30/05/2019 By yatage
ნატო 1979-1983 წლებში
1946 წელს ფულტონში ჩერჩილის მიერ ნახსენები „რკინის ფარდით“ დაწყებული ცივი ომის ერთ-ერთ ცხელ გამოვლინებას სწორედ 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მიერ ჯარების ავღანეთში შეყვანა წარმოადგენს. 1979-1983 წლებისათვის ნატოს მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმის შეჩერება, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა უთანასწორობის დაბალანსება და სამხედრო ძალები შემცირება იყო.
1979 წელს ნატოში მიმდინარეობს ორი ფრონტი, ერთი მხრივ მოწოდებები და შეთანხმებები სამხედრო გაძლიერების შესახებ,რომელსაც წინ უსწრებდა 1977 წელს პრეზიდენტ კარტერის მოწოდება ნატოს ალინსაკენ,რომ მის წევრ ქვეყნებს გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები, წელიწადში მინიმუმ 3%-ით და მეორე მხრივ, მოლაპარაკებები სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. 1979 წლის ივნისში ვენაში SALT II-ის ხელშეკრულება გაფორმდა ა.შ.შ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერისა და ს.ს.რ.კ-ს გენერალური მდივნის ბრეჟნევის მიერ.მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების კონტროლში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა, საბჭოთა ძალები განაგრძობდნენ გაძლიერებას ხოლო ალიანსის თავდაცვის ხარჯები რამდენიმე წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. მიუხედავად ამ გადადგმული ნაბიჯებისა დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უთხრიდა ძირს ძალთა შორის უთანასწორობას და თავადვე ეწინააღმდეგებოდა SALT I ხელშეკრულებას, რომელიც 1972 წლის 26 მაისს იქნა ხელმოწერილი. SALT II-თან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო 1972 წელსვე, მთავარი მიზანი კი იყო შეემცირებიდან ბირთვული იარაღის წარმოება.ეს ხელშეკრულება ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისათვის, რისი დემონსტრირებაც მისი მხრიდან ავღანეთში შეჭრა აღმოჩნდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მწვავე საფრთხედაა მიჩნეული. მანამ სანამ საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრებოდა თანადროულად ანუ 1979 წლის წლის 12 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა საგარეო და თავდაცვის მინისტრების სპეციალური შეხვედრა.ამ ფაქტს წინ უსწრებდა 1978 წლის 2 მაისის სამიტი, რომელიც ვარშავის პაქტის ფარგლებში სამხედრო ნაწილის გაძლიერებას შეეხებოდა. ბრიუსელში გამართული შეხვედრა მიმართლი იყო რამდენიმე ძირითადი საკითხისაკენ :
- საბჭოთა კავშირის გრძელვადიანი ბირთვული შესაძლებლობების რაოდენობრივი და თვისობრივი განვითარება
- საბჭოთა კავშირის TNF -ის განვითარება და მოდერნიზაცია
- მაღალი დონის სპეციალური საკონსულტაციო ორგანოს შექმენა იარაღის შეზღუდვის სფეროში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით
- აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთული სისტემის იარაღს კონტროლის მცდელობა
- 108 Pershing II-ისა და 464 GLCM -ის ევროპაში განთავსება,აშშ-ის 1000 ატომური რაკეტის ევროპიდან უკან გამოთხოვა
- SS20 ტიპის რაკეტების განთავსება
- მინისტრებმა შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული “double track” ანუ ორმაგი გზის გადაწყვეტილება
სწორედ ამ შეხვედრიდან მალევე 1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში.
საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმს, რაც აზიაში სსრკ-ს სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას განაპირობებდა, ნავთობის მეორე კრიზისი (1979-1980) დაემატა, რომლის მიზეზიც ოპეკის (ნავთობის ექპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) მხრიდან ნავთობის ფასის ზრდა იყო. ამავე დროს,აითლა ჰომეინის ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადაწყვიტა. თავის მხრივ, ავღანეთში შეჭრის საპასუხოდ, ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ, საბჭოთა კავშირში მარცვლეულის და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტზე ემბარგო დააწესა. ამ ნაბიჯმა საბოლოოდ დაამსხვრია დასავლეთის იმედები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ინციდენტის შემდგომ იმავე წლის 29 დეკემბერს მოკავშირეები იკრიბებიან რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ისინი ხაზგასმით აღწერენ მათ უკმაყოფილებას. ამავდროულად პრეზიდენტი კარტერი უარს ამბობს SALT II -ის ხელშეკრულების სენატის მიერ რატიფიკაციაზე. ამ ყოველივეს მიზეზი კი პრემიერ-მინისტრი ხ.ამინი იყო,რომელმაც ახალი გადატრიალება მოაწყო ავღანეთში. საბჭოთა ხელმძღვანელობამ გორბაჩოვის მეთაურობით, რომელსაც ეშინოდა ავღანეთში თავიანთი გავლენის დაკარგვის,მიიღო გადაწყვიტელება ქვეყანაში თავისი ჯარები შეეყვანა. საბჭოთა მედესანტეებმა ამინი მოკლეს და მის ადგილას დანიშნეს საბჭოთა კავშირის მიმართ ლიალურად განწყობილი ბ.ქარმალი. სისხლიანმა გადატრიალებებმა და საბჭოთა აგრესიამ უფრო დაძაბა ვითარება ავღანეთში. საბრძოლო მოქმედებები უფრო ინტენსიური გახდა. ქარმალის სამთავრობო ჯარების ბრძოლისუნარიანობა დაბალი იყო და ოპოზიციას რაზმებთან ბრძოლაში მთავარი სიმძიმე საბჭოთა სამხედრო კონტიგენტს დააწვა, რაც იწვევდა მისი რიცხოვნობის ზრდას, 1985 წლისათვის საბჭოთა ჯარებისა რაოდენობა 108,7 ათას კაცს აღწევდა. ამ პროცესების დაწყებიდან მალევე 1980 წლის 13-14 მაისს გაიმართა ნატოს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთ მნიშნელოვან განხილვის საკითხს სწორედ საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრა წარმოადგენდა.მინისტრები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთში საბჭოთა შემოჭრამ გამოიწვია საერთაშორისო სტაბილურობისათვის, მათ შორის სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, სოლიდარობისა და ერთსულოვნების შენარჩუნების საჭიროობა ალიანსში ისე, როგორც არასდროს.
ამ მოვლენებმა უფრო მკვეთრი გახადა ნატოს სამხრეთი ფლანგის წარმომადგენელი ქვეყნების ეკონომიკური და თავდაცვითი გაძლიერების სტრატეგიული მნიშვნელობა. ამ ერთსულოვნების საჭიროების განმაპირობებელი ფაქტორი და კი ორ ზესახელმწიფოს -ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, დაძაბულობის ესკალაციის უწყვეტობა იყო. დასავლეთ ევროპაში წინააღმდეგობრივი პროცესები ვითარდებოდა. მაშინ, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა ნატოს სტანდარტებს, საფრანგეთი ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს ემიჯნებოდა და ეჭვის თვალით აკვირდებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რაც საფრანგეთის აზრით ევროპის ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ამასთანავე საბჭოთა კავშირი მთლინად მრავალეთნიკური ავღანეთის საკითხით იყო დაკავებული. ავღანეთში პარტინაზებს მხარდაჭერას უცხადებდა საუდის არაბეთი, ჩინეთი, დასავლეთის ბლოკი და ირანიც კი, რომელიც ავღანეთის შიიტ მოსახლეობას იცავდა. პაკისტანის გავლით, რომელიც ამბოხებული ისლამისტების სამხედრო ბაზად იქცა, ავღანეთში მოჯახიდებისთვის (ისლამისთვის მებრძოლნი) განკუთვნილი ფული და იარაღი შედიოდა. ისინი ქაბულში პროსაბჭოთა რეჟმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პარტიზანთა ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ მათი სხვადასხვა დივიზიებად დაყოფა გამოიწვია და ამიტომაც, გამარჯვება თითქმის შეუძლებელი გახდა. ეს ბრძოლა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სსრკ-ს ჯარების გაყვანა უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, ვიდრე სამხედრო მიზეზით.
