდე ხორციელდება ნათელი ილუსტრირებაა  რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, უკვე ღიად, სამხედრო ძალით, ცდილობს გაატაროს თავისი დეკლარირებული პოლიტიკა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკაში უკრაინას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ყირიმისნახევარკუნძულზე, რომელზეც მდებარეობს სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზა, განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების უმეტესობა [4]. შავი ზღვა არისმთავარი ხიდი ენერგომატარებლების, გადაკვეთა რუსეთისა და ნატოს ინტერესების აშკარაა, ყირიმის ანექსიით კი რუსეთმა სცადა კონტროლის შავ ზღვაზე, მან მოახდინა უპრეცედენტომილიტარიზაცია და შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზება სევასტოპოლში, გააძლიერა საჰაეროთავდაცვა, განავითარა სარაკეტო სისტემები, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროსგანახორციელოს თავდასხმა. [6] გარდა ამისა, მან რეგიონში განალაგა 15 საბრძოლო გემი, რაცსაფრთხეს უქმნის ნატოს ოპერაციას შუა აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე 2012 წლიდან რუსულიგემები გადამზიდის ფუნქციას ასრულებენ სირიის შეიარაღების საქმეში.[2]

2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი და ყირიმის დაკარგვა დიდი დანაკარგი იყო უკრაინისთვის, რადგან მცურავი საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი რუსეთმა ჩაიგდოხელში. ასევე, რუსეთი აძლიერებს სამხედრო ოლქს, რაც გამოიხატება შავი ზღვის ფლოტისგანახლებასა და ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურების შექმნაში ყირიმში[4]. 2018 წელის ქერჩის სრუტის მოვლენები, როდესაც რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჯერ ცეცხლი გაუხსნა და შემდგომდააკავა უკრაინის სამი სამხედრო გემი და 24 მეზღვაური, ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხიმგებლობაა. უკრაინის კუთვნილი კატარღები, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისდაცვით, შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ გადაადგილდებოდნენ. [10].

აღსანიშნავია, რომ ყირიმის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის. მის მიერ ყირიმის ანექსია ნეგატიურად აისახა თურქეთის საჰაერო უსაფრთხოებაზეც, რადგან ეს აფერხებს შავ ზღვაში თურქული სამხედრო თვითმფრინავების უსაფრთხო ოპერირებას [11]. უკრაინასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები რუსეთსა და თურქეთს შორის განსაკუთრებით წარმოჩნდა ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, რომლებმაც კრიზისის ახალი საშიშროება წარმოაჩინა. აღსანიშნია, რომ ანკარა ეხმარება კიევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში (2020 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად). მაგრამ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმამ და დღემდე მიმდინარე მოვლენებმა წარმოაჩინა თურქეთის შედარებით გამოკვეთილი პოზიცია, როდესაც მან ჩაკეტა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები რუსი სამხედროების გადაადგილების აკრძალვის მიზნით.  ერდოღანის 2022 წლის 12 მარტის განცხადებით, იგი არ დაუთმობს თურქეთის საჰაერო სივრცეს რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შესაჭრელად, რაც ვფიქრობთ, დამატებით გვაძლევს ინფორმაციას თურქეთის პოზიციის შესახებ მიმდინარე უკრაინა-რუსეთის დაძაბულობაში.

2021 წლის 24-30 მაისს უკრაინა მსხვილმასშტაბიანი რუსული აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მობილიზება მოხდა, რომლებიც, თავის მხრივ, იყვნენ შეარაღებულნი და აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკით. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას[13].

უკრაინის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგან, ორივე სახელმწიფოს მსგავსი პრობლემები და გამოწვევები აქვს. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო და უკრაინა განიხილება ერთ ჭრილში, რადგან ორივე რუსულ აგრესიას, ოკუპაციას და სეპარატიზმს ებრძვის [9]. 2014 წლიდან ყირიმი დიდ საერთაშორისო აქტუალობას იძენს, რაც ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე დადასტურდა, როდესაც ალიანსმა დღის წესრიგში დააყენა შავი ზღვის რეგიონის წევრი სახელმწიფოების გაძლიერების პოლიტიკა. [7]

დასავლეთისთვის უკრაინის ფაქტორს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ხაზი უნდა გაესვას, რომ 2014 წლიდან აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა მისცა, ქვეყნის შეიარაღების გაძლიერების კუთხით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. აშშ-ის ევროპის სარდლობამ რამდენიმე ათეული F-15 და F-16 გამანადგურებელი გადაისროლა პოლონეთში, რაც სამანევრო ვარჯიში იყო უკრაინის მოვლენებთან მიმართებით [23]. აგრეთვე, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა თავისი საესკადრო ნაღმოსნის და ნავსაწინააღმდეგო ფრეგატის გაგზავნის შესახებ შავ ზღვაში[20] . უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ბალტიის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა. ნატოს წამყვანმა ქვეყნებმა გამართეს ონლაინ კონფერენციები და კიდევ ერთხელ განიხილეს რუსული საფრთხეები და გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მსოფლიო საზოგადოებას ბირთვული კატასტროფის წინაშე აყენებს. რუსეთის ფედერაციამ აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ორი სეპარატისტული რეგიონი. ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში სატელიტური გამოსახულებებით ვარაუდობდნენ, რომ რუსეთმა განალაგა ჯარი უკრაინის საზღვართან აგრესიის განსახორციელებლად. აღნიშნულს უარყოფდა რუსეთის ოფიციალური მხარე და ნატოს ადანაშაულებდა მილიტარიზაციაში. 2021 წლის დეკემბერში კი რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კრიზისი შეიძლება მოგვარებულიყო, თუ დათანხმდებოდა ნატო იმას, რომ უკრაინა არ გახდებოდა მისი წევრი. 2022 წლის 17 იანვარს კი რუსეთი იწყებს ბელარუსში ერთობლივ სამხედო წვრთნებს, რაზეც ლუკაშენკო პასუხობს, რომ „ნორმალური წვრთნებია“. 24 იანვარს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისინი დაიცავენ ყველა „მოკავშირესა და პარტნიორს“26 იანვარს ნატო პასუხობს უარყოფითად რუსეთის მოთხოვნებს, შემდგომ კი რუსეთმა 22 თებერვალს აღიარებს ლუგანსკისა და დონეცკის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას, ხოლო 24 თებერვალს დაიწყო „სრულმასშტაბიანი შეჭრა“, როგორც ეს უკრაინის ოფიციალურმა უწყებებმა გამოაცხადეს. რასაც რუსეთი თავის მხრივ უწოდებდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ [15].

საქართველოს ფაქტორი, ისევე როგორც უკრაინის, ნათელია რუსეთისთვის, რადგან ორივე მათგანს ის მოიაზრებს მისი გავლენის სფეროებად. აქვე უნდა გავიხსენოთ, პუტინის შეფასება, რომ „სსრკ-ს დანგრევა იყო დიდი უბედურება“ [24] . გარდა ამისა, აღსანიშნია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ორი რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთს ფედერაცია დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ადამიანის უფლებებსა და ეწევა დივერსიულ ქმედებებს, რაც აზიანებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

 

უკრაინის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თანამშრომლობის შესაძლებლობები და მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა და საქართველო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, დღეის მდგომარეობით, მოწინააღმდეგე ძალას, რომლებიც ცდილობენ ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებასა და განვითარებას, რათა დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი დასავლურ პოლიტიკაში. ცხადია, რუსეთი აქამდე ცდილობდა შეეფერხებინა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა – ეკონომიკური ბერკეტების აქტიური გამოყენებით. მაგრამ როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვხედავთ, რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს. საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. რუმინეთთან დაკავშირებით, საგულისხმოა, შეინიშნებოდა მუქარა შავ ზღვაზე აშშ-სა და ნატოს სამხედრო ყოფნის მხარდაჭერის გამო, რომელიც მათი შეტყობინებებით „სერიოზული შედეგებით“ დასრულდებოდა[4]. ისინი ნატოს ადანაშაულებენ „შავი ზღვის რეგიონის აქტიურ მილიტარიზაციაში“[2]. აღნიშნული კუთხით, ბულგარეთი შედარებით სუსტი მოკავშირეა ნატოსთვის, მაგრამ მას ისევე როგორც დანარჩენ სახელმწიფოებს, შეუძლია აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის გლობალური უსაფრთხოების პროცესში – ერთობლივი წვრთნებისა და საერთო პროგრამების ორგანიზების ნაწილში. რაც შეეხება თურქეთს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას აქვს მონტროს კონვენციით საკმაოდ პრივილიგირებული მდგომარეობა, გარდა ამისა ის არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო და მან საკმაოდ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ბოლო მოვლენებში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის პროცესში. მონტროს კონვენციის გადასინჯვა ხელსაყრელია ასევე საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი სახელმწიფოებისთვის. აღნიშნული კონვენციის პრობლემურობა გამოიხატებაშემდეგში: არა შავიზღვისპირა ქვეყნების გემების ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას, გამონაკლისი 45 000 ტონამდე, რომელთაც შავ ზღვაზე დარჩენა შეუძლიათ 21 დღისგანმავლობაში. [8]მის დაბრკოლებები აშკარა იყო 2008 წელს, როდესაც აშშ-ს სურდა 2 ჰოსპიტალური გემის შემოყვანა შავ ზღვაზე, მაგრამ იმიტომ რომ მისი საერთო ტონაჟი 69 000 ტონას შეადგენდა ვერ მოხერხდა შემოსვლა საქართველოს დასახმარებლად [11]. მეორემნიშვნელოვანი შემთხვევა იყო 2018 წელს ზემოხსენებული ქერჩის სრუტის პროცესებში. ამმიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულმთლიანობას, არ ემთხვევა მისი პოზიცია რუსეთის ქმედებებს ყირიმში და მას თვლის უკრაინისტერიტორიად. მონტროს ორ დებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. პირველი, მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ ომის დროს როდესაც თურქეთი არ არის მეომარი-სამხედრო გემები სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით, მაგრამ სამხედრო გემებს, რომლებიც ეკუთვნით მეომარ მხარეებს  ეკრძალებათ ტრანზიტი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 თებერვალს სწორედ ამაზე მიანიაშნა მოქმედი მე-19 მუხლის გამოყენება შეზღუდავს რუსეთის სამხედრო გემების გადაადგილებას. აღნიშნული კი, საინტერესოა მაშინ როდესაც 16 რუსული გემი ოპერირებს სირიის სანაპიროსთან.  მეორე,21 მუხლი კი გულისხმობს, თუ თურქეთი თვლის რომ ემუქრება ომის საფრთხე მთავრობას შეუძლია შეზღუდოს სამხედრო გემების გავლა სრუტეში [21].

 

დასკვნა

ცხადია, რუსეთი ხელს უშლის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერისა და როლის გაზრდას, რასაც თვლის მისი მიზნების, პრიორიტეტებისა და ამოცანების საწინააღმდეგოდ „გავლენის სფეროების“ აღდგენის პოლიტიკაში. ამისთვის, ის საკმაოდ აგრესიული და ძალადობრივი მეთოდებით იბრძვის დღეს უკრაინაში, მანამდე 2008 წელს საქართველოში და დღემდე ცდილობს შეაფერხოს რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკური პოლიტიკა. წინამდებარე სტატიაში ვცადეთ წარმოგვეჩინა სხვადსხვა ფაქტები, რომლებიც კიდევ ერთხელ ნათელი ილუსტრირებაა იმის, რომ დღეს რაც ხდება უკრაინაში, ხვალ შეიძლება მოხდეს ბალტიის რეგიონში, თუკი სახელმწიფოები, რომელთაც სურთ ჰქონდეს დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ იქნებიან ერთიანი, არ აღმოჩნდნენ რუსეთის დივერსიული და იმპერიალისტური პოლიტიკის სამიზნე, შემდგომ კი „მსხვერპლი“.

ზემოაღნიშნულით წარმოჩნდა შავი ზღვის რეგიონის  დიდი მნიშვნელობა რუსეთისახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში, რომელიც წარმოადგენს „გეოგრაფიულ ტრამპლინს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან და შესძლოს ერთიანი პოლიტიკის წარმართვა მათთან ერთად. ნატოს რიგით 31-ე სამიტზე სწორედ ყურადღება გამახვილდა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაზე შავი ზღვის რეგიონში.

 

ავტორი: ირინა მიქავა

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1.Chindea, Stephen J. Flanagan and Irina A. 2019. Russia ,Nato and Black Sea Security Strategi . RAND Corporation, Santa Monica, Calif

https://www.researchgate.net/publication/336036269_Russia_NATO_and_Black_Sea_Security_Strategy_Regional_Perspectives_from_a_2019_Workshop

2.ბატაშვილი, დავით. 2021. რუსეთის სტრატეგია და შავი ზღვა. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941

3.გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაშრომი შესრულებულია სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად .https://openscience.ge/bitstream/1/1691/1/Irakli%20Gabelia%20Samagistro.pdf

  1. სურმავა, გიორგი. 2021. შავი ზღვა-მოთამაშეთა ინტერესები და შესაძლებლობები . თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941
  2. შავი ზღვის გეოსტრატეგიული ბალანსის პოლიტიკური ასპექტები, ვახტანგ მაისაია. თბ. 2003
  3. Black sea security analitical magazine, centre for global studies strategy XXI, kyiv 24 april 2017
  4. ჩიტაძე,ნ ნატო – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი.თბილისი 2008.
  5. ღვინერია, შ.. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს ყურადღების ცენტრში = Black Sea security in NATO spotlight. თბილისი: საქ. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. (2016)
  6. Aydin M., Europe’s New Region: The Black Sea in the Wider Europe Neighbourhood, Southeast European and Black Sea Studies
  7. ესებუა,კახა. 2017. რუსეთის სამხედრო გაძლიერება შავ ზღვაზე ალტერნატიული კონტრსტრატეგია ნატოსთვის. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.https://www.gfsis.org/ge/publications/view-opinion-paper/92
  8. ზურა ბატიაშვილი, 2021. თურქეთი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. თბილისი : საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941

12.Iulian Chifu ,Adriana Saulinc, Rogdan Nedea , 2010. Energy Security Strategies In The Wider Black Sea Region. Editura Curtea Veche

Bucuresti

13.17, P. B. (2022). Russia-Ukraine Conflict: Implications for Remittance flows to Ukraine and Central Asia. KNOMAD.

14.Ellyatt, H. (2022). Why is there conflict in Ukraine and what is Putin’s endgame? Here’s what you need to know. CNBC.

15.Team, T. V. (2022). Ukraine conflict: Simple visual guide to the Russian invasion. BBC.

16.Ukraine: Background, Conflict with Russia,. (2021). Congressional Research Service.

17.Shelest, H (2018). The Azov Crisis Explained. UKrainian PRISM Foreign Policy Council

  1. ფიფია, გიორგი. 2019. სამი ზღვის ინიციატივათანამშრომლობის ახალი კოცეფციაცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.თბილისი: საგარეო პოლიტიკის საბჭო

19.ავსაჯანიშვილი,ი. შავი ზღვის რეგიონი:აქტორები და ინტერესები.სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ნაშრომთა კრებული

  1. გიორგი ბილანაშვილი ზურა ბატიაშვილი ალექსი პეტრიაშვილი გიორგი სურმავა . (2021). უსაფრთხოების მიმოხილვა:რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.
  2. 21. 1936 CONVENTION REGARDING THE REGIME OF THE STRAITS .Adopted in Montreux, Switzerland on 20 July 1936

22.https://cil.nus.edu.sg/wp-content/uploads/formidable/18/1936-Convention-Regarding-the-Regime-of-the-Straits.pdf

  1. 23. https://www.cbsnews.com/news/fighter-jets-ukraine-poland-deal/
  2. 24. http://en.kremlin.ru/events/president/news/66181

 


 

[1] სურმავა, გიორგი. 2021. შავი ზღვა-მოთამაშეთა ინტერესები და შესაძლებლობები .თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[2] Chindea, Stephen J. Flanagan and Irina A. 2019. Russia ,Nato and Black Sea Security Strategi . RAND Corporation, Santa Monica, Calif

 

[3] .გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

[4] ავსაჯანიშვილი,ი. შავი ზღვის რეგიონი:აქტორები და ინტერესები.სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ნაშრომთა კრებული

[5] ღვინერია, შ.. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს ყურადღების ცენტრში = Black Sea security in NATO spotlight. თბილისი: საქ. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[6] ესებუა,კახა. 2017. რუსეთის სამხედრო გაძლიერება შავ ზღვაზე ალტერნატიული  კონტრსტრატეგია ნატოსთვის. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[7] .გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

[8] ზურა ბატიაშვილი, 2021. თურქეთი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. თბილისი : საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.