E ISSN 2587-5396

ნატოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

13/04/2021 By yatage

ნატოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

შესავალი

ეკონომიკური კეთილდღეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ქვეყნის განვითარებისთვის.  სტატიაში საუბარი იქნება, თუ როგორ  უწყობს ხელს ნატოში გაწევრიანება ინვესტიციების მოზიდვას ხელს, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას და არგუმენტებით   მოყვანილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები თუ როგორი იყო მათი ეკონომიკური მდგომარეობა ნატოში ინტეგრაციამდე  და რამდენად გაიზარდა მათი ეკონომიკა, ინტეგრაციის შემდეგ.

სტატიაში  წარმოდგენილი იქნება  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც. სტატიაში  გაანალიზებულია რომ ნატოში ინტეგრაცია არა მარტო უსაფრთხოების მიმართულებით აჩენს საქართველოსთვის უდიდეს პერსპექტივებს, არამედ ეკონომიკური კუთხითაც.

და პირიქითაც – თუ საქართველოში იქნება სტაბილური და უსაფრთხო გარემო, მაშინ   ნატოში ინტეგრაცია შეიძლება გახდეს ეკონომიკური  კეთილდღეობის  შექმნის საფუძველი. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის უნარზე, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ წარმოადგენს ნატოს ძირითად ამოცანას, მაგრამ მისი განცხადებული მიზანი – კოლექტიური თავდაცვა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. ეკონომიკური განვითარება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცენტრალური ასპექტია, რადგან საკმარისი ეკონომიკური საშუალებების გარეშე სახელმწიფო ვერ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ასპარეზზე. ეკონომიკური შესაძლებლობები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უნარს ჰყავდეს ძლიერი, მდგრადი სამხედრო ძალა, რომელიც შეძლებს აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვის უფლების გამოყენებას და რიგ შემთხვევებში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

  1. ეკონომიკა და ნატო

ნატოსთან დაახლოების და საბოლოოდ მასში გაწევრიანების პროცესი, უსაფრთხოების გარანტიების გარდა, ხელს უწყობს და აუმჯობესებს ეკონომიკის ინსტიტუციურ ჩარჩოს, კანონის უზენაესობას, მმართველობის ეფექტურ სისტემებს, კორპორატიულ უსაფრთხოებას, გაურკვევლობის და გარე ეფექტების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურობას, ამცირებს პოლიტიკურ რისკს, ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ვაჭრობას. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია და საბაზრო პრინციპებზე გადაყვანა ამცირებს სოციალურ ზეწოლას, უზრუნველყოფს კეთილდღეობის ამაღლებას და სიმდიდრის დაგროვებას  შედეგად, საზოგადოება ხდება მეტად დაცული და ნაკლებად მოწყვლადი სხვადასხვა სახის გარე და შიდა შოკების მიმართ.

ეკონომიკური კეთილდღეობა ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რათა განვითარდეს ქვეყანა და ამიტომ არის საჭირო უსაფრთხოება, რადგან უსაფრთხო ქვეყანა ნიშნავს ინვესტორისთვის ქვეყანას, სადაც არ იკარგება მის მიერ ჩადებული ფინანსები და კაპიტალი. ზუსტად ამას უწყობს ხელს ნატო, ამის ნათელი მაგალითი შეიძლება იყოს ესტონეთი, რომელმაც ნატოში გაწევრიანების შემდეგ სამჯერ და მეტი ინვესტორი მოიზიდა.

საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია არა მხოლოდ თავდაცვის არამედ ეკონომიკური კუთხითაც უჩენს დიდ პერსპექტივებს. საქართვლოს ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს წინაპირობები არამარტო ხელს უწყობს შიდა ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ ზრდის ქვეყნის ინვესტორთა და უცხოელი პარტნიორების ნდობას, ასევე ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობა და კეთილდღეობა არ არის ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ძირითადი საზრუნავი, მისი პირდაპირი ფუნქცია – უსაფრთხოების უზრუნველყოფა – მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

აქედან გამომდინარე  ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს ადგილობრივი, იზოლირებული ეკონომიკიდან ბევრად უფრო ღია ეკონომიკაზე გადასვლის პოტენციალი.

