E ISSN 2587-5396

“სამხრეთ კავკასიაში ირან – აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობების გავლენა დასავლურ სამაყროსა და საქართველოზე„

17/12/2021 By yatage

“სამხრეთ კავკასიაში ირან – აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობების გავლენა დასავლურ სამაყროსა და საქართველოზე„

შესავალი

სამხრეთ კავკასია და მასთან დაკავშირებული  სამხედრო -პოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური საკითხები არაერთხელ ყოფილა ინტერესის საგანი საერთაშორისო საზოგადოებაში. მოგეხსენებათ, მოცემული რეგიონი თითქმის ყოველთვის წარმოადგენდა საომარი მოქმედებების არეალს იმ აღმოსავლური სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დღესაც ვერ იყოფენ ტერიტორიებს ან თუნდაც ნაციონალურ ან რელიგიურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. აღნიშნული საკითხები კი უდიდეს გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ერთად აღებულ მთელ დემოკრატიულ დასავლურ  სამყაროზე თავისუფალი განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტწილად განაპირობებს საკითხის აქტუალობას.  ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა ირან – აზერბაიჯანის ურთიერთობები, რომლებიც  რამდენიმე საუკუნეს ითვლის და დღევანდელი დაკვირვებით, არც თუ ისე მყარად გამოიყურება. როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, ამ ორ ისლამურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავებულია, რომ  შესაძლებელია ერთ დღეს დენთის კასრივით ამოხეთქოს  და წალეკოს სამხრეთ კავკასიის  სახელმწიფოებიც, რისი საფრთხეც საქართველოს ემუქრება. აღნიშნულს ვერც დასავლეთი გაექცევა, რადგან შესაძლოა რეგიონში სხვა ძალებმა მოიპოვოს სადავეები და შემდგომ აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდოს ევროპული სახემწიფოების ძალაუფლება. ამიტომ აღნიშნული საკითხი არა მარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაცაა.

ჩვენი საკვლევი თემაა დავადგინოთ  მხარეთა შორის  ურთიერთობები  სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთათვის გარკვეული სარგებლის მომტანია, თუ, პირიქით, შესაძლებლობების მაგივრად, დამატებით საფრთხეებსა და გამოწვევებს ქმნის.  ასევე, აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ არსებობს გარკვეულ სახელმწიფოთა ინტერესები მოცემულ რეგიონში და რა მიზნით იყენებს ირან -აზერბაიჯანის დაძაბული უერთიერთობებს თავის სასარგებლოდ? აღნიშნულ  სტატიაში განხილულია სხვადასხვა მკვლევრის მოსაზრება თუ რა გავლენას ახდენს ირან – აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ასევე,  მოცემულ სტატიაში  გაანალიზებულიც იქნება დასავლეთის ფაქტორიც, მათი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გავლენები. მოცემულ თემაზე სამუშაოდ გამოყენებული იქნა ძირითადად უცხოური მეორადი წყაროები, სამეცნიერო სტატიები. თემაზე მუშაობისას აირჩა თვისებრივი კვლევის მეთოდი, რათა სიღმისეულად გამოკვლეულიყო მოცემული საკითხი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

1.ირან – აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებები და საქართველო

საქართველოსთვის, რომელსაც ჯერ-ჯერობით პროდასავლური კურსი უჭირავს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოკავშირეების ყოლა რეგიონში რიგი ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ერთობლივად მოგვარებისა  და,  რაც მთავარია, დიპლომატიური გზით    მუდმივად მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.   თუმცა, სამწუხაროდ,  სამხრეთ კავკასიაში რეალურად არ არსებობს იმისი რესურსი, რომ დამყარდეს ჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფერო. ამის თქმის საფუძველს კი რეგიონში არსებული დაძაბულობა გვაძლევს, განსაკუთრებით ირან -აზერბაიჯანის მონაწილეობით[1]. მათ შორის ქიშპი  ჯერ კიდევ  1993 წელს დაიწყო  აზერბაიჯანის ლიდერის აბულფაც ელჩიბის მიერ  ირანისადმი ათასობით აზერბაიჯანელი თურქის  უფლებების დარღვევაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათ შორის ეთნიკურ დაპირისპირებას,[2] მოგვიანებით 2001 წელს მათი ინტერესები გადაიკვეთა კასპიის წყლისა  და ნავთობის რესურსებზე , რასაც შემდგომ  მოჰყვა ირანის მიერ რამდენიმე აზერბაიჯანული გემის დატყვევება, ამ პერიოდში კი საქართველო შუამავლის პოზიციას იკავებდა და როგორმე ცდილობდა, რომ პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა ამ შემთხვევებს, რადგან იგი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ- ერთი სახელმწიფოა  და, ნებსით თუ უნებლიეთ, უწევდა და უწევს ამ ხნის განმავლობაში ასეთ პოლიტიკურ ატმოსფეროსში არსებობა. [3]

ასევე, როცა ირან – აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ნოგორნო ყარაბაღის მეორე ომს. ამ ომმა, რომელიც მიმდინარეობდა 2020 წლის 29 სექტემბრიდან – 9 ნოემბრის ჩათვლით, მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას და კორექტირებას[4]. ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობდა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, არამედ ჩანდა რუსეთისა და ირანის ფარული თუ ღია მოტივებიც რეგიონში გარკვეული სარგებლის მოპოვების  მიზნით. კორონავირუსის კრიზის პერიოდში რეგიონში  წარმოქნილმა  უთანხმოებებმა, არსებულმა საბრძოლო სიტუაციამ დიდი გავლენა იქონია ოფიციალურ თბილისზე, განსაკუთრებით კი დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნებაზე თავის მეზობლებთან მიმართებით. ამავე პერიოდში, 2020 წლის 30 ოქტომბერს, გიორგი გახარია მოუწოდებდა მხარეებს შეთანხმებისაკენ, საერთო კონსოლიდაციისაკენ. ამას გარდა, საქართველოს უშიშროების ეროვნულმა სამსახურმაც 3 ოქტომბერს   გააკეთა განცხადება ოფიციალურ თბილისში კონსულტაციების გამართვაზე [5]. თუმცა ამ ომს მოჰყვა შემდეგი გართულებებიც.

2021 წელს ირან-აზერბაიჯანს შორის წამოიჭრა ახალი დაპირისპირება, რომელიც ამჯერად არა ირიბად, როგორც ეს, მაგალითად, ნოგორნო ყარაბაღის ომის შემთხვევაში იყო, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.ირანი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებული გამოვიდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგებით, ვერ ეგუებოდა ამ ხნის განმავლობაში რეგიონში საკუთარი პოზიციების დაკარგვას, ძალთა ბალანსის შეცვლასა რუსეთისა და თურქეთის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოიკრიბა მთელი ძალები  აზერბაიჯანის წინააღმდეგ და და 21 სექტემბერს გამოუცხადა ომი[6]. მიმდინარე მოვლენებზე კი საქართველოს ანალოგიური რეაქცია ჰქონდა და გამოირჩეოდა მაქსიმალური ნეიტრალურობით. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ეს ხანგრძლივი ისტორიული დაპირისპირებები იყო არა მარტო ირან – აზერბაიჯანის პრობლემა, არამედ საქართველოსიც, რადგან ეკონომიკურად, პოლიტიკურად და უსაფრთოების თვალსაზრისით დესტაბილიზირებული გარემო არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ისეთი ქვეყნის განვითრება, რომელიც საქართველოა. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ან ხანგრძლივი უთანხმოების დროს მოტანილ შედეგებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ნეგატიური თუ უარყოფითი სახისაა, ვერ აისხლეტს  იმავე რეგიონში მყოფი სახელმწიფო, საუბარია საქართველოზე.

2.საქართველოს გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების საფუძველზე

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს უამრავი გამოწვევა მოუტანა. უპირველეს ყოვლისა, მუდმივად არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა გარემომ რუსეთს, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველოს 20% უკანონოდ აქვს მიტაცებული, მისცა იმისი საშუალება, რომ შეეცვალა ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ და, რაც მთავარია, შეეწყო ხელი თურქეთისა და აზერბაიჯანის გაძლიერებისათვის  სამხრეთ კავკასიაში, რათა მომავალში ამ ქვეყნების საშულებით აღესრულებინა საკუთარი მანკიერი პოლიტიკური  მიზნები. ფაქტია, რომ რუსეთი საზრდოობს რეგიონში არსებული დაპირისპირებებით, ეს მისი მრავალხმრივ ნაცადი და ტრადიციული პოლიტიკაა, რომელსაც იგი საუკუნეებია არ ღალატობს.

