E ISSN 2587-5396

ნატო და INF ხელშეკრულება

26/04/2021 By yatage

ნატო და INF ხელშეკრულება

 შესავალი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, როგორც მშვიდობისა და თავისუფლების გარანტი, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. შესაბამისად საინტერესოა როგორ  არეგულირებს და რა ტიპის შეთანხმებებს  აწარმოებს ორგანიზაცია შუალედური დიაპაზონის ბირთვულ ძალებთან და, ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს მათ არსებობს ნატოს უსაფრთხოების სფეროში. საყურადღებოა ბოლო პერიოდში ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვებიც და ამ  სცენარის მთავრი ფიგურანტიც რუსეთის სახით. ასევე საინტერესოა ნატოს ბალისტიკური თავდაცვის სისტემის ფუნქციონირების მექანიზმები და მათი როლი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თავად INF-ის ხელშეკრულების წარმოშობა და მისი როლის განხილვაა, რომელმაც რეალურად დაარეგულირა ცივი ომის პერიოდში ორ ყველაზე დაპირისპირებულ ბანაკს შორის ურთიერთობა, თუმცა საყურადღებოა რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდა ხელშეკრულებით მიღწეული უსაფრთხოება და რა შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს რუსეთის დაუმორჩილებლობის პირობებში, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით საინტერესოა ასევე ნატოსა და მოკავშირე სახელმწიფოების პოზიცია და ნატოს ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვა, რომელიც ასევე ორგანიზაციის მნიშვნელოვან მიღწევას და სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ნაშრომში ასევე განხილული იქნება ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასებები არსებული სიტუაციის უკეთ ანალიზის მიზნით.[1]

1. INF ხელშეკრულება წარმოშობა და მიზანი

INF-ის, იგივე შუალედური რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება, წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში, მას პირველად ხელი მოაწერეს 1987 წლის 8 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა და ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, ხოლო ოფიციალურად ძალაში შევიდა 1988 წლის 1 ივნისს.

ხელშეკრულების მიზანი იყო ორივე ქვეყანას აღმოეფხვრა თავიანთი სახმელეთო, ბალისტიკური თუ საკრუიზო რაკეტები და ამგვარად ნაწილობრივ განემუხტათ ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ცივი ომის პერიოდში არსებობდა და რომელიც არა ერთხელ მივიდა მსოფლიო ომის ზღვარზე. ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 1991 წლის 1 ივნისი. რეალურად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა იარაღის მთელი კატეგორიის პირველი აღმოფხვრა, რომელსაც ბირთვული ქობინი შეეძლო და ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებდა. ცნობილია, რომ დადგენილ ვადებში ორივე სახელმწიფომ გაანადგურა დაახლოებით 2692 მოკლე და საშუალო დიაპაზონის რაკეტა.[2]

2. INF ხელშეკრულება და შესაძლო საფრთხეები

მიუხედავად ხელშეკრულებით მიღწეული მთელი რიგი წარმატებებისა,  ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ მისი დარღვევით გამოწვეულ მძიმე შედეგებს, რომელებიც საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი მიზნების აღსრულების პროცესში, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ასევე რიგი სახელმწიფოების მიმართ. უფრო კონკრეტულად ხელშეკრულების დამრღვევ და საფრთხის შემცველ ძალად გვევლინება რუსეთი, რომელმაც ბოლო წლებში შექმნა, აწარმოა, გამოსცადა და განალაგა ახალი ტიპის შუალედური რაკეტა, რომელიც ცნობილია SSC-8-ის სახელწოდებით. აღნიშნული ტიპის რაკეტა საკმაოდ მობილურია, შესაბამისად მისი დამალვაც საკმაოდ მარტივია, მაგრამ ამასთან მას შეუძლია მიაღწიოს ევროპის დედაქალაქებს და ბირთვული კონფლიქტის ზღურბლი გააღვივოს.[3]

2018 წლის ივლისში, ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მრავალი წლის განმავლობაში უარყოფისა და დაბნეულობის შემდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა მხრიდან არა ერთხელ წამოჭრილა მათი შეშფოთება, რუსეთის ფედერაციამ ყოველგვარი გამჭირვალობისა და განმარტების გარეშე დაადასტურა გასაიდუმლოებული სარაკეტო სისტემის არსებობა, შესაბამისად ნატოს მოკავშირეებს გაუჩნდათ ლოგიკური ეჭვები, რომ რუსეთის მხრიდან სანდო პასუხების არარსებობა მიანიშნებდა შუალედური რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევაზე, რომელმაც რეალურად გასული საუკუნის 80-იან წლებში იხსნა  ევროპის უსაფრთხოების სისტემა იმ საფრთხისგან, რომელსაც ბირთვული იარაღის მთელი კატეგორია წარმოადგენდა.[4]

