E ISSN 2587-5396

ნატო 1984-1988 წლებში

17/05/2019 By yatage

ნატო 1984-1988 წლებში

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია  (ნატო) დაარსების დღიდან (1949, 4 აპრილი)  ეწევა  საქმიანობას რომელიც მიმართულია დაცული, უსაფრთხო გარემოს ფორმირებისკენ. ამ ქმედებებს ნატოს 29 სახელმწიფო  ხელშეკრულების  პუნქტებისა  და განსაზღვრული ამოცანების მიხედვით ასრულებს.

სტატიაში საუბარი იქნება ნატოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე 1984 წლიდან  1988  წლის ჩათვლით, ამასთან, მიმოვიხილავთ პოლიტიკურ ასპარეზსა და აღნიშნული წლების მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოვლენები „ცივი ომის“ პერიოდში ვითარდება და ძირითად ლიდერ სახელმწიფოებს ნატოს მხრიდან აშშ, ხოლო ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირი წარმოადგენენ. ნატოს შექმნის  თავდაპირველ მიზანს დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოფხვრა და ევროპის სახელმწიფოების დაცვა წარმოადგენდა, რის  საპირწონედაც, საბჭოთა კავშირმა გაწითლებული აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ვარშავის პაქტით გააერთიანა და მას დაუპირისპირა. ამ ლოგიკით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობებსა და ხელშეკრულებებს, რომლებსაც ნატო შემდგომში პოზიტიურად განიხილავდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ესალმებოდა მათ შეთანხმებებს შეიარაღებული ძალების შემცირებისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ ატლანტიკიდან ურალამდე. ნატოს მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კი, ძირითადად შემდგომ  წლებში მოხდა.[1]

1984 წლის  25 ივნისამდე  ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი ჯოზეფ ლანსი.  1984  წლის ივნისში მისი პოსტი ბრიტანელმა პოლიტიკოსმა  ლორდმა  კარინგტონმა  დაიკავა. იგი 1988 წლამდე  ხელმძღვანელობდა ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, სხდომებს.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს ყველაზე დიდ საფრთხეს საბჭოთა კავშირი უქმნიდა, ნატოს წევრი ქვეყნები ყველანაირად ცდილობდნენ  საბჭოთა კავშირის დასუსტებასა და ცივ ომში გამარჯვებულ მხარედ დარჩენას. მცდელობების მიუხედავად, იმ დროისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლით საბჭოთა კავშირი თავის იდეოლოგიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად ავრცელებდა. 1979 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები ავღანეთში შეიყვანა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას წარმოადგენდა და მასზე კონტროლის დამყარებით მოსკოვის გავლენა წესით, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო. სინამდვილეში ეს ავანტურა საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი გამოდგა…[2]

ამ პერიოდისათვის ამერიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა რონალდ რეიგანი. მან თავის ბრძოლაში სერიოზული მოკავშირე იპოვა  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის სახით. მათი მეშვეობით ნატოს როლი კიდევ უფრო გაიზარდა. 1983 წლიდან ალიანსმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სამხედრო წვრთნები, რომელიც „მარჯვე მოისარის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. აღნიშნული ქმედებების მიზანს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დასუსტება წარმოადგენდა. მართლაც, წვრთნები იმდენად მასშტაბური გამოდგა, რომ საბჭოთა კავშირი შეშინდა და ჩათვალა, რომ ამერიკა ბირთვული ომის წამოწყებას აპირებდა. რეიგანი ამითაც არ დაკმაყოფილდა და ვარსკვლავური ომების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. იგი გულისხმობდა კოსმოსში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას და იქიდან საბჭოთა ატომური იარაღის განადგურებას. მართალია აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდა, თუმცა საბჭოთა კავშირის ლიდერები ნამდვილად დააფრთხო.[3]

თანაც, ამ დროისათვის საბჭოთა კავშირის მმართველები ერთი მეორის მიყოლებით კვდებოდნენ და  ელვისებური სისწრაფით იცვლებოდნენ. ეს კი, საბჭოთა კავშირის სტაბილურობასა და ძლიერებას ძირს უთხრიდა.