ასევე, მოვლენების განვითარების დროს  გამოიკვეთა იმისი  საშიშროებაც, რომ რუსეთს გადაეწყვიტა ჩართულიყო მაგალითად კოლექტიური უსაფრთხოების დამყარებაში, ან  უშუალოდ  კონფლიქტში, რის შემდეგაც იგი მოითხოვდა თბილისიდან სახმელეთო – საჰაერო დერეფნის გახსნას, ბაქოსთვის  იარაღის მიწოდებას და მისი ჯარების აზერბაიჯანში გადაყვანას საქართველოს ტერიტორიების გავლით. ასეთ სცენარს შესაძლოა დამანგრეველი შედეგები  მოჰყოლოდა თბილისისათვის[7]. რეგიონში რუსული ძალების გაძლიერებამ რუსეთს მისცა იმისი შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა,  არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, 2020-2021 წლებში საუბარი წამოეჭრა  ერდოღანის მიერ 3+3 ფორმატის შესახებ 3 არდემოკრატიულ სახელმწიფოს – ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაერთიანებით, თითქოსდა რუსეთი სწუხდა რეგიონში მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ამ საკითხს რაციონალურად შევხედავთ, საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში ქვეყანას დააკარგვინებს კავშირებს ევროპასთან, რაც რუსეთს ასე ძალიან უნდა. ამიტომაც, საქართველოს ბოლო პერიოდში მართებს ყურადღება და სიფრთხილე, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რასაც საქართველოს დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ზალკანიანი ამბობს. აღნიშნულ ფორმატთთან დაკავშირებით 2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში აშშ- ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტრი საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა და საქართველოსთაან უსაფრთხოების პაქტი ექსი წლით გაახანგრძლივა, რაც ორიენტირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ.[8]

როცა რუსეთის არსებობაზე ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიაში, ეს მიგვითითითებს რეგიონში პოლიტიკურად არაჯანსაღ  გარემოსა და მშვიდობის მოპოვების მინიმალურ შესაძლებლობაზე. ცხადია, ასეთი მუდმივი დაძაბულობა, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს დესტაბილიზაციაზე. საქართველოს უამრავი საგარეო თუ საშინაო პრობლემა აქვს. ოპოზიციისა და  და ხელისუფლების  მუდმივი დაპირისპირება ხელს უწყობს ქვეყნის პოლარიზებას, ამავე დროს, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას კორონაკრიზისის გამკლავების საკითხში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირან -აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გაამწვავებს საქართველოს სოციალურ – პოლიტიკურ მდგომარეობას.

ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე  დიდ გავლენას მოახდენს კონფლიქტი. როგორც ვიცით, თბილისი სარგებლობს მჭიდრო სავაჭრო კავშირებით სომხეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან, რომლებიც არიან ქართული ტურიზმის სექტორის მთავარი კონტრიბუტორები 2008 წელს, აგვისტოს ომის დრო, როცა ოფიციალურმა მოსკოვმა გაორმაგა გაზის ფასი საქართველოს და 100 კუბური მეტრის  ბუნებრივი აირის მიწოდება 110 $ – დან 230 $ – მდე აიყვანა, ერთადერთი ეკონომიკური მშველელი საქართველოსათვის აღმოჩნდა ირანი, რომელმაც საქართველოს შედარებით ნაკლებ ფასებში  მიჰყიდა ბუნებრივი020 წლის იანვრიდან ივნისამდე აზერბაიჯანი იყო თბილისის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ექსპორტში. მიმდინარე კონფლიქტები კი, რა თქმა , უნდა შეამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს რეგიონში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მაგრამ  ზოგიერთი მკლევარი ამობობს, უსაფუძვლოა იმისი მტკიცება, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირისა და ნავთობსადენის ახალი მილსადენების პროექტირებამ შეიძლება შეაფერხოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია. სამხრეთ გაზის დერეფანი  და სამხრეთ კავკასიის გაზი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, შესაძლოა მომავალში მისი მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს რეგიონში, თუმცა არიან ის მკლევრებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გაფეტიშდეს საქართველოს, როგორც სატრანზტო ქვეყნის ღირებულება. როგორც ასეთი, ყველაფრის თავი და ბოლო მაინც რუსეთი გამოდის, მათ შორის, საქართველოს სატრანზიტო საკითხებში. სწორედ მოსკოვი იყო, რომელმაც 2011 წელს აიძულა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, გაეუქმებინა ჩრდილო სარკინიგზო ხაზი  და ამით თითქმის გადაეწყვიტა ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან.[9]