ზემოთ აღნიშნული საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდის ნიადაგზე, 2018 წლის დეკემბერში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს შეერთებული შტატების დასკვნას, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მხრიდან INF-ის ხელშეკრულებისა და შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე. დასკვნაში ასევე ხაზგასმული იყო მოწოდება, რომ რუსეთი სასწრაფოდ უნდა დაბრუნებოდა ხელშეკრულებას სრული და გადამოწმებადი შესაბამისობით. რაც შეეხება მოკავშირეების დამოკიდებულებას, ისინი ღიად დარჩნენ დიალოგისთვის და ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააჟღერეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე 2019 წლის 25 იანვარს, თუმცა მიუხედავად რუსეთის გამოტეხვის არაერთი მცდელობისა, იგი მაინც განაგრძობდა ხელშეკრულების დარღვევის უარყოფას და თავს არიდებდა დასმულ კითხვებზე სანდო პასუხების გაცემას, ამასთან არც წევრი სახელმწიფოების მოწოდებას ეხმაურებოდა და ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების შესაბამისობის აღდგენასთან დაკავშირებითაც არ გამოხატავდა რაიმე კონკრეტულ პოზიციას.[5]

რუსეთის მუდმივი შეუსაბამობის შედეგად, 2019 წლის 1 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა გადაწყვეტილება INF-ის ხელშეკრულების XV მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს გულისხმობდა, რომ აშშ-ს შეეძლო აღნიშნული თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში შეეწყვიტა ხელშეკრულების ფუნქციონირება, თუ რუსეთი არ დაბრუნდებოდა შესაბამისობაში.[6]

ამასთან დაკავშირებით მოკავშირეებს ცალსახად გამოხატული პოზიცია ჰქონდათ, რომ  რუსეთი არ შეასრულებდა INF-ის ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს და რეალურად მას მხოლოდ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ხელშეკრულების დასრულებისთვის, თუმცა ამასთან მათ განაცხადეს, რომ ნატოს მზადყოფნა მუდმივად იქნება რუსული შუალედური რაკეტების უსაფრთხოების შედეგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ზომების მიღება, რათა ამ გზით ორგანიზაციამ უზრუნველყოს ალიანსის საერთო შეკავება, თავდაცვის პოტენციალი და ეფექტურობა.[7]

საინტერესოა, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული  განცხადება 2019 წლის 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც მან გაიხსენა  2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც პრეზიდენტმა პუტინმა პირველად გამოთქვა სურვილი, რომ დაეტოვებინა INF-ის ხელშეკრულება. ამასთან სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე სცემს პატივს, ვერ დაგვიცავს უსაფრთხოდ.[8]

3. ნატოს პოზიცია და სცენარის სამომავლო განვითარება

მიუხედავად რუსეთის მკვეთრად გამოხატული უარყოფისა, ალიანსმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთი წაეხალისებინა და იგი კვლავ დაბრუნებოდა შესაბამისობას, 2019 წლის 2 აგვისტომდე, რათა მოკავშირეებს შეენარჩუნებინათ INF-ის ხელშეკრულება. 2019 წლის 26 ივნისს, ნატოს თავდაცვის მინისტრებმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაბრუნებოდა სრულ და დამოწმებულ შესაბამისობას. მათ ასევე განიხილეს ნატოს შესაძლო ზომები, როგორიცაა- წვრთნები, დაზვერვა, სათვალთვალო დაზვერვა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა და სხვა შესაძლებლობები. ამასთან შეთანხმდენენ, რომ  ნატო გააგრძელებს უსაფრთხო და ეფექტურ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორებს. ამავე დროს, თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ნატოს არ სურს ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსება, რადგან მას არ უნდა შეიარაღების ახალი შეჯიბრი. რაც შეეხება მოვლენების შემდეგ განვითარებას, 2019 წლის 2 აგვისტოდან ძალაში შევიდა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება შუალედური რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. პარალელურად მოკავშირეებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელიც სრულად უჭერს მხარს აშშ-ს გადაწყვეტილებას და ხელშეკრულების დაღუპვისთვის ერთადერთ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. განცხადებაში ასევე ნათლად ჩანს, რომ ნატო გაზომილი და ადეკვატური პასუხისმგებლობით უპასუხებს რუსეთის SSC-8 სისტემის მიერ წარმოქმნილ რისკებს, ეს იქნება ,,ზომების დაბალანსებული, კოორდინირებული და თავდაცვითი პაკეტი“, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ შეკავებასა და დაცვას.[9]