1984 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის ლიდერი იური ანდროპოვი გარდაიცვალა და იგი ჩანაცვლებული იქნა კონსტანტინ ჩერნენკოს მიერ. ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ კი, 1985 წლის მარტში უფრო ახალგაზრდა და ენერგიული მიხეილ გორბაჩოვი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. იგი კარგად ხვდებოდა, რომ ქვეყანას ცვლილებები ესაჭიროებოდა, რადგან ეკონომიკური სტაგნაცია დაწყებული იყო, რასაც დაემატა ნავთობის გაიაფება, ქვეყანას კორუფცია ანადგურებდა, მოსახლეობა კი დასავლურ ცხოვრებას შენატროდა. საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან ასაცილებლად, ახალმა  ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა,  წამოიწყო პროგრამა  სახელად „პერესტროიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ეკონომიკის მოდერნიზებასა და პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას.[4]

აღნიშნული მოვლენები და ნატოს მიერ განხორციელებული ქმედებები განვიხილოთ პერიოდიზაციის სისტემის მიხედვით.

1985 წლის მარტში შედგა ჟენევის სამხედრო კონტროლის მოლაპარაკებები. ნოემბერში კი, ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ- ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი. იმედები იმისა, რომ შეთანხმების ძალით პოზიტიური შედეგები მიიღწეოდა  საკმაოდ მაღალი იყო. ასეც მოხდა, ამერიკის პოლიტიკამ და რეიგანის შემუშავებულმა პროგრამებმა საბოლოოდ გაამართლა. ლიდერები პრინციპულად შეთანხმდნენ იმაზე, რომ 50 %-ით შეამცირებდნენ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა რეიგანმა აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე მთავრობებისა და სხვადასხვა მინისტრების მონაწილეობით.[5]

ჩერნობილის კატასტროფა

1986 წლის 26 აპრილს მოხდა ჩერნობილის კატასტროფა. იგი მსოფლიო დონის მოვლენაა და შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია  ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამინთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა მოიცვა  სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა გახდა .საბჭოთა კავშირს დიდი ძალების მობილიზაცია დასჭირდა.

მსოფლიო ატომურმა ენერგეტიკამ ჩერნობილის ავარიის შედეგად უდიდესი დარტყმა მიიღო. 1986 წლიდან 2002 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და დასავლეთ ევროპაში არ აშენებულა არც ერთი ატომური ელექტროსადგური, ასევე გაიზარდა სადაზღვევო გადასახადები. სსრკ-ში დაკონსერვდა და შეჩერდა ათამდე ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და პროექტირება. გაიყინა ათობით ახალი ენერგობლოკის  მშენებლობა.

კატასტროფამ მსოფლიოს დაანახა თუ რამდენად დიდ და საშიშ ძალას წარმოადგენდა ატომური ელექტრო-ენერგია. ალიანსისა და ვარშავის პაქტის ქვეყნებიც ერთხმად თანხმდებოდნენ მის გამანადგურებელ შედეგებზე. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო განიარაღებას. შედეგად  მივიღეთ ის, რომ ვაშინგტონში 1987 წლის დეკემბერში დადებული იქნა შუალედური სპექტრის  ბირთვული ძალების ხელშეკრულება ამერიკასა და სსრკ-ს შორის, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და შემდგომში ნატოს მხრიდან დადებითად შეფასდა. იგი ხელმოწერილი იქნა რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებით  ლიდერები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ შეამცირებდნენ ბირთვულ არსენალს და მოახდენდნენ მთელი ბირთვული იარაღის კატეგორიის ლიკვიდაციას, მათ შორის, ყველა სახმელეთო რაკეტის საშუალო და მოკლე დიაპაზონის სარაკეტო იარაღის 500- 5,500 კმ-ის  მოქმედების სპექტრით.  მეტიც, საბჭოთა კავშირი დათანხმდა  ყოვლისმომცველი გადამოწმების პროგრამაზე, მათ შორის ადგილზე ინსპექტირებაზე. ეს იყო ყველაზე დიდი კოოპერაცია რაზეც კი ოდესმე შეთანხმებულან სუპერძალები.[6]

1986 წლის აღსანიშნავი ფაქტები:

პირველი იანვრიდან ესპანეთი და პორტუგალია ხდებიან ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები.

12 მარტს პრემიერ-მინისტრ ფილიპ გონსალესის ორგანიზებულ რეფერენდუმზე, ესპანეთმა მხარი დაუჭირა ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ნატოში ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურის მონაწილეობის გარეშე.

15 აპრილს ლიბიაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამიზნეები ტრიპოლისა და ბენგაზის მიმართულებით თავდასხმას იწყებენ.

15 აპრილი – 26 მაისი კანადის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოების ექსპერტთა შეხვედრა ადამიანის ურთიერთობათა შესახებ ბერნეში.

26 აპრილი – ჩერნობილის სადგურის ბირთვული კატასტროფა საბჭოთა კავშირში (უკრაინა, პრეპიატი)

29-30 მაისი – საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მინისტრთა სხდომაზე  განაცხადეს, რომ კალიფორნიაში ჰალიფაქსმა მოუწოდა საბჭოთა კავშირს, შეუერთდნენ მათ გაწევრიანებას, ახალი ნაბიჯების გადადგმის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და პროდუქტიული აღმოსავლეთ-დასავლეთის დიალოგისთვის. მინისტრებმა შეიმუშავეს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი პირობითი შეიარაღების კონტროლის შესახებ. ამას თან ახლავს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალის შეხვედრის შესახებ განცხადება, სადაც ნატოს წევრებმა ნათლად დასძინეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისათვის. „ჰალიფაქსის შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ ვამზადებთ მზადყოფნას იმისთვის რომ შევინარჩუნოთ საერთო ნიადაგი და გავაგრძელებთ მცდელობას რათა დავავიწროვოთ განსხვავებები ერთმანეთს შორის.“ აღნიშნულ შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი ტერორიზმის სერიოზულ საფრთხეზე, რომ იგი მოქალაქეებსა და ნორმალურ საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთეს უქმნის. “ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ამ უბედურების აღმოსაფხვრელად და მოგიწოდებთ უფრო მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ ამ მიმართულებით.“

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ალიანსის წევრებმა ასევე იმსჯელეს შეიარაღების კონტროლზე და უსაფრთხო გარემოზე, სადაც გაცხადდა, რომ თამამი ახალი ნაბიჯები საჭიროა ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის სფეროში. ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ნატოს ამოცანაა მთელი ევროპის მასშტაბით სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, ღიაობის გაზრდა და ქვედა დონის ჩვეულებრივი ძალების დამოწმებული, ყოვლისმომცველი და სტაბილური ბალანსი. მიზანი ერთია – რადიკალური გაუმჯობესება აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, სადაც უფრო მეტი ნდობა, მეტი გახსნილობა და გაზრდილი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი ყველასათვის.[7]

11-13 ოქტომბერი-  ტარდება ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სპეციალური სხდომა ბრიუსელში საგარეო და თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შულტი საუბრობს საბჭოს  რეიკიავიკის სამიტის ნეგატიურ შედეგებზე.

21-22 ოქტომბერი – ნატო-ს ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის მინისტერიალის შეხვედრა შოტლანდიაში, სადაც თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ პრეზიდენტი რეიგანის იარაღის კონტროლის პროგრამას.

24 ნოემბერი – პროფესორი კარლ კაიზერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) იღებს მესამე ატლანტკიკურ ჯილდოს ალიანსში მისი დამსახურებისათვის.[8]

11 დეკემბერი – ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ბრიუსელის დეკლარაცია ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას.

აქ კიდევ ერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება იმაზე, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგეს ბირთვული ომი მსოფლიოსათვის და აღნიშნული იქნა, რომ ყველა სახის, ბირთვული და ჩვეულებრივი ომები თავიდან უნდა იქნას აცილებული ალიანსის ერთობლივი ძალისხმევითა და საკითხებზე კონსულტაციებით. ასევე, ყურადღება იქნა გამახვილებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მათთან თანამშრომლობით კულტურების გაცვლასა და კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ყველა სახელმწიფო თანაბარი პირობებით მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო კომუნიკეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ნათქვამია: „იარაღის კონტროლი და განიარაღება ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის გაზრდას ძალებისა და შეიარაღების ქვედა დონეზე. მათ უნდა გააძლიერონ ევროპაში უსაფრთხოება და ამასთან, არ უნდა შეასუსტონ კავშირი ალიანსის ევროპელ და ჩრდილოეთ ამერიკელ წევრებს შორის.“[9]

აღნიშნული მოლაპარაკებებით სრულდება 1986 წელი და 1987 წელი იწყება ესპანეთის  ნატოსთან პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ალიანსში მისი სამხედრო ძალების მომავალი როლის შესახებ.

1987 წლის აღსანიშნავი ფაქტები:

17 თებერვალი – მოლაპარაკებები იხსნება ვიენაში ნატოსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს შორის სამხედრო ძალების შეთანხმებისათვის მანდატზე  ევროპაში ატლანტიკიდან ურლამდე.

12 მარტი – ნატო-ს გენერალური მდივანი ლორდი კარინგტონი ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ აკეთებს შემოთავაზებას კარგი სამსახურის გაწევის მიზნით, რათა დაეხმარნონ დავის გადაწყვეტაში საბერძნეთსა და თურქეთს.

4 ივნისი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც მოითხოვდა შუალედური სპექტრის (INF) და მოკლე რადიუსის (SRINF) რაკეტების აღმოფხვრას ევროპაში.

22 ივლისი – საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა საბჭოთა მზადყოფნა, აღმოფხვრა ყველა შუალედური სპექტრის ბირთვული იარაღი, მათ შორის საბჭოთა კავშირის 1987 წლის აზიის ნაწილში განლაგებულები აშშ-სა და საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულების კონტექსტში.

5-7 ოქტომბერი – საბჭოთა ინსპექტორები აკვირდებიან თურქეთში ნატოს წვრთნებს.  პირველი ასეთი ინსპექტირება ალიანსის ქვეყნებში 1986 წლის სექტემბრის სტოკჰოლმის დოკუმენტის დებულებების შესაბამისად ჩატარდა.

27 ოქტომბერი – დასავლეთ ევროპის კავშირის წევრი შვიდი  ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები იღებენ “ჰააგის პლატფორმას ევროპის უსაფრთხოების ინტერესებზე”.

25 ნოემბერი – ნატო-ს ყოველწლიური ატლანტიკური ჯილდოს გადაცემა პიერ ჰამელისთვის (ბელგია), 1967 წლის ჰარმელის ანგარიშის ავტორი.

11 დეკემბერი – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, იტალიამ, ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ეხება ინტერნაციონალური ბირთვული ძალების ხელშეკრულების შესრულებას, მის ადგილზე შემოწმებას და შემოწმების პროცედურებს. აღნიშნულ შეხვედრაზე  მინისტრებმა განაცხადეს: „ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის ინტერნაციონალური ბირთვული ძალების ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება არის სოლიდარობის წარმატებული შედეგი და მთლიანად ალიანსის მიერ გამოვლენილი გადაწყვეტილება. იგი სრულად შეესაბამება ალიანსის უსაფრთხოების მოთხოვნებს.“[10]

1988 წლის ივლისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეპოქის და ალიანსის ევოლუციის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მანფრედ ვორნერი ნატო-ს გენერალური მდივნის ფუნქციას ასრულებს. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ევროპის გრძელვადიანი განყოფილება დასასრულს უახლოვდება, ბერლინის კედელი ინგრევა და ყოფილ კლიენტებს შორის თანამშრომლობის ახალი კლიმატი რეალობად იქცევა. მანფრედ რენერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ახალი შესაძლებლობების ალიანსის რეაგირებაში. მანამდე კი, საბჭოთა კავშირის ლიდერი გორბაჩოვი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები უნდა შემცირდეს ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ის აპირებს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის აღმოსავლეთ გერმანიიდან 50 000 საბჭოთა ჯარის გაყვანას და დანარჩენისათვის თავდაცვითი როლის მინიჭებას. სულ 10,000 ტანკი, 8,500 საარტილერიო დანადგარი და 800 გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გაიყვანოს აღმოსავლეთ ევროპიდან. მისი გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე სხვა აღმოსავლეთ ევროპის  მთავრობა აცხადებს თავიანთ საკუთარ შემცირებებს.[11]

1988 წლის აღსანიშნავი ფაქტები:

2-3 მარტი- ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამიტის შეხვედრა ხაზს უსვამს მოკავშირეობის ერთიანობას და ასახავს საერთო მიზნებსა და პრინციპებს, ალიანსის პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ განცხადება გაცემულია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასაჭრელად, რათა მოხდეს პროგრესის მიღწევა ძალების უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების გზით.

26-27 მაისი – ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა აღმასრულებელ სამუშაო ჯგუფს გადასცეს კომიტეტის წევრების მიერ გაწეული როლი, რისკები და პასუხისმგებლობები კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სანდოობის და ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით. ასევე, აღნიშნული დღის საბოლოო კომუნიკეთი მათ მადლიერება გამოხატეს ლორდი კარინგტონის მიმართ: „ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ლორდი კარინგტონისადმი, მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ალიანსის გენერალურ მდივნად ყოფნის  განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით ვაღიარებთ თავდაცვის სფეროში მის დიდ გამოცდილებას  და მის წვლილს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტში ოთხი რთული წლის განმავლობაში.“[12]

9-10 ივნისი – მადრიდში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი მინისტერიალის შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობისა და დაცულობის პრიორიტეტულობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი სახელმძღვანელო პრინციპები და ხაზი გაუსვეს მათი საერთო იდეალებისა და მიზნების განსახორციელებლად მუშაობის გაგრძელებას. ამასთან, მათ მადლიერება გამოხატეს ლორდი კარინგტონის მიმართ მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. პირველ ივლისს კი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მანფრედ ვორნერი წარმატებით ანაცვლებს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ლორდ კარინგტონს.[13]

დასკვნა

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული 4 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო  ვარშავის პაქტის წევრებთან მოლაპარაკებებისა და საბჭოთა კავშირთან დამყარებული მშვიდობიანი ურთიერთობების კუთხით. მიღწეულ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომლებიც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობდა და ბირთვული ომისა და ზოგადად ყოველგვარი სამხედრო თავდასხმის აღკვეთას ისახავდა მიზნად. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვაშინგტონის  შუალედური სპექტრის  ბირთვული ძალების ხელშეკრულებას სსრკ-სა და აშშ-ს შორის,  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჰალიფაქსის განცხადებას ჩვეულებრივი იარაღის კონტროლის შესახებ, ნატოს  ბრიუსელის დეკლარაციას ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ, ჟენევის სამხედრო კონტროლის მოლაპარაკებებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. თითოეული მათგანი განხილულია სტატიაში.

 

ავტორი: ანი ტრაპაიძე


[1] ჩიტაძე ნიკა.ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი.სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005წ. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.15&d=HASH01f128b7970284691c5fabfe.5.4

[2] გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (2017 წ) სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ http://infocenter.gov.ge/1725-gzamkvlevi-natosa-da-evrokavshiris-shesakheb.html

[3] გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (2017 წ) სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ http://infocenter.gov.ge/1725-gzamkvlevi-natosa-da-evrokavshiris-shesakheb.html

[4] Britannica.com  https://www.britannica.com/topic/perestroika-Soviet-government-policy

[5] NATO  update https://www.nato.int/docu/update/80-89/1984e.htm?fbclid=IwAR0JiIAOn0RzJIDfdDwPyaY4btrRudi_ifdpoVY0_9HJxijG3on3QVj1IO8

[6] Arms Control Association https://www.armscontrol.org/factsheets/INFtreaty

[7] NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION  http://archives.nato.int/notes-for-address-by-secretary-of-state-for-external-affairs-right-honourable-joe-clark-p-c-m-p-at-opening-of-ministerial-meeting-of-north-atlantic-council-halifax-may-29-1986

[8] NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1986e.htm

[9] NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION http://archives.nato.int/brussels-declaration-on-conventional-arms-control ; http://archives.nato.int/final-communique-nac-meeting-in-ministerial-session-in-brussels-11th-and-12th-december-1986

[10] NATO  update https://www.nato.int/docu/update/80-89/1987e.htm

[11] NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1988e.htm

[12] NATO update  https://www.nato.int/docu/update/80-89/1988e.htm

[13] NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION  http://archives.nato.int/statement-by-nato-secretary-general-rt-hon-lord-carrington-at-opening-ceremony