საქართველო არის დიდი ეთნიკური სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ირანელი უმცირესობების სამშობლო, რომლებიც მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ქართულ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში. ირან- აზერბაიჯანის ინტენსიურმა დაპირისპირებმა  შეიძლება გამოიწვიოს   ეთნიკური უმცირესობების რადიკალიზაცია და ცალკეული შეტაკებები, რაც კრემლისათვის ხელსაყრელი იქნება თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.  ამჯერად, კავკასიის ქაოსის შუაგულში ეთნიკური დაყოფა შეიძლება იყოს კიდევ ერთი  შესაძლებლობა საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის. კონფლიქტის შემდგომ გამწვავებას შეიძლება ჰქონდეს უამრავი ნეგატიური ეკონომიკური შედეგი და შესაძლოა კრიტიკული ზიანი მიეყენებინა ისეთი ინფრასტრუქტურებისა და სტრატეგიული პროექტებისათვის, როგორიცაა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა და სამხრეთ გაზის დერეფანი. კორონაკრიზისის  შუაგულში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უკვე იბრძვიან ეკონომიკურ გაჭირვებასთან, მაგრამ სამხედრო – ეკონომიკურ შეშფოთებას სულ ახალ დონეზე აყენებს.[10]

 

 

3.ირან -აზერბაიჯანის ურთიერთობების გავლენა დასავლეთზე

ევროპისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია სამხრეთ კავკასია, ის არის მთავარი გასაღები დასავლური ძალებისთვის, ჩამოაყალიბოს ურთიერთობები დასავლეთსა და შუააღმოსავლეთს შორის. განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისითაა მიმზიდველი აღნიშნული რეგიონი დასავლეთისათვის, იქიდან გამდინარე, რომ მდიდარია წყლის რესურსებით, ბუნებრივი აირითა და ნავთობით, რომელზედაც დავა მსოფლიოში ჯერ- ჯერობით არ წყდება. ამას გარდა, კი ერთ – ერთი ხელსაყრელი ტერიტორია რუსეთთან ბრძოლის თვალსაზრისით. ირან- აზერბაიჯანის წინააღმდეგობრივ ურთიერთობები, უპირველეს ყოვლისა, ასხმას რუსეთის წისქვილზე წყალს, რუსეთი კი ამით სულდგმულობს და რეგიონში  თითქოსდა წარმოგვიდგება მშვიდობის დამამყარებელ ფენომენად. დასავლეთისათვის ჯერ კიდევ საფრთხედ რჩება რუსეთის ექსპანსიონიზმი და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ისლამური რადიკალიზმი , რასაც თვით ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი ქადაგებს. კავკასია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზეწოლის წერტილი ორივე მიმართულებით. ირანული თეოკრატიის მუდმივი ძალისხმევა გააძლიეროს თავისი გავლენა სირიიდან იემენზე და მზარდი ანტიდასავლური ავტორიტარიზმი თურქეთში ერდორანის სახით, კიდევ უფრო აძლიერებს ამ როლის მნიშვნელობას.[11]

საინტერესოა, რომ სხვადასხვა პერიოდში განსაკუთრებით, აშშ-ის ადმინისიტრაცია განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს ატარებდა სამხრეთ კავკასიაში. 1990 წელს, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთმა განიზრახა რეგიონის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და მისი ყურადღება თავდაპირველად კასპიის ზღვის რესურსებმა მიიპყრო, რომლითაც დასავლეთს გაუჩნდა სურვილი სატრაზიტო დერეფნის შექმნაზე. ბუშის ადმინსტრაციის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიში წინააღმდეგობრივობით გამოირჩეოდა და ამავდროულად აქცენტს ენერგიის დივერსიფიცირებაზე აკეთებდა, თუმცა ობამას საგარეო პოლიტიკური კურსი ბუშისგან განსხვავებით უფრო თანმიმდრევრული იყო, მისი მთავარი მიზანს კი წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დასავლური ინტეგრაციისაკენ წახალისება,  მაგრამ  ამ პროცესის დაჩქარება რუსეთის ფაქტორის გამო ვერ ხდებოდა.[12]