  1. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება

2004 წელს ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ეკონომიკური საქმიანობა ესტონეთსა და ლიეტუაში, ორივე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2005 წლისთვის ესტონეთში მშპ 6.5% -დან 9.5% -მდე გაიზარდა, ხოლო ლიეტუაში  6,1% -იდან 7,5% -მდე. [1]

გრაფიკის 1-მშპ[2][3]

აგრეთვე 2004 წელის შემდეგ ესტონეთისა და ლიეტუაში საგრძნობლად  მოიმატა ინვესტორთა რაოდენობამ, რაც სწორედ  ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება.  ეკონომიკა და უსაფრთხოება გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთს შორის. თუ ვერ შევქმნით უსაფრთხოებას არ გვექნება კარგი ეკონომიკურ მდგომარეობა და თუ არ გვექნება კარგი ეკონომიკა, ვერ შევქმნით უსაფრთხო გარემოს, ზუსტად ამიტომ თავდაპირველად უნდა მოვიპოვოთ სანდო ინსტიტუტები რაც მოგვცემს ეკონომიკურ ზრდას ხოლო ეკონომიკური ზრდით შეგვიძლია შევქმნათ უსაფრთხო გარემო[4].

მნიშვნელოვანი სტაბილური სასამართლო სისტემა, რაც უმთავრესია ინვესტორისთვის. ინვესტორი აკვირდება თუ რამდენად გამართულად მუშაობს ქვეყნის სასამრთლოს სისტემა და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას.

გრაფიკზე 2 ნაჩვენებია თუ როგორ იმატებდა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა ალიანსში გაწევრიანების შემდეგ. აგრეთვე საინტერესოა ის ფაქტიც რომ  უცხოური ინვესტიციები ესტონეთში 965,8 მილიონი აშშ დოლარიდან 3,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა[5].

            გრაფიკი 2ინვესტიციები[6][7]

გრაფიკი 3  ნაჩვენებია  ესტონეთისა და ლიეტუის  განვითარების ინდექსი თუ რა როლი ითამაშა ამაში ნატომ, რადგან ზუსტად რომ შექმნილმა უსაფრთხოებამ  და ინვესტიციების დაცულობის შეგრძნებამ  მოახდინა შესაბამისი  ზეგავლენა ამ ყველაფერზე  და სწორედ ამან გამოიწვია ინვესტიციების ასეთი ეკონომიკური განვითარება.

ადამიანის განვითარების ინდექსი ასახავს სიცოცხლის ხანგრძლივობის და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დინამიკას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნების ძალასა არ იშურებდნენ რომ გაეზარდათ ადამიანის განვითარების ინდექსი და ზუსტად ამას განვითარებულ ქვეყნების მაგალითზე აკეთებდნენ როგორიც იყო გერმანია და ზუსტად გრაფიკ 3  ასახულია ესტონეთისა და ლიეტუის განვითარების ინდექსი რაც უშუალოდ მნიშვნელოვანის სტაბილური ეკონომიკის დროს.[8]

 

გრაფიკი 3 [9]– ადამინების განვითარების ინდექსი

გრაფიკზე 4  ნაჩვენებია თუ მშპ რამედენი პროცენტი იხარჯებოდა თავდაცვაზე, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით 2003 წელს   ესტონეთის თავდაცვოს ხარჯები 1.7% შედგენდა,  ხოლო ნატოში გაწევრიანების შემდეგ, 2019 წლის მონაცემებით  2.1% აღწევს, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს[10] 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რომელშიც თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე იქონია ზეგავლენა თითქმის  ყველა ეკონომიკური მიმართულებით. ლიეტუას სამხედრო ხარჯი 2003 წელს 1.6% შედგენდა ხოლო 2019 მონაცემებით 2% აღწევს[11]. საინტერესოა საქართველოს ფაქტი ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის ხარჯები 2003 წლის მონაცემებით 1% აღწევდა, 2007 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი სადაც 9.1% იყო, ხოლო დღეს მონაცემებით2% აღწევს, რაც ნატოს მიერ დაწესებულ სტანდარტს პირდაპირ აკმაყოფილებს.[12]                  

  გრაფიკის 4  – სამხედრო ხარჯები (მშპ-ს %)

  1. ნატოს როლი პოლონეთის ეკონომიკის განვითარებაში

ყველასათვის ცნობილია „ოთხი აზიური ვეფხვის“ ისტორია, როდესაც ჰონკ კონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაივანის ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ეკონომიკურ ზრდას და ზუსტად აქედან გამომდინარე დაარქვეს პოლონეთს დასავლეთის ვეფხვი.  საინტერესოა ის ფაქტიც, რომ  პოლონეთის ეკონომიკური წარმატება  რაშიც უდიდესი როლი ითამაშა ნატოში ინტეგრაციამ[13], 1999 წელს პოლონეთის შმპ – 170 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენადა ხოლო ნატოში გაწევრიანების შემდეგ ის სამჯერ გაიზარდა და 2019 წლისთვის 595 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.[14]

ცნობილია გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსის სიტყვები რომ „ნატოში ინტეგრაციის შემდეგი 3 წლის განმავლობაში პოლონეთში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.“ ამ ყველაფრიდან გამომდინარე პოლონეთი კიდევ ერთი ბრწყინვალე მაგალითია იმ ქვეყნებისა რომლებმაც ნატოში ინტეგრაციის შემდეგ მაქსიმალურად წარმატებით განავითარეს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკა და განიცადეს ეკონომიკური განვითარება.