ამასთანავე მნიშვნელოვანია ვთქვათ თუ რა იყო ამ პროცესის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი ნატოს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრის განხილვის საკითხი. 1980 წლის 13-14 მაისის თავდაცვის კომიტეტი კომუნიკეში ვკითხულობთ:
- მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება, რადგან ომის შემდგომ ეპოქაში პირველად საბჭოთა კავშირმა გამოიყენა სამხერო ძალა,რათა თავს მოეხვია მისის პოლიტიკური ნება მესამე სამყაროს არაწევრ ქვეყანაზე.ეს ქმედებანი კი არღვევდა საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას და წინააღმდეგობაში მოდიოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესედებით აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებთან;
- გრძელვადიანი თავდაცვის პროგრამები-რომლებიც მიზნად ისახავდა რიგი საკვანძო სფეროების სტაბილურ პროგრესს (სარეზერვო მობილიზაცია, საზღვაო აღჭურვილობის რაოდენობა, მუდმივი მზადყოფნა და ა.შ);
- პორტუგალიისა და თურქეთის ეკონომიკური სირთულეებთან დაკავშირებით მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო დახმარება გაძლიერდებოდა და დაჩქარდებოდა კრიტიკული მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანიამ კიდევ უფრო გაზარდა ამ დროს თურქეთთან არსებული დახმარების პროგრამა;
- ნატოს წევრები მიიჩნევენ, რომ დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს სავაჭრო კონტროლზე, რაც იმის განმაპირობებელი გახდება საბჭოთა კავშირისათვის, რომ იგი ვეღარ მიიიღებს სარგებელს ტექნოლოგიების ტრანსფერით, რაც რეალურად აძლევდა მას საშუალებას ჰყოლოდა მოდერნიზებული ძალები უფრო სწრაფად და დაბალი ღირებულებით;
- მინისტრებმა დააასრულეს თავიანთი შეხვედრა ნატოს სამხედრო ძალების 1981-1986 წლების მიზნებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სრული აღიარება იყო ნატოს და ვარშავის პაქტებს შორის დისბალანსის შესახებ.ამ მიზნებთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტორები კი იყო ადეკვატური ძალების შენარჩუნება ალიანსში.
1980 წლის 11-12 წლის ნატოს ყოველწლიული მინისტერიალის ფარგლებში კვლავ იმავე თემებს ეხებოდნენ წევრი ქვეყნების მინისტრები,რამეთუ კვლავ პრობლემური რჩებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობრივი ქმედებანი. ამ შეხვედრის ფარგლებში კვლავ იყო ხმელთაშუაზღვის პირეთისა და მესამე სამყაროს ქვეყნების სტაბილურობაზე, SALT პირველისა და მეორე ხელშეკრულების, TNF -ის მოდერნიზაციაზე საუბარი. მოკავშირეები დიდი მნიშნელობას ანიჭებენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიისიის (CSCE) მიერ ინიცირებულ შეხვედრას მადრიდში,რომელიც კვლავ ორიენტირებული იქნებოდა საბჭოთა კავშირის შეჭრაზე ავღანეთში და უფლებათა შელახვაზე ს.ს.რ.კ-სა და მის შემოგარენში.
1980 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნატოს იმ დროისთვის არა წევრი, მაგრამ 1999 წელს შეერთებული ქვეყნისათვის. 1970 იანი წლებიდან პოლონეთში დიდი ეკონომიკური კრიზისი იდგა, რაც ოპეკის მხრიდან ნავთობის ფასის ზრდით იყო განპირობებული. უკვე 1980 წლისთვის პოლონეთს სახელმწიფოს ვალი 20 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ქვეყანაში გამეფებული იყო შიმშილი და სიღარიბე,ამიტომ პოლონეთის მთავრობამ 1980 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა Gdansk-ის შეთანხმებას, რაც ითვალისწინებდა ხელფასების ზრდას, ხუთდღიან სამუშაო კვირას, აგრეთვე გაფიცვისა და თავისუფალი პროფკავშირების შექმნის უფლებას. ამ ნაბიჯების წყალობით იწყო ქვეყანამ წინსვლა, რასაც შედეგად ნატოს წევრობაც მოჰყვა მეოცე საუკუნის ბოლოს. 1981 წელს საბჭოთა კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის მმართველი მუშათა პარტიის (PUWP) ფარგლებში ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და აფრთხილებს კიდეც მას,რომ პროცესი ამ მიმართულებით არ უნდა გაგრძელდეს. ალიანსი კი თავის მხრივ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოლონეთმა თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. აგრეთვე მიუთითებენ იმაზე, რომ საბჭოთა ძალების ნებისმიერი სახით გამოყენება არის გაეროს წესდების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ჰელსინკის საბოლოო აქტებში გათვალისწინებული პრინციპების უხეში დარღვევა.
1981 წელი დატვირთული იყო მინისტერიალებით, ერთ-ერთი პირველი კი იყო 7-8 აპრილის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეკრება. ამ მინისტერიალზე მთავარი განხილვის საკითხი ბირთვული ძალების გადანაწილება და საბჭოთა კავშირის ძალების მოდერნიზაცია წარმოადგენდა. ძირითადად ამ შეკრებების მიზნები საერთო მშიდობისკენაა მიმართული სწორედ ამიტომ შეხვედრაზე მთავარი განხილვის საკითხი კვლავ ძალთა უთანასწორობა რჩებოდა. განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საგანი კვლავ გრძელვადიანი თავდაცვვის პროგრამისა და LRTNF შეირაღების კონტროლის საკითხები იყო. 1981 წლის 4-5 მაისს რომში გაიმართა კიდევ ერთი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეკრება. ამ შეხვედრის განხილვის საკითხი კი საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება, ავღანეთში მიმდინარე პროცესები, ჰელსინკის აქტი, პოლონეთში მიმდინარე პროცესები, ვარშავის პაქტის ფარგლებში ძალების ზრდა და უკვე ნახსენები LRTNF ძალების მოდერნიზაცია-კონტროლი იყო, აგრეთვე შეთანხმება TNF შეიარაღების კონტროლთან მიმართებით. აგრეთვე 1980 წელს დაანონსებული მადრიდის შეხვედრა, ერთ-ერთი განხილვის საგანი აღმოჩნდა ამ მინისტერიალზეც. ამ საკითხებს შეეხებოდა 1981 წლის 12-13 მაისს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაც. 1981 წლის 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის შხვედრა ჯ. ლუნსის თავჯდომარეობით. განხილვის მთავარი საგანი კი ბირთვული იარაღისა და შეიარაღების კონტროლი რჩებოდა. ამ შეხვედრაზე მინისტრებისთვის მნიშვნელოვანი იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის სტრატეგიულ შემცირებასთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს საბჭოთა კავშირის ატომური ენერგისს ფაქტორიც, რაც დიდი საფრთხეს წარმოადგენდა იმ პერიოდისათვის. აგრეთვე აღსანიშნავია ნატო-ს როლი ბირთვული იარაღის შემაკავებელი პროცესების მიმდინარეობისას.
1981 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა ამ წლის საბოლოო მინისტერიალი, რომელზეც ნატოს ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს ესპანეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით დოკუმენტს. 1981 წლის 30 ნოემბერს ჟენევაში მოკავშირეებს ჰქონდათ მოლაპარაკებები აშშ-სა და საბჭოთა ბირთვულ ძალებზე, რაც გახდა ნატოს განხილვის საგანიც. ამ შეხვედრის ფარგლებში მოკავშირეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ 1979 წლის დეკემბერში INF მოდერნიზაციისა და შეიარაღების კონტროლის ფარგლებში გამოხატეს რწმენა, რომ ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტაბილურობასა და საკონტროლო მოლაპარაკებებში პროგრესს. ისინი სრულებით უჭერენ მხარს აშშ-ს ამ ინიციატივას.
1982 წელზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნავის მესამე გაფართოებით ესპანეთის საბოლოოდ ნატოს წევრად გახდომა.ესპანეთი 1982 წლის 30 მაისს საბოლოოდ შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მე-16 წევრად. 1982 წელს კვლავ ხშირად ხდება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების,აგრეთვე სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა,აღსანიშნავია 1982 წლის 10 ივნისს ბონში გამართული შეხვედრა. საბჭოს სამიტის განმავლობაში სახელწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა გამოსცეს 6 პუნქტიანი დეკლარაცია სახელად „peace in freedom “.დეკლარაცია იწყება შემდეგი სიტყვებით :
„ჩვენ,ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი 16 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი,ხელახლა ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას საერთო ღირებულებების მიმართ,რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.“
დეკლარაცია კი მდგომარეობდა შემდეგში:
- ჩვენი მიზანია ომის თავიდან აცილება და დემოკრატიის დაცვა, მუდმივი მშვიდობის დამყარება. არც ერთი ჩვენი იარაღი არ იქნება გამოყენებული თავდასხმისთის, არამედ მხოლოდ თავდაცვისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, თანასწორობას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სამხედრო ძალა და პოლიტიკური სოლიდარობა, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთოა დილოგისა და მოლაპარაკების გზით;
- ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება სტანდარტული და ბირთვული ძალებით აგრესიის შემთხვევაში. თანაბარი მნიშვნელობისაა ალიანსის ევროპული წევრების თავდაცვის ეროვნული შესაძლებლობების შენარჩუნება,რათა მივაღწიოთ უფრო მეტ ეფექტურობას რესურსების გამოყენებისას თავდაცვისათვის;
- ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ ძალების სტაბილური ბალანსი და ამით გავაძლიეროთ მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას საბჭოთა კავშირთან დადოს ბირთვულ იარაღის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპაში ორივე მხარეს სამხედრო ძალების შემცირებას და შეთანხმების მიღწევის მიზნით ზომების მიღებას, რაც ემსახურება ნდობის აღდგენას და უსაფრთხოებას მთელი ევროპის მასშტაბით.
- ჩვენი მიზანია განვავითაროთ ჭეშმარიტი და დაბალანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობები. ამისათვის მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ინტერებიდან გამომდინარე არ უნდა შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სტაბილურობისათვის კი აუცილებელია ჰელსინკის საბოლოო აქტით გათვალისწინებული ყველა პრინციპი და დებულება იყოს გამოყენებული;
- ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობის პროგრესს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ვიბრძოლებთ არასტაბილურობის მიზეზთა აღმოსაფხვრელად, როგორებიცაა განუვითარებლობა ან დაძაბულობა ქვეყანაში გარე ჩარევების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას შიმშილობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში;
- ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა,რაც გააძლიერების ერთობლივ შესაძლებლობებს ჩვენი უსაფრთხოების მისაღწევად.მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის პოლიტიკური გავლენა სხვების მიმართ. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ინფლაციის შემცირებას, მდგრადი განვითარებისა და დასაქმების მაღალ დონეს.
ბონშივე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური კომიტეტისა და იარაღის კონტროლისა და განიარაღების შესახებ შეხვედრა. ძირითადად ეს შეხვედრები შეეხებოდა კვლავ INF-სა და START-ს (სტრატეგიული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკება). აგრეთვე გასათვალისწინებია CSCE -ის მიერ ინიცირებული კონფერენცია, რომელიც კვალვ შეეხება, ისევე როგორც მადრიდში გამართული შეხვედრა, ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეორე სპეციალური სესია განიარაღების შესახებ, რომელიც თანადროულად მიმდინარეობდა ამ პერიოდში, ნატო კვლავ თავის როლს ასრულებს. რამეთუ ზემოთ ნახსენებ ექვს პუნქტიან დეკლარაციაშივე ნატოს წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თანადგომას ნიუ იორკში მიმდინარე სესიათან დაკავშირებით და მიიჩნევენ რომ ნატო ,მისი წევრი ქვეყნების სახელით, კვლავ იქნება დიდი იმპულსი იარაღისა და მისი კონტროლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.
1981 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას რონალდ რეიგანმა დაიკავა. მისი მთავარი მიზანი ამერიკის როგორც დაუმარცხებელი ზესახელმწიფოს ავტორიტეტის შენარჩუნება იყო, სწორედ ამიტომ მან დაიწყო ანტიკომუნისტური განცხადებების გაკეთება და იგი „ბოროტების იმპერიად“ შერაცხა. მიუხედავად ამისი ძალების კონტროლის მიმართლებით მან 1981 წლის 30 ნოემბერს დაიწყო ე.წ INF მოლაპარაკებებზე საუბარი საბჭოთა კავშირთან, რასაც მალევე 1982 წლის ივნისში მოჰყვა ე.წ START შეთანხმება.1983 წელს კი დასავლეთ ევროპაში რაკეტებისკრიზისსმა იჩინა თავი.საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნის ევროპულ ნაწილში საშუალო სიშორის (55 000კმ) ბალისტიკური რაკეტების „პიონერის (ნატოს კლასიფიკაციით-SS20) განლაგების საპასუხოდ ნატომ ჰოლანდიაში,ბელგიაში,დიდ ბრიტანეთში,იტალიასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფრთოსანი რაკეტების (cruise missile) და “pershing 2”-ს კლასის ბალისტიკური რაკეტების განლაგების გადაწყვტილება მიიღო.დასავლეთ ევროპაში პაციფისტებმა ბირთული იარაღის განსათავსებელ ბაზებთან მშვიდობის მოთხოვნით კარვები გაშალეს, ევროპის საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. თავის მხრივ, რეიგანის მიერ ბირთვული ძალების გადაიარაღების პროგრამის წამოწყებამ და კოსმოსური თავდაცვის სისტემის შექმნის ინიციატივამ,რასაც მოგვანებით რეიგანის „ვარსკვლავური ომები“ ეწოდა, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. რეიგანის მიერ ინიცირებული კოსმოსური თავდაცვის სისტემა დედამიწის ორბიტაზე განლაგებული თანამგზავრების მეშვეობით აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული რაკეტების აღმოჩენასა და განადგურებას უზრუნველყოფდა.
ალიანსში ასევე განიხილებოდა რიგი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მათ შორის თავდაცვითი ტვირთის თანაბარი გაზიარება,განსაკუთრებით ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის. ალიანსის ევროპული სვეტის გაძლიერებისას მთავარ როლს საფრანგეთი თავის თავში ხედავს, რადგან თავდაცვის გაძლიერებასთან მიმართებით იგი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობისას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ალიანსის ევროპულ ნაწილს შორის ისაა მთავარი რგოლი.
საბოლოოდ 1979-1983 წლები ესაა დაძაბულობით დაწყებული პერიოდი, როდესაც ნატოს მთავარ მიზნებს წარმოადგენს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძალთა თანასწორობის მიღწევა, კომუსტური რეჟიმის ფარგლებში ანექსიისა და სახელმწიფოთა შევიწორვების შეჩერება და შეიარაღებული ძალების დიპლომატიური გზით შემცირება. თითოეული კომუნიკე იმ მინისტრიალებიდან, რომლებიც აქ არის განხილული სწორედ ბალისტიკური იარაღის შემცირების საკითხებს შეეხება.ნატომ უდიდესი ტვირთი იკისრა ამ პერიოდში და მისი მოქმედებებით შეეცადა შეენარჩუნებინა და შეექმნა გრძელვადიანი მშვიდობის ინსტიტუტი.
ავტორი: თიკო ნადირაშვილი
ბიბლიოგრაფია
https://www.nato.int/docu/update/70-79/1979e.htm
https://www.nato.int/docu/comm/49-95/c791212a.htm
https://www.nato.int/docu/update/80-89/1980e.htm
https://www.nato.int/docu/comm/49-95/c801209a.htm
https://www.nato.int/docu/comm/49-95/c801211a.htm
https://www.theatlantic.com/photo/2014/08/the-soviet-war-in-afghanistan-1979-1989/100786/
https://www.nato.int/docu/update/80-89/1981e.htm
https://www.nato.int/docu/comm/49-95/c811210a.htm
https://www.nato.int/docu/comm/comm81.htm
https://www.nato.int/docu/update/80-89/1982e.htm
https://www.nato.int/docu/comm/49-95/c820610a.htm
https://www.nato.int/docu/update/80-89/1983e.htm
XX საუკუნის ისტორია TIME-ცივი ომი,გამომცემლობა პალიტრა L -გვ.81