2019 წლის 13-14 თებერვვალ ვარშავაში ჩატარებულ კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა  და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი დაადანაშაულა რეგიონში არასტაბილური და კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში, უფრო მეტიც, ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შთანხმებიდან გასვლისაკენ მოუწოდა. ვაშინგტონის ძირითადი ინტერესები შეუთავსებელია თეირანის სწრაფვას დომინირებდეს ყურის ნავთობზე, დაუპირისპირდეს თურქეთს, აზერბაიჯანს, მიიღოს წვდომა პაკისტანის ბომბზე და უზრუნველყოს ანტიდასავლური ტერორიზმის მხარდაჭერა, საუკეთესო ამერიკული პასუხიც კი შეიძლება იყოს შეკავების სტრატეგია, რომელიც, ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის მიმართ სწორედ ეს პოლიტიკა გამოიყენებოდა, რაც გულისხმობს მკაფიო  ნიშნების დადგენას სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკა დიდ როლს თამაშობს კასპიის ნავთობის გეოპოლიტიკურ ბრძოლაში. როგორც ბუნებრივი აირის მსხვილი ექსპორტიორები, ისინი გაზის ახალ მწარმოებელს განიხილავენ, როგორც საფრთხეს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისათვის. ისევე, როგორც ირანი, რუსეთიც შეშფოთებულია დასავლური კაპიტალის ინვესტიციების გაზრდით და რეგიონში  უცხოური ინვესტიციების გაფართოებით.[13]

რაც შეეხება აშშ-ის დღევადელ პრეზიდენტ ბაიდენს, იგი 1970 წლიდან მოყოლებული იცნობს რეგიონის პრობლემებს და კარგად ესმის თუ რა საფრთხის წინაშე იმყოფება იგი. ბაიდენის ადმინისტრაციის წინასწარი გაანგარიშებით სწორედ  ირანის დაპირისპირებას აზერბაიჯანთან შესაძლოა სომხეთს, რომელიც დღესაც არ აღიარებს აზერბაიჯანთან მარცხს,  გაუღვივდეს ნაციონალისტური იდეები, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს კიდევ ერთ ნოგორნო – ყარაბაღის ომს.

ტრამპისაგან განსხვავებით, ბაიდენი შესანიშნავად ხედავს რეგიონში შექმნილ რეალობას, რომლის ავტორები ირანი და აზერბაიჯანი არის. როგორც, ბაიდენი აცხადებს მნიშვნელოვანია შემცირდეს სამხრეთ კავკასიაში ირანული და თურქული ძალების დომინირება, უახლოეს მომავალში თუ ვითარება არ შეიცვლება და სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს მიაყენებენ ირანი და აზერბაიჯანი დიდ ზარალს, მაშინ აშშ იძულებული იქნება, როგორც გამანეიტრალებელი ძალა, ჩაერთოს ამ ომში.

რაც შეეხება, ევროპას, ამჟამად, განსაკუთრებულია გერმანიის ჩართულობა, თუმცა იქ გარკვეულია შიდა – საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს, ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის, მოდის მრავალპარტიული მმართველი ძალა, „Ampel-Regierung“, და საინტერესოა თუ როგორ პოლიტიკას აირჩევენ ისინი სამხრეთ კავკასიაში ამ ორი ისლამური ძალების მიმართ

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ირანაზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც  პერმანენტულად იცვლება, მნიშვნელოვანწილად შეცვლის ძალთა თანაფარდობას რეგიონში და წინა პლანზე წამოწევს დიდი სახელმწიფოების ინტერესებს, რითაც, საბოლოო ჯამში, გაჩნდება  ახალი საფრთხეები და გამოწვევები. განსაკუთრებით სახიფათოა რუსული და ისლამური ძალების გაძლიერება, რომლებიც  ასევე დამატებით ხიფათს ქმნიან  საქართველოსა და მთელი დასავლური ძალებისათვის.