საფრთხე საკმაოდ დიდია, რადგან რუსეთის მიერ INF-ის ხელშეკრულების დარღვევა ანგრევს იარაღის ეფექტური კონტროლის საფუძვლებს და ძირს უთხრის მოკავშირეთა უსაფრთხოებას, რეალურად კი ეს არის რუსეთის ქცევის უფრო ფართო მიზნის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საერთო არქიტექტურის შესუსტება, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი მოკავშირეები მზად არიან შეინარჩუნონ სტრატეგიული სტაბილურობა და ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მათ ასევე მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი მტკიცე ვალდებულება იარაღის ეფექტური საერთაშორისო კონტროლის საკითხებში, განიარაღების და გაუვრცელებლობის არეალის შენარჩუნებაში, ამასთან მოკავშირეების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი მიზანია რუსეთთან  კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვა, ასევე მათი განცხადებით, ისინი ღიად რჩებიან რუსეთთან დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში. ნატო კი, როგორც ხელშეკრულების მთავარი მოკავშირე აქტიურად გააგრძელებს ალიანსის თავშეკავებისა და თავდაცვის პოზიციის სანდოობისა და ეფექტურობის შენარჩუნებას, ერთადერთი პასუხისმგებლობა კი არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად კვლავ რუსეთს ეკისრება, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს INF-ის ხელშეკრულება და დაუბრუნდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. [10]

4. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასებები

  ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ისტორიული შეთანხმების დაშლამ შეიძლება გამოიწვიოს იარაღის ახალი შეჯიბრი აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის.

 

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო- ,,ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების სრული მხარდაჭერით, შეერთებულმა შტატებმა დაადგინა, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არსებითად არღვევს, ეს კი იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შეჩერებას.“
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ INF ხელშეკრულება ,,ოფიციალურად მკვდარია“ სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
  • ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი- ტრანსატლანტიკური ალიანსი პასუხისმგებლობას იღებს დაიცავს მოკავშირეთა უსაფრთხოება რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან, თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ნატოს არ სურს შეიარაღების ახალი შეჯიბრი და ალიანსი არ აპირებს ევროპაში საკუთარი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განლაგებას.
  • გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ხელშეკრულების დარღვევით ,,ბირთვული ომის სერიოზული მუხრუჭი იკარგება და ეს სავარაუდოდ გაზრდის და არ შეამცირებს ბალისტიკური რაკეტებით გამოწვეულ საფრთხეს.“ მან ასევე მოუწოდა ყველა მხარეს მოიძიონ შეთანხმება იარაღის კონტროლის ახალ გზაზე.
  • AFP სააგენტოს რუსეთის სამხედრო ანალიტიკოსი, პაველ ფელგენჰაუერი- ,,ახლა, როდესაც ხელშეკრულება დასრულდა, ჩვენ ვხედავთ ახალი შეიარაღების შემუშავებისა და განთავსების საჭიროებას“, აქვე მან დასძინა, რომ ამისთვის რუსეთი უკვე მზად არის“.
  • იენს სტოლტენბერგი- ,,INF ხელშეკრულება ათწლეულების განმავლობაში ქვაკუთხედია იარაღის კონტროლში და ახლა ჩვენ ვხედავთ ხელშეკრულების დანგრევას.“[11]

 

5. ნატოს ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვა (BMD)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ნატოს ბალისტიკური რაკეტები და მისი თავდაცვითი სისტემა, ასევე ამ სისტემის კავშირი ზემოთ განხილულ INF-ის ხელშეკრულებასთან. პირველ რიგში ბალისტიკური რაკეტების განხილვით დავიწყებთ, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან მოკავშირეთა მოსახლეობას, ტერიტორიას და მათზე განლაგებულ ძალებს. თუმცა მიუხედავად ამისა, დაახლოებით 30-ზე მეტ ქვეყანას აქვს ან იძენს ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც არა მხოლოდ ჩვეულებრივი ქობინი, არამედ მასობრივი განადგურების იარაღი, თუმცა ამ შესაძლებლობის გავრცელება სულაც არ ნიშნავს ნატოს თავდასხმის დაუყოვნებლივი განზრახვის შესაძლებლობას, არამედ ეს ნიშნავს, რომ ალიანსს ეკისრება პასუხისმგებლობა გაითვალისწინოს სარაკეტო თავდაცვა, როგორც მისი მოსახლეობის დასაცავად  გამიზნული მისია. 2010 წლის დასაწყისში ნატომ შეიძინა სარაკეტო თავდაცვის პირველი ეტაპი, რომელიც ალიანსის ძალებს ბალისტიკური რაკეტის საფრთხეებისგან იცავს. 2010 წლის ნომებერში კი ლისაბონის სამიტზე, ნატოს ლიდერებმა შეიმუშავეს ბალისტიკური რაკეტის თავდაცვის სისტემა (BMD), რომლის ძირითადი ამოცანაცაა კოლექტიური თავდაცვა.[12]

მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში  თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს ნატოს ბალისტიკური  სარაკეტო თავდაცვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც მოცემულია ძირითადი მოქმედებები და NAC-ის გადაწყვეტილებები, რომელბიც საჭიროა ნაციონალური სარაკეტო თავდაცვისუნარიანობის განხორციელებისთვის შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. სტარატეგიულ კონცეფციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ,,ბირთვული იარაღისა და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გავრცელება, ასევე მათი მიწოდების საშუალებები გლობალური სტაბილურობისა და კეთილდრეობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კი პროლიფერაცია ყველაზე მწვავე იქნება მსოფლიოს ზოგიერთ არამდგრად რეგიონში. ამიტომ ნატო განავითარებს შესაძლებლობას, დაიცვას მოკავშირეთა მოსახლეობა და ტერიტორიები  ბალისტიკური რაკეტის თავდასხმისგან , როგორც კოლექტიური თავდაცვის ძირითადი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს ალიანსის განუყოფელ უსაფრთხოებას, ამისთვის კი აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა ნატოს სარაკეტო თავდაცვის სფეროში  რუსეთთან და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც თავდაცვითი შესაძლებლობა, BMD იქნება უფრო ფართო რეაგირების ელემენტი, ბალისტიკური რაკეტების გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებზე. [13]

დასკვნა

რაც შეეხება INF-ის ხელშეკრულების კავშირს ბალისტიკურ სარაკეტო სისტემასთან, ხელშეკრულებაში საკამოდ ხაზგასმითაა აკრძალული ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გამოყენება, ასევე ხელშეკრულების თანახმად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს არ შეუძლიათ აწარმოონ ან ტესტირება მოახდინონ ხმელეთიდან გაშვებული საკრუიზო რაკეტით, ამასთან მათ არ აქვთ უფლება ფლობდნენ ან აწარმოებდნენ სხვა მსგავსი ტიპის რაკეტებს, თუმცა პრობლემა, რომლიც ზემოთ უკვე განვიხილეთ საკმაოდ მწვავედ დგას ნატოს და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ფაქტი, რომ რუსეთი ფლობს გასაიდუმლოებულ სარაკეტო სისტემას არის არა მხოლოდ ხელშეკრულების მძიმე დარღვევა, არამედ საკამოდ საფრთხის შემცველი მოვლენა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ ნატოს პოზიციებს, ღია დისკუსიის მზაობას და მის მიერ შექმნილ საკმაოდ მძლავრ და ეფექტურ ბალისტიკურ სარაკეტო თავდაცვას (BMD), რომელიც ორგანიზაციის მნიშვნელოვანი და საკმაოდ წარმატებული მიღწევაა და ამასთან იგი გარკვეულ პასუხისმგებლობას უკვე ფლობს INF-ის ხელშეკრულების დარღვევის სამომავალო სცენარის განვითარებასთან დაკავშირებით.[14]

 

