22/07/2017 By yatage
ნატო ტექნოლოგიური განვითარების ზღვარზე: სტრატეგიული ადაპტაცია და თავდაცვითი კვლევები
ტრანსატლანტიკური ალიანსი ახალ სტრატეგიულ რეალობაში გადავიდა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცივი ომის შემდგომი ეპოქისაგან. ჩინეთი თანდათან ნაგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და რუსეთთან ერთად ებრძვის ინტერნაციონალურ ნორმებსა და წყობას, რომელიც სახელმწიფოების თავისუფალი ნების საფუძელზე ყალიბდებოდა. ტერორისტული საფრთხე კი დროთა განმავლობაში მატულობს და ფართო მასშტაბებს იძენს. მსოფლიო ინოვაციების ახალ ფაზაში შედის, რაც შეიარაღებულ ძალებზეც აისახება. ამასთან, მზარდმა ტექნოლოგიურმა წისნსვლამ, შესაძლოა, დაარღვიოს გლობალური სტრატეგიული ბალანსი.
დროთა განმავლობაში შეიცვალა მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების არეალი და ეპიცენტრი. წლების წინ ტექნოლოგიური მიღწევები მთავრობის ან შეიარღებული ძლაბეის მიერ ფინანსდებოდა და მოგვიანებით ხდებოდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, დღესდღეობით კი ინოვაციურობა კერძო სექტორის მახასიათებელი გახდა, შეიარაღებულ ძალებს კი უწევთ ფეხი აუწყონ სიახლეებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დიდი კორპორაციები დამოუკიდებლად ვერ მართავენ სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების პროცესებს, რადგან არსებითი გახდა პატარა ან საშუალო ზომის საწარმოებისა თუ ცალკეული ინდივიდების გავლენაც.
თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე პროცესებმა გავლნა მოახდინა და გარკვეული ცვლილებებისაკენ უბიძგა ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციასაც. გადარჩენისათვის აუცილებელია ადაპტაცია და ნატოც ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს, ამ პროცესებში კი ცენტრალური როლი თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს ენიჭება. თუმცა, სამწუხაროდ, 2007-2008 წლების კრიზისის შემდეგ ინვესტიციების განხორციელების ტემპი დაეცა, უკეთეს შემთხვევაში კი სტაგნაცია განიცადა. შედეგად, თავდაცვითი კვლევები და განვითარება კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სხვა ქვეყნებმა კი ეს დრო მეცნიერების, ტექნიკისა და თავდაცვის სისტემების განვითარებას მოახმარეს, რამაც “თამამშის პირობები“ შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში განსხვავება აშშ-სა და რუსეთ-ჩინეთს შორის კი თანდათან შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს უპირობო ლიდერობა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
თუ ამ პირობებში ნატო მოახერხებს და კვლავაც დარჩება ავტორიტეტულ ორგანიზაციად, მაშინ ეჭვის ქვეშ აღარ დადგება მისი ძლიერება და უნარი აღასრულოს მისი სამი ძირითადი მისია: კოლექტიური თავდაცვა, კრიზისის მენეჯმენტი და საყოველთაო უსაფრთხოება. თავდაცვითი კვლევები და განვითარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რათა გარანტირებულ იქნეს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლით განსაზღვრული მოვალეობები. ამასთან, აუცილებელია საკითხის უფრო მასშტაბური ხედვა, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს. წევრმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს გაცნობიერება, რომ დომინანტური მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია თავდაცვაში ინვესტირება. არ წყდება მცდელობები, რასაც უარგუმეტოდ ადასტურებს აშშ-ს ინოვაციები თავდაცვაში და ევროპის თავდაცვის ფონდი. სხვა ქვეყნებმაც უხვად განახორციელეს ცვლილებები, ამის მაგალითია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი სისტემა და ნიდერლანდების ინოვაციური ცენტრი. თუმცა ეს საკმარისი არაა და ნატო-ს წევრებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ,როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ორგანიზაციულ და საერთაშორისო დონეზე.
ამ და სხვა საკითხებზე აქტიურად მუშაობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი, სტატიაში კი შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ საგაზაფხულო სესიაზე განხილული ანგარიშის პროექტი.
თავდაცვითი კვლევები და განვითარება: რა ხდება მსოფლიოში?
საინტერესოა ვიმსჯელოთ რამდენად ფლობს ნატო უპირატესობას თავდაცვის სფეროში და არის თუ არა მზად თანამედროვე გამოწვევებისათვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ასეთი უპირატესობები საბრძოლო ტექნოლოგიებში ეფექტური აღარ არის. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვითი სიტემის მთლიანი ხარჯები შესამჩნევად გაიზარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და რუსეთში. ხოლო მოწინავე ქვეყნების შეიარაღება და მაღალი ხარისხის თავდაცვითი და თავდასხმისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.
ევროპის კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მნიშვნელოვანია ამ სფეროს გაძლიერება და 2016 წლის ევროპული თავდაცვის გეგმაში ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე იმსჯელეს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის სისტემა ეფექტური იყო, თუმცა ტექნოლოგიური განვითარებისა და კონკურენტების გაძლიერების ფონზე იმ უპირატესობებს კარგავს, რომლითაც ნატო ასე ამაყობდა. ჯერ კიდევ 2015 წელს, ამერიკის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი გვაფრთხილებდა, რომ რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ტექნიკის აქტიური მოდერნიზაცია და მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამები ამ სფეროში გაუთანაბრდებოდა აშშ-ს ტექნიკურ არსენალს, რომელიც ბიუჯეტის ნაკლებობის გამო საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდებოდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აშშ 2006 წლიდან მოყოლებული სოლიდურ თანხას ხარჯავს თავდაცვის განვითარებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არაა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯებმა გამოკვლევების, განვითარებისა და მონიტორინგის მიმართულებით 2009 წელს 81.7 მილიარდი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულს 2014 წელას მიაღწია (62, 8 მილიარდი დოლარი) და დაახლოებით 23% ვარდნა განიცადა 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით. 2015 წელს მაჩვენებელი 1.1 %-ით გაუმჯობესდა, 2016 წელს 8.7%, ხოლო 2017 წლისთვის 71.8 მილიარდამდე ავიდა, რაც ერთგვარი „გამონათებაა“ იყო 2014 წლის ეკონომიკური ჩავარდნის შემდეგ. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესი ამ საკითხთან დაკავშრებით ერთსულოვაია და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ზრდას განაგრძობს და მეტი ინვესტიციების მოძიებასაც შეძლებენ.
ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც. მაგალითად