როგორც დავინახეთ, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულმა ურთიერთობებმა საქართველოზე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკური გამოწვევები შექმნა იმ ფონზე, როცა საქართველოს შიდა პრობლემებიც აქვს. შეუძლებელია აღნიშნული საკითხი აშშ-სა და ევროპის ყურადღების გარეშე დარჩეს, რადგან თუ ისლამური და რუსული ძალები გაძლიერდება რეგიონში, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შავი ზღვის აკვატორიასა და უფრო ზოგადად  რომ ვთქვათ, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში დაისადგურებს არადემოკრატიული ძალები. თუმცა ასე ცალსახადაც შეუძლებელია შეფასდეს აღნიშნული საკითხი და მხოლოდ  ამ ურთიერთობების ნეგატიურ მხარეებზე აქცენტირება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ დამატებითი საფრთხეები იქნება რეგიონში და რეალურად არ ჩანს სარგებელი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით საქართველოსათვის.

 

ავტორი: ია გოლიაძე


გამოყენებული ლიტერატურა

 

Anjaparidze Zaal. The Second Karabakh War and Georgia’s Threatened Transit Role. ( Publication:  Eurasia Daily Monitor  Volume: 18 Issue: 26, February 16, 2021. )

Batiashvili Zurab.  Why Did Iran – Azerbaijan Relations Become  Strained ?(  Georgia Tofay, October 14, 2021 )

Bowen, S. A. 2021.  Azerbaijan and Armenia : The Nagorno – Karabakh Conflict. Congressional Research Service. Pp: 12 – 15

Cornell S, Starr S. & Tsereteli M . A Western Strategy for the South Caucasus. ( Central Asia – Caucasus Institute Silk Road  Studies Program, February 2015 ) pp 34 – 45

De Waal Thomas. In the South Caucasus, Can New Trade  Routes Help Overcome a History of Conflict ? (  Carnegie Europe , November 08, 2021)

Frantz Duglas .  Abulfaz Elchibey, Who Led Free Azerbaijan, Dies at 62. (THE NEW YOURK TIMES, August 23, 2000 ) Accessed 13 . 11. 2021.

https://carnegieeurope.eu/2021/11/08/in-south-caucasus-can-new-trade-routes-help-overcome-history-of-conflict-pub-85729?fbclid=IwAR0GwgxtUDOLAxaNR91euPdN2liyzN4O2_sZ-hn-wMB61G6_kAuRsu-yeWE

Kaleji , Vali . Iran and the 3 + 3 Regional Cooperation Format in the  South Caucasus : Strenghts and Weakness. Publication : Eurasia Daily  Monitor Volume : 18 Issue : 96 , June 16, 2021 )

Kucera Joshua . Will Biden take on neglected Caucasus and Central Asia ? ( eurasianet, January 13, 2021 )

Lebanidze Bidzina. A region Lost ? In the South Caucasus : The West is out , Turkey is in and Russia is strongher ever . ( Georgian Political Institute , November 25, 2020) pp: 25

Mamedov Eldar . A new cold war? ( eurasianet : Iran < Azerbaijan, Caucasus , November 19, 2021 ) . Accessed 17. 11. 2021

Mammadli, Rovshan. Analysis | What is behind the growing Iran – Azwerbaijan tension ? ( OC. Media, 11 september, 2021 )

Ramani  Samuel. Iran – Azerbaijan  Crisis Points out to Shifting  Regional Currents ( RUSI, 27 October, 2021 )

Souleimanov, A & Kraus , J. 2017 . Iran’s Azerbaijan  Question in Evolution. Identity, Society and Regional Security. Central Asia, Caucasus Institute. Pp: 25 -28

https://carnegieeurope.eu/2021/11/08/in-south-caucasus-can-new-trade-routes-help-overcome-history-of-conflict-pub-85729?fbclid=IwAR0GwgxtUDOLAxaNR91euPdN2liyzN4O2_sZ-hn-wMB61G6_kAuRsu-yeWE

https://eurasianet.org/perspectives-iran-azerbaijan-a-new-cold-war?fbclid=IwAR35DAU8ejMn84pHc0-KMAW5cdKK65hYfwIaVKeYumdkAdcqSGpr1e2B7Ww

https://eurasianet.org/will-biden-take-on-neglected-caucasus-and-central-asia?fbclid=IwAR0CET5_72Ofn5GhB5TkT4Ny6EOeoz_v4tlRI71_0rajwlDjSzR65_ijr0E

https://georgiatoday.ge/why-did-iran-azerbaijan-relations-become-strained/?fbclid=IwAR0sF1vupRjxZ3GnX-LyL0cGyiX1c9tpxuQpG0U9rWR85uYI_efBO-UAHEc

https://jamestown.org/program/iran-and-the-33-regional-cooperation-format-in-the-south-caucasus-strengths-and-weaknesses/?fbclid=IwAR35DAU8ejMn84pHc0-KMAW5cdKK65hYfwIaVKeYumdkAdcqSGpr1e2B7Ww

https://jamestown.org/program/the-second-karabakh-war-and-georgias-threatened-transit-role/?fbclid=IwAR19CGVypGnR1z_lZYkuXGwF_6bE4lUfe0zgAsD-a_rWRnRRG7EughGjnbk

https://oc-media.org/features/analysis-what-is-behind-the-growing-iran-azerbaijan-tension/?fbclid=IwAR3cRJlw44ziHTF1c5CMdqq6F8pbriFq0G_yP7mbEnRkeC7k694seuXcoJ0

https://rusi.org/explore-our-research/publications/commentary/iran-azerbaijan-crisis-points-shifting-regional-currents

https://www.nytimes.com/2000/08/23/world/abulfaz-elchibey-who-led-free-azerbaijan-dies-at-   62.html?fbclid=IwAR1mpE_3RzXhraWK8-J-9lguTJyG5pQyZNIygW_kcaWwVVsvTnND9H6gid0


[1] Mamedov Eldar . A new cold war? ( eurasianet : Iran < Azerbaijan, Caucasus , November 19, 2021 ) . Accessed 17. 11. 2021

[2] Frantz Duglas .  Abulfaz Elchibey, Who Led Free Azerbaijan, Dies at 62. (THE NEW YOURK TIMES, August 23, 2000 ) Accessed 13 . 11. 2021.

[3] Souleimanov, A & Kraus , J. 2017 . Iran’s Azerbaijan  Question in Evolution. Identity, Society and Regional Security. Central Asia, Caucasus Institute. Pp: 25 -28

[4] Bowen, S. A. 2021.  Azerbaijan and Armenia : The Nagorno – Karabakh Conflict. Congressional Research Service. Pp: 12 – 15

[5] Anjaparidze Zaal. The Second Karabakh War and Georgia’s Threatened Transit Role. ( Publication:  Eurasia Daily Monitor  Volume: 18 Issue: 26, February 16, 2021. )

[6] Mammadli, Rovshan . Analysis | What is behind the growing Iran – Azwerbaijan tension ? ( OC. Media , 11 september, 2021 )

[7] Ramani  Samuel . Iran – Azerbaijan  Crisis Points out to Shifting  Regional Currents ( RUSI, 27 October , 2021 )

[8] Kaleji , Vali . Iran and the 3 + 3 Regional Cooperation Format in the  South Caucasus : Strenghts and Weakness. Publication : Eurasia Daily  Monitor Volume : 18 Issue : 96 , June 16, 2021 )

[9] De Waal Thomas. In the South Caucasus, Can New Trade  Routes Help Overcome a History of Conflict ? (  Carnegie Europe , November 08, 2021)

[10] Batiashvili Zurab.  Why Did Iran – Azerbaijan Relations Become  Strained ?(  Georgia Tofay, October 14, 2021 )

[11] Cornell S, Starr S. & Tsereteli M . A Western Strategy for the South Caucasus. ( Central Asia – Caucasus Institute Silk Road  Studies Program, February 2015 ) pp 34 – 45

[12] Lebanidze Bidzina. A region Lost ? In the South Caucasus : The West is out , Turkey is in and Russia is strongher ever . ( Georgian Political Institute , November 25, 2020) pp: 25

[13] Kucera Joshua . Will Biden take on neglected Caucasus and Central Asia ? ( eurasianet, January 13, 2021 )