ავტორი: მარიამ მეცხოვრიშვილი


გამოყენებული ლიტერატურა

  1. Kühn,U; Peczeli,A (2017). Russia, NATO, And the INF Treaty. Strategic Studies Quaretly, Vol. 11. No.1 pp. 66-99, Air University Press, USA. Stable url: Russia, NATO, and the INF Treaty (jstor.org)
  2. Aug.2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: NATO and the INF Treaty
  3. Kimball,D (2019). The Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty at a Glance. The Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty at a Glance | Arms Control Association
  4. Gross,M(March 24, 2021). The Future of the INF Treaty. The Future of the INF Treaty – Harvard Political Review (harvardpolitics.com)
  5. Russia and the US nuke 32- year-old INF treaty. Russia and the US nuke 32-year-old INF treaty | News | DW | 02.08.2019
  6. Cameron,J (August 3, 2019). The U.S. officially withdrew from the INF Treat. Here’s what you need to know. What is the INF Treaty? – The Washington Post
  7. Miller,ch(August 2, 2019). The INF Treaty Is Dead, and Russia Is the Biggest Loser. The INF Treaty Is Dead, and Russia Is the Biggest Loser – Foreign Policy
  8. Aug.2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: NATO and the INF Treaty
  9. Murray,L (August 1, 2019).What the INF Treaty’s Collapse Means for Nuclear Proliferation. What the INF Treaty’s Collapse Means for Nuclear Proliferation | Council on Foreign Relations (cfr.org)
  10. Last updated: 31 2019. Issued by the NATO Foreign ministers, Brussels, 4 december 2018 NATO – Official text: Statement on the Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty, 04-Dec.-2018
  11. INF nuclear treaty: US pulls out of COLD WAR-era pact with Russia (2 August, 2019) INF nuclear treaty: US pulls out of Cold War-era pact with Russia – BBC News
  12. Last updated: 09 oct, 2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: Ballistic missile defence
  13. Missle defence. By NATO Review Magazine. Missile defence NATO | NATO Missile defense
  14. NATO Ballistic Missile Defense (BMD): Myth vs. Fact. NATO Ballistic Missile Defense (BMD): Myth vs. Fact | U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization

 

დამატებითი ლიტერატურა

  1. By: Reuters Staff (July 3, 2020). Russia says Bolton’s account of INF treaty talks distorted. Russia says Bolton’s account of INF treaty talks distorted | Reuters
  2. Congressional Research Service (jan 2, 2020). S. Withdrawal from the INF Treaty: What’s Next? U.S. Withdrawal from the INF Treaty: What’s Next? (fas.org)
  3. Pax Sinica.(2.12.2019). What the end of the INF Treaty Means for China. What the End of the INF Treaty Means for China – Carnegie Moscow Center – Carnegie Endowment for International Peace
  4. S Development of intermediate-Range Missiles after its Withdrawal from the INF Treaty(30 Aug, 2019) U.S. Development of Intermediate-Range Missiles after Its Withdrawal from the INF Treaty (pism.pl)
  5. Speeches by the official representative (2 aug, 2019). Foreign Ministry statement on the withdrawal of the united states from the INF treaty and its termination. Foreign Ministry statement on the withdrawal of the United States from the INF Treaty and its termination – Official statements – The Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation (mid.ru)

 

 

[1] Kühn,u; Peczeli,a (2017). Russia, NATO, And the INF Treaty. Strategic Studies Quaretly, Vol. 11. No.1 pp. 66-99, Air University Press, USA. Stable url: Russia, NATO, and the INF Treaty (jstor.org)

[2] 02.Aug.2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: NATO and the INF Treaty

[3] Kimball,D (2019). The Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty at a Glance. The Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty at a Glance | Arms Control Association

[4] Gross,M (March 24, 2021). The Future of th INF Treaty. The Future of the INF Treaty – Harvard Political Review (harvardpolitics.com)

[5] Russia and the US nuke 32- year-old INF treaty. Russia and the US nuke 32-year-old INF treaty | News | DW | 02.08.2019

[6] Cameron,J (August 3, 2019). The U.S. officially withdrew from the INF Treat. Here’s what you need to know. What is the INF Treaty? – The Washington Post

[7] Miller,ch(August 2, 2019). The INF Treaty Is Dead, and Russia Is the Biggest Loser. The INF Treaty Is Dead, and Russia Is the Biggest Loser – Foreign Policy

[8] 02.Aug.2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: NATO and the INF Treaty

[9] Murray,L (August 1, 2019).What the INF Treaty’s Collapse Means for Nuclear Proliferation. What the INF Treaty’s Collapse Means for Nuclear Proliferation | Council on Foreign Relations (cfr.org)

[10] Last updated: 31 jan. 2019. Issued by the NATO Foreign ministers, Brussels, 4 december 2018 NATO – Official text: Statement on the Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty, 04-Dec.-2018

[11] INF nuclear treaty: US pulls out of COLD WAR-era pact with Russia (2 August, 2019) INF nuclear treaty: US pulls out of Cold War-era pact with Russia – BBC News

[12] Last updated: 09 oct, 2019. By North Atlantic Treaty Organization. NATO – Topic: Ballistic missile defence

[13] Missle defence. By NATO Review Magazine. Missile defence NATO | NATO Missile defense

[14] NATO Ballistic Missile Defense (BMD): Myth vs. Fact. NATO Ballistic Missile Defense (BMD): Myth vs. Fact | U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization