15/03/2022 By yatage
მიგრანტები – რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ახალი მექანიზმი
შესავალი
ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები არახალი მოვლენაა, თუმცა 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც შედეგად ალექსანდრე ლუკაშენკოს სათავეში მოსვლა მოჰყვა, კავშირები კიდევ უფრო გამყარდა. მას შემდეგ, მინსკი -კრემლის ინტერესების უპირობო დამცველად გვევლინება, ევროკავშირმა კი რიგ არადემოკრატიულ მოვლენებზე საპასუხოდ, სანქციები დაუწესა ლუკაშენკოს რეჟიმს.[1]
მიმდინარე მოვლენების, განსაკუთრებით კი უკრაინის ომის ფონზე, ერთობ საყურადღებოა ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების კვლევა და იმ გეგმების იდენტიფიცირება და შესწავლა, რომლებსაც ეს ქვეყნები დასავლური სახელმწიფოების და კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ იყენებენ. ჩვენი კვლევის აქტუალობას განაპირობებს ფაქტი, რომ მიგრანტთა კრიზისი დასავლეთისთვის რიგი პრობლემისა და დესტაბილიზაციის გამოწვევი ფაქტორია.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ახლო აღმოსავლეთიდან მიგრირებული ათასობით ადამიანი ელისთავის შანსს, ებრძვის სიცივესა და შიმშილს, ყოველივე ეს კი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო.[2]საზღვართან მიგრანტები მოზღვავებული რაოდენობით ივლისის თვეში გამოჩნდნენ და როგორცარაერთი წყარო და ვიდეო-მასალა ამტკიცებს, იმ იმედით, რომ შემდგომ პოლონეთში, ლიეტუვასა თულატვიაში მოხვდებიან, უმძიმესი პირობების ატანა უწევთ.[3]
წინამდებარე ნაშრომი პასუხობს საკვლევ შეკითხვას: ,,რა დატვირთვა აქვს მიგრანტთა კრიზისს კრემლისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში?”. ამის მისაღწევად სტატიაში მიმოხილულია როგორც კრიზისის უახლესი მოვლენები, ისე ჰიბრიდული ომის კონცეფციის არსი, მისი მეთოდები და მიგრანტების როლი ჰიბრიდული ომის წარმოებისას.
მიგრანტთა კრიზისი – სიტუაციის მიმოხილვა
მიგრანტები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფია. ისინი ძირითადად არიანადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ომს, ეკონომიკურ ან/და პოლიტიკურ ქაოსს აწყდებიან და ზემოხსენებულთაგან თავის დაღწევას ცდილობენ. მიგრანტების მოზღვავება ევროპისთვისსიახლეს არ წარმოადგენს. კონტინენტს აქამდეც უნახავს მასობრივი მიგრაცია, განსაკუთრებით კი2015 წლიდან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს ევროპულ სახელმწიფოებს მიგრირებული ხალხი ძირითადად სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და ერიტრეადან მოაწყდა.[4]
სანამ უშუალოდ 2021 წლის კრიზისის მიმოხილვაზე გადავალთ, კონტექსტის აღსაქმელად, შემოგთავაზებთ იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უსწრებდა ზემოხსენებულ მიგრაციის ტალღას. პირველ რიგში, საგულისხმოა პოლიტიკური მოტივები, რომლებიც ლუკაშენკოს გააჩნია. 2020 წლისაგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დასავლეთში გაყალბებულად იქნამიჩნეული და რომელსაც შედეგად მოჰყვა ბელარუსის პრორუსი პრეზიდენტის მიერ ოპოზიციურიძალების დევნა და მოქალაქეების მისამართით განხორციელებული რეპრესიები, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიციატივით, სანქციები დაუწესა მინსკს, რამაც პრეზიდენტის უკმაყოფილებაგამოიწვია. ლუკაშენკოს ხელშეწყობით, რომელიც ვლადიმერ პუტინისგან იღებდა რჩევებს, 2021 წლის 7 ივლისს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან
ჩამოყვანილი მიგრანტების ტალღა პოლონეთის საზღვარს მიაწყდა.[5]
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა პოლიტიკური მოტივებისა, ზემოხსენებული კრიზისი ბელარუსის მმართველი ელიტისთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანიც აღმოჩნდა. პოლონეთისაღმოსავლური კვლევების ცენტრის დირექტორის, ადამ ებერჰარდტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ”ბელარუსის მთავრობა სავარაუდოდ 10 000$-მდე თანხას იღებს ყოველი მიგრანტისგან, რომელიცევროკავშირის საზღვართანაა მიყვანილი. ფრენები ყოველდღიურად ხორციელდება დათვითმფრინავები მინსკში ჩადიან ბაღდადიდან, ბასრადან და სხვა ქალაქებიდან..”[6]
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული სიტუაცია, მიგრანტთა კრიზისის ფარგლებში, ყველაზესაყურადღებო ნაწილი გახლავთ. 2021 წლის სექტემბერში პოლონეთმა ბელარუსის საზღვართანსაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც რამდენიმე დღეში პარლამენტმაც დაადასტურა. შედეგად, ბელარუსის საზღვართან ახლომდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული გადაადგილება დაწესდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი ,,მასშტაბური პოლიტიკურიპროვოკაციის წინაშე აღმოჩნდა”. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა 30 დღის ვადითდაწესდა, თუმცა შემდგომ გახანგრძლივდა და სასაზღვრო ზონაზე 15,000 პოლონელი სამხედრომოსამსახურე განლაგდა.[7] მკაცრი რეაგირების გამო, პოლონეთის მთავრობა კრიტიკის ობიექტიგახდა და უკვე 1-ლ დეკემბერს ახალი რეგულაციები იქნა მიღებული, რომელთა მიხედვითაცპოლონურმა მხარემ საზღვართან ლიმიტირებული წვდომა დაუშვა ჟურნალისტებისათვის.[8]
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში 40,000-მდე მიგრანტმა სცადა საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, პოლონურმა მხარემ იანვრის მიწურულისთვის 353 მილიონ ევროდშეფასებული პროექტის, ბელარუსის საზღვართან აღმართული კედლის მშენებლობა დაიწყო, რომლის მიზანია საზღვრის უკანონოდ კვეთის შეზღუდვა მიგრანტებისთვის. 5.5 მეტრის სიმაღლისკედელი 186 კმ მანძილზე გაჰყვება ქვეყნების საზღვრის ზოლს, პროექტის დასრულება კი ივნისისთვის არის გაწერილი.[9] თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 8 თებერვალს 150-ზე მეტმაარასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა განცხადება ევროკომისიაში, რამეთუ ისინიეწინააღმდეგებიან კედლის მშენებლობას, რადგანაც ის ევროპის ერთ-ერთ უკანასკნელპირველყოფილ ტყეებს უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, პროექტის მომავალი ბუნდოვანია.[10]
ევროკავშირის მიერ კი ბელარუსის ქმედებები შეფასდა, როგორც ”ჰიბრიდული ომის მოქმედება” დასახელმწიფოები შეთანხმდნენ კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესებაზე. რასაც დღესდღეობითმიმდინარე უკრაინის ომთან დაკავშირებით მინსკის პრო-რუსულმა პოზიციამ კიდევ უფრო გაუმყარასაფუძველი.[11]
ჰიბრიდული ომი
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჰიბრიდული ომის კონცეფცია განსაკუთრებითპოპულარული გახდა. დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინი, რომელიც ასახავს 21-ე საუკუნის კომპლექსურობას, რაც მოიაზრებს როგორც საერთაშორისომოქმედი სუბიექტების მრავალფეროვნებას, ისე კონფლიქტის ტიპების სიმრავლეს და იმბუნდოვანებას, რომელიც ჩვენს ეპოქაში თუნდაც ისეთი ტრადიციულად მკაფიოდ განსხვავებულიკონცეფციების გარშემო არსებობს, როგორებიცაა ომი და მშვიდობა.[12]