დასკვნა

ზემოთ თქმული მაგალითებიდან ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი საქართველოს ნაირი ქვეყნისთვის ნატოში ინტეგრაცია, არამარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური განვითარებისთვისაც.

დღევანდელ პირობებში საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში სადაც დიდი ინვესტიციების განხორციელება ითვლება სარისკო საქმედ, იქიდან გამომდინარე რომ სახეზეა ორი მოუგვარებელი კონფლიქტი. ჭირს საქართველოში მაშტაბური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ  თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება, რადგან გაჩნდება სწორედ ის უსაფრთხოების გარანტიები რაც ჭირდება დიდ ბიზნესს მაშტაბური ინვესტიციების განსახორციელებლად.

საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობიდან, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალიდან, და სატრანზიტო შესაძლებლობიდან გამომდინარე აქვს უნიკალური შანსი  გაიმეოროს პოლონეთის წარმატება.

დასკვნის სახით თამამად შეიძლება ითქვას რომ ნატოში ინტეგრაცია იქნება  არამარტო საქართველოს მომავალი სუვერენიტეტის დაცვის გარანტია, არამედ ეკონომიკური განვითარების და წარმატების უდიდესი შესაძლებლობა.

 

ავტორი: ილია ჯახაია

 


[1]ბათუ ქუთელია, ირინა გურული,ნინო ევგენიძე, მურთაზ (მუთო) ხურცილავა (სტაჟიორი ლონდონის ჰოლოუეის. ნატოს ეფექტი. თბილისი: © ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), 2016.

[2] “Foreign Direct Investment, Net Inflows (% of GDP).” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.WD.GD.ZS?locations=LT.

[3]  “Poland.” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/country/poland?view=chart.

[4] ჩიტაძე ნიკა. ნატო. თბილისი: შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი

[5] ბათუ ქუთელია, ირინა გურული,ნინო ევგენიძე, მურთაზ (მუთო) ხურცილავა (სტაჟიორი ლონდონის ჰოლოუეის უნივერსიტეტიდან). ხნატოს ეფექტი. თბილისი: © ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2016.

[6] “TRADING ECONOMICS: 300.00 INDICATORS: 196 COUNTRIES.” TRADING ECONOMICS | 300.00 INDICATORS | 196 COUNTRIES. Accessed April 12, 2021. https://tradingeconomics.com/estonia/foreign-direct-investment.

[7] “Lithuania Foreign Direct Investment2004-2020 Data: 2021-2023 Forecast: Historical.” Lithuania Foreign Direct Investment | 2004-2020 Data | 2021-2023 Forecast | Historical. Accessed April 12, 2021. https://tradingeconomics.com/lithuania/foreign-direct-investment.

[8] ბათუ ქუთელია, ირინა გურული,ნინო ევგენიძე, მურთაზ (მუთო) ხურცილავა (სტაჟიორი ლონდონის ჰოლოუეის უნივერსიტეტიდან). ხნატოს ეფექტი. თბილისი: © ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2016.

[9] ბათუ ქუთელია, ირინა გურული,ნინო ევგენიძე, მურთაზ (მუთო) ხურცილავა (სტაჟიორი ლონდონის ჰოლოუეის უნივერსიტეტიდან). ხნატოს ეფექტი. თბილისი: © ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2016.

[10] “Military Expenditure (% of GDP) – Estonia.” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.XPND.GD.ZS?end=2015&locations=EE&name_desc=true&start=2002&view=chart.

[11] “Military Expenditure (% of GDP) – Latvia.” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.XPND.GD.ZS?end=2019&locations=LV&start=2000&view=chart.+n.d.

[12] “Military Expenditure (% of GDP) – Georgia.” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.XPND.GD.ZS?end=2019&locations=GE&start=2000&view=chart.

[13]Mgeladze, Shota. “პოლონეთის ეკონომიკური ტრანსფორმაცია: მოკლე მიმოხილვა.” The Foreign Policy Council, May 25, 2020. https://foreignpolicycouncil.com/2020/05/25/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0/.

[14] “Poland” Data. Accessed April 12, 2021. https://data.worldbank.org/country/poland?view=chart.