ჰიბრიდული ომის ცნების დეფინიციას როცა ვცდილობთ, საყურადღებოა ტერმინის – ,,ჰიბრიდული” განმარტება. ჰიბრიდული, მოიაზრებს ორი ან რამდენიმე ელემენტის ნაერთს, რაც თავის მხრივასახავს ამ მოვლენის ბუნებას. ჰიბრიდული ომის კონცეფციასთან დაკავშირებით მკვლევრები ორგანსხვავებულ სკოლაში ნაწილდებიან. ერთნი მიიჩნევენ, რომ ჰიბრიდული ომი ცალკე კატეგორიისკონფლიქტია, რომელიც სპეციფიკურ შესწავლას საჭიროებს. მეორე ნაწილის აზრით კი ეს არ არისსიახლე საერთაშორისო სისტემაში და ისტორიული კვლევა საშუალებას გვაძლევს დავინახოთმსგავსი ფენომენის არსებობა წარსულში.[13]
”ჰიბრიდული ომის” ტერმინი, იმ გამოყენებით, რომლითაც ახლა არსებობს, პირველად 2006 წელს, ფრენკ ჰოფმანმა შემოიღო. 2006 წელს მან ზემოხსენებული კონცეფცია განმარტა, როგორც,,კომპლექსური, არარეგულარული ომი”. შემდეგში, უკვე 2007 წელს, ავტორმა შემოგვთავაზა პირველიოფიციალური დეფინიცია: ,,ჰიბრიდული ომი აერთიანებს სხვადასხვა მრავალფეროვან საომარმეთოდს, დიპლომატიური საშუალებების, არასტანდარტული ტაქტიკებისა და ფორმაციების, ტერორისტული ქმედებებისა და კანონდარღვევის, ჩათვლით”.[14]
ავტორის აზრით: ” ჰიბრიდული ომი არის იმგვარი ტიპის დაპირისპირება, რომლის დროსაცმოწინააღმდეგე მხარისგან მოსალოდნელია საფრთხეების უნიკალური კომბინაციის გამოყენება, რომლებიც მიზანში იღებს მტრის სისუსტეებს”. [15]
ჰიბრიდული ომის მეთოდები
რაკი უკვე ვისაუბრეთ ჰიბრიდული ომის თეორიულ ასპექტზე, ახლა დროა უშუალოდ შევეხოთ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ჰიბრიდული ომის წარმოებისას გამოიყენება.2017 წელს ნატოს მრავალეროვანი შესაძლებლობის განვითარების კამპანიის ფარგლებში შედგენილი მოხსენების თანახმად, ჰიბრიდული ომი მოიაზრებს სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და ინფორმაციული საშუალებების გამოყენებას[16]. სწორედ მათი ჩაშლის საფუძველზე მოვახერხებთ, რომ შესაფერისი ადგილი მივუჩინოთ მიგრანტებს გერასიმოვის დოქტრინით წარმოებულ ჰიბრიდულ ომში.
სამხედრო ასპექტი ტრადიციულ საომარ საშუალებებს მიემართება, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი სულაც არ ერიდება, ასევე ამ ასპექტს შეგვიძლია მივაკუთვნოთ სამხედრო ძალით დამუქრება, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე გეოპოლიტიკური სარგებლის მიღებას. მაგალითად, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები, ამ ასპექტის შესახებ ყველაფერს გვეუბნება. თავდაპირველად სამხედრო ძალა მობილიზებულია შანტაჟის მიზნით, ხოლო როცა იგი მიზანს ვერ აღწევს, უკვე იწყება რეალური სამხედრო ესკალაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა უკრაინაში[17].
სამხედრო ასპექტი ალბათ ყველაზე მარტივად გასაგებია, რამეთუ იგი ომის წარმოების ტრადიციულ მეთოდს წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში. ამის შემდეგ გამოყენებული მეთოდები აღსაქმელად უფრო კომპლექსური ხდება. ამიტომაც, გადავწყვიტეთ უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მკვლევარს, ბარი ბუზანს დავსესხებოდით, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოყო საფრთხეთა ის ასპექტები, რომლებიც გათვალისწინებულია ჰიბრიდულ ომში.
პოლიტიკური საფრთხე, მიემართება სახელმწიფოს ორგანიზაციულ სტაბილურობას. ეს შეიძლება გამოიხატოს მთავრობაზე ზეწოლით, რათა მან მიიღოს გარკვეული კანონი ან განსაზღვროს რომელიმე პოლიტიკური გეზი. ასევე იგი შესაძლოა გამოიხატებოდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებითა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩარევით. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო პოლიტიკური ერთეულია, მარტივი დასანახია თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება.
ხშირად პოლიტიკური საშუალებებით მანიპულირება სამხედრო საშუალებების გამოყენების პრელუდია შეიძლება იყოს[18]. ეს აღწერაც ზუსტად ემთხვევა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებს. იგი აქტიურად მოითხოვს სახელმწიფოებისგან პოლიტიკური გეზის შეცვლას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას. აღნიშნული კარგად ჩანს უკრაინისა და საქართველოს შემთხვევებში. სწორედ უკრაინის შემთხვევაში გამოიყენა რუსეთმა პოლიტიკური საშუალებები სამხედრო ინტერვენციის პრელუდიად.
ნატოს მოხსენებაში განხილული საშუალებებიდან მესამე, ეკონომიკურია. ეს ასპექტი რასაკვირველია მოიცავს, ეკონომიკური დამოკიდებულების ფასილიტაციას, სანქციების გამოყენებას და ა.შ. ნაწილობრივ აქ შეიძლება მოვიაზროთ ენერგო-დამოკიდებულებაც, რომელიც რუსეთისთვის ამ დრომდე რჩება მნიშვნელოვან კოზირად. რუსულ გაზზე ენერგოდამოკიდებულება დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ძირითადი სისუსტე ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურაში, მიმდინარე მოვლენებმაც კარგად წარმოაჩინა, თუ რამდენად დიდი ადგილი უჭირავს რუსეთს ევროპის ენერგოსექტორში. ეს დამოკიდებულება რიცხვებით რომ გამოვსახოთ, მივიღებთ, რომ ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთზე მოდის[19]. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების კუთხით.
შემდეგი ასპექტი იყო საზოგადოებრივი. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ბარი ბუზანს თავის წიგნში „სოციეტალური“ საფრთხეებიც აქვს განხილული. ამ ტიპის საფრთხეები საზოგადოების გარკვეული იდეებით პენეტრაციაზეა ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს, ეთნიკური, იდეოლოგიური თუ რელიგიური ხასიათის[20]. ფაქტია, ამ შემთხვევაშიც რუსეთის ხელწერა ადვილად ამოსაცნობია. თუნდაც საქართველოში გავრცელებული ნარატივი „ერთმორწმუნე ძმობის“ შესახებ და რუსეთისა და უკრაინის, როგორც და-ძმა სახელმწიფოების წარმოჩენა, სწორედ ამაზე მეტყველებს.
საბოლოო ასპექტი კი რომელიც მოხსენებაშია განხილული არის ინფორმაციული. ეს ასპექტი არახალია, თუმცა მან განსაკუთრებული ინტენსიურობა სწორედ ციფრულ ეპოქაში შეიძინა, როცა ინფორმაციის მიმოქცევა ფაქტობრივად შეუზღუდავია. კიბერსფეროს შექმნამ, ინფორმაციული საკითხების რევოლუციონიზება მოახდინა, რის შედეგადაც სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ ამ სფეროში და დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველზე მოახდინონ მოწინააღმდეგის სისტემისა და საზოგადოების დესტაბილიზაცია[21]. შეიძლება ითქვას, რომ ეს ასპექტი „მშვიდობიან“ პერიოდში ყველაზე აქტიურად მოქმედებს, თუმცა მიმდინარე კონფლიქტშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მას.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული ომის კომპლექსურობას სწორედ ის ფაქტი განაპირობებს, რომ მასში გამოყენებულია არა რომელიმე ერთი ზემოხსენებული მეთოდი, არამედ მათი სინქრონი, რაც კონტრ-ნაბიჯების გადადგმას მეტად ართულებს.
მიგრანტები, როგორც ჰიბრიდული ომის მექანიზმი
ახლა კი დროა გადავიდეთ უშუალოდ საკვლევი კითხვის პასუხის ძიებაზე. ჩვენ უკვე განვიხილეთ თუ რა სიტუაცია შეიქმნა ხელოვნურად ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, ასევე მიმოვიხილეთ უშუალოდ ჰიბრიდული ომის კონცეფცია, დროა ზემოხსენებული ორი დავაკავშიროთ ერთმანეთთან და გამოვნახოთ მიგრაციის კონცეპტუალური ადგილი ჰიბრიდული ომის დოქტრინაში.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია მეტად სენსიტიური საკითხია ევროკავშირისთვის. აშკარაა, რომ ლუკაშენკომ, კრემლთან კოლაბორაციით, სწორად მოახდინა ევროპელებისთვის მტკივნეული საკითხის იდენტიფიცირება. საუბარია 2015 წლის მიგრანტთა კრიზისზე, რომელმაც დიდი დაყოფა გამოიწვია ევროკავშირის წევრებს შორის[22]. შესაბამისად,მოცემული სვლით იგი მიზნად ისახავდა, ევროპული საზოგადოების დაყოფას და პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაციას.
ზემოთ ხსენებული ასპექტების გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – მათეუშ მორავკიჩის მიერ ლუკაშენკოს ქმედებების ჰიბრიდული ომის ნაწილად გამოცხადება[23], სულაც არ იყო გადამეტება. მიგრანტების გამოყენება იმგვარად, როგორც ეს კრემლის მიერ მხადაჭერილმა ლუკაშენკომ გააკეთა, ნამდვილად შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი საფრთხე პოლონეთისთვის, ჰიბრიდული ომის ფარგლებში.
დასკვნა
ნაშრომში ჩვენ მიმოვიხილეთ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ხელოვნურად ორკესტრირებული სიტუაცია, რომლის საშუალებითაც, ლუკაშენკო მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანას. შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ უშუალოდ ჰიბრიდული ომის დოქტრინაზე და მიმოვიხილეთ მისი ასპექტები, საბოლოოდ კი ხელოვნურად შექმნილ მიგრანტთა კრიზისს, მოვუძებნეთ კონცეპტუალური ადგილი ზემოხსენებულ დოქტრინაში. ჩვენს საკვლევ კითხვაზე, თუ „რა დატვირთვა აქვს მიგრანტთა კრიზისს კრემლისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში?“ გამოიკვეთა ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი. მიგრანტთა კრიზისი არის ჰიბრიდული ომის წარმოების ახალი, „კრეატიული“ მეთოდი, რომელიც საფრთხეს პოლიტიკურ და სოციეტალურ ასპექტებში ქმნის. აქედან გამომდინარე, პოლონეთმა, ევროკავშირის სხვა წევრებთან ტანდემში უნდა დაივიწყოს ის წარსული ტრავმა, რომელიც 2015 წლის კრიზისმა დატოვა და უნდა მოძებნოს ჰიბრიდული ომის ამ არაადამიანურ მეთოდთან ჰუმანური ბრძოლის საშუალებები.
ავტორები:
ლუკა ჩიტიანი; მარიამ მიქიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
2022. Poland begins work on $400m Belarus border wall against refugees. მოძიებულია 10.03.2022. https://www.aljazeera.com/news/2022/1/25/poland-begins-work-on-400m-belarus-border-wall-against-migrants
Brown, David. 2022. Ukraine conflict: Where are Russia’s troops? 23 02. მოძიებულია
10.03.2022. https://www.bbc.com/news/world-europe-60158694.
Buzan, Barry. 1991. People, State and fear. London: Harvester wheatsheaf.
Coes, Piper. 2021. Examining Belarus’ Growing Reliance on Russia. FOREIGN POLICY RESEARCH INSTITUTE. მოძიებულია 10.03.2022. https://www.fpri.org/article/2021/10/examining-belarus-growing-reliance-on-russia/
Eberhardt, Adam. 2021. Twitter. მოძიებულია 10.03.2022.
https://twitter.com/adam_eberhardt/status/1428415842312769541
Hoffman, Frank G. 2009. Hybrid Warfare and Challenges. JFQ. მოძიებულია 10.03.2022.
https://smallwarsjournal.com/documents/jfqhoffman.pdf
Jacobs, John G.L.J& Kitzen, Martijn W.M. 2021. Hybrid Warfare. Oxford Bibliographies. მოძიებულია 10.03.2022
https://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199743292/obo-9780199743292-0260.xml
Kranz, Michael. 2022. Will Poland’s Border Emergency Become Permanent?. Foreign Policy.
მოძიებულია 10.03.2022.
Mills, Claire& Fella, Stefano& Loft, Philip& Butchard, Patrick. 2021. Belarus/EU migrant Crisis. House of Commons Library. მოძიებულია 10.03.2022
https://researchbriefings.files.parliament.uk/documents/CBP-9389/CBP-9389.pdf
MCDC. 2017. „Understanding hybrid warfare.“ Service.gov.uk. 12 12. მოძიებულია 10.03.2022. https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/647776/dar_mcdc_hybrid_warfare.pdf.
NATO. 2020. MEDIA – (DIS)INFORMATION – SECURITY. მოძიებულია 10.03.2022. https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2020/5/pdf/2005-deepportal4-information-warfare.pdf.
Pavlakis, George. 2021. LUKASHENKO’S MANUFACTURED MIGRANT CRISIS: A CLASSIC CASE OF HYBRID WARFARE? 16 11. მოძიებულია 10.03.2022. https://mwi.usma.edu/lukashenkos-manufactured-migrant-crisis-a-classic-case-of-hybrid-warfare/.
Peter, Riya& Arya, Yash. 2022. POLAND-BELARUS MIGRATION CRISIS: A DICTATOR’S REVENGE POLITICS’’. EUROPE IN THE WORLD. მოძიებულია 10.03.2022
https://www.taurillon.org/poland-belarus-migration-crisis-a-dictator-s-revenge-politics?lang=fr
Rauhala, Emily. 2022. Europe’s plan to wean off Russian energy could lead to price shocks and political blowback. 09 03. მოძიებულია 10.03.2022. https://www.washingtonpost.com/world/2022/03/09/gas-prices-europe-russia/.
Reuters. 2022. NGOs ask EU to stop Poland building border wall in primeval forest.მოძიებულია 10.03.2022
Rudnik, Alesia. 2021. Belarus dictator turns hybrid war into humanitarian crisis. Atlantic Council. მოძიებულია 10.03.2022.
SCHEGLOV, LEONID. 2021. Is the Belarus migrant crisis a ‘new type of war’? A conflict expert explains. 17 11. მოძიებულია 10.03.2022. https://theconversation.com/is-the-belarus-migrant-crisis-a-new-type-of-war-a-conflict-expert-explains-171739.
Wither, James K. “Making Sense of Hybrid Warfare.” Connections 15, no. 2 (2016): 73–87. http://www.jstor.org/stable/26326441.
ანთაძე, გიორგი. 2019. ჰიბრიდული ომის გააზრებისთვის. GC ანალიზი. მოძიებულია 10.03.2022. https://www.geocase.ge/media/223/Hybrid-War_G.-Antadze.pdf
ჯულუხიძე, გრიგოლ. 2021. მიგრაცია – რუსული ჰიბრიდული ომის ახალი იარაღი: კრიზისი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. მოძიებულია 10.03.2022. https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/172-expert-opinion-geo.pdf
[1] Piper Coes, ”Examining Belarus’ Growing Reliance on Russia”, FOREIGN POLICY RESEARCH INSTITUTE, October 2021, accessed 10.03.2022 https://www.fpri.org/article/2021/10/examining-belarus-growing-reliance-on-russia/
[2] Alesia Rudnik, ”Belarus dictator turns hybrid war into humanitarian crisis”, Atlantic Council, November 2021, accessed 10.03.2022, https://www.atlanticcouncil.org/blogs/belarusalert/belarus-dictator-turns-hybrid-war-into-humanitarian-crisis/
[3] გრიგოლ ჯულუხიძე, ”მიგრაცია – რუსული ჰიბრიდული ომის ახალი იარაღი: კრიზისი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე”, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2021 წელი, მოძიებულია 10.03.2022
https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/172-expert-opinion-geo.pdf
[4] Riya Peter&Yash Arya, ”POLAND-BELARUS MIGRATION CRISIS: A DICTATOR’S REVENGE POLITICS”, EUROPE IN THE WORLD, February 2022, accessed 10.03.2022, https://www.taurillon.org/poland-belarus-migration-crisis-a-dictator-s-revenge-politics?lang=fr
[5] გრიგოლ ჯულუხიძე, ”მიგრაცია – რუსული ჰიბრიდული ომის ახალი იარაღი: კრიზისი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე”
[6] Adam Eberhardt, Twitter, August 2021, accessed 10.03.2022 https://twitter.com/adam_eberhardt/status/1428415842312769541
[7] Claire Mills&Stefano Fella&Philip Loft&Patrick Butchard, ”Belarus/Eu migrant crisis”, House of Commons Library, November 2021, accessed 10.03.2022 https://researchbriefings.files.parliament.uk/documents/CBP-9389/CBP-9389.pdf
[8] Michael Kranz, ‘’Will Poland’s Border Emergency Become Permanent?’’, Foreign Policy, January 2022, accessed 10.03.2022, https://foreignpolicy.com/2022/01/11/poland-belarus-border-migration-lukashenko-emergency-permanent/?fbclid=IwAR0Njjf6peIh80Ul1uZxaEa94eBfxIB-KbMC_BqZUSmQ0TpCkHegzdWu38o
[9] ALJAZEERA, Poland begins work on $400m Belarus border wall against refugees, January 2022, accessed 10.03.2022, https://www.aljazeera.com/news/2022/1/25/poland-begins-work-on-400m-belarus-border-wall-against-migrants
[10] Reuters, ”NGOs ask EU to stop Poland building border wall in primeval forest”, February 2022, accessed 10.03.2022 https://www.reuters.com/business/environment/ngos-ask-eu-stop-poland-building-border-wall-primeval-forest-2022-02-08/?fbclid=IwAR2b1ONkWFYa2zeo3ZIfX_Nai1UGRP5Y2OO7o0PjBt7bKB0xr1CaHlvkkcw
[11] Claire Mills&Stefano Fella&Philip Loft&Patrick Butchard, ”Belarus/Eu migrant crisis”
[12] James K Wither, ”Making Sense of Hybrid Warfare”, Partnership for Peace Consortium of Defense Academies and Security Studies Institutes, Spring 2016, accessed 11.03.2022, https://www.jstor.org/stable/26326441
[13] გიორგი ანთაძე, ”ჰიბრიდული ომის გააზრებისთვის”, GC ანალიზი, 2019 , accessed 10.03.2022,
https://www.geocase.ge/media/223/Hybrid-War_G.-Antadze.pdf
[14] John G.L.J Jacobs&Martijn W.M Kitzen, ”Hybrid Warfare”, Oxford Bibliographies, September 2021, accessed 10.03.2022, https://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199743292/obo-9780199743292-0260.xml
[15] Frank G Hoffman, ”Hybrid Warfare and Challenges”, JFQ, 1st quarter 2009, accessed 10.03.2022 , https://smallwarsjournal.com/documents/jfqhoffman.pdf
[16] Patrrick J.Cullen, “Understanding hybrid warfare”, MCDC, January 2017, accessed 10.03.2022, https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/647776/dar_mcdc_hybrid_warfare.pdf
[17] David Brown, „Ukraine conflict: Where are Russia’s troops?”, BBC, February 2022, accessed 10.03.2022, https://www.bbc.com/news/world-europe-60158694
[18] Barry Buzan, “People, states and fear” (Londond: Harvester Wheatsheaf, 1991), 118-131
[19] Emily Rauhala, “Europe’s plan to wean off Russian energy could lead to price shocks and political blowback”, The Washington Post, march 2022, accessed 10.03.2022, https://www.washingtonpost.com/world/2022/03/09/gas-prices-europe-russia/
[20] Buzan, „people, states and fear”
[21] Nato, “MEDIA – (DIS)INFORMATION – SECURITY”, December 2020, accessed 10.03.2022, https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2020/5/pdf/2005-deepportal4-information-warfare.pdf
[22] George Pavlakis, “LUKASHENKO’S MANUFACTURED MIGRANT CRISIS: A CLASSIC CASE OF HYBRID WARFARE?”, Modern Warfare, November 2021, accessed 10.03.2022, https://mwi.usma.edu/lukashenkos-manufactured-migrant-crisis-a-classic-case-of-hybrid-warfare/
[23] Leonid Schengelov, “Is the Belarus migrant crisis a ‘new type of war’? A conflict expert explains”, The Conversation, November 2021, accessed 10.03.2022, https://theconversation.com/is-the-belarus-migrant-crisis-a-new-type-of-war-a-conflict-expert-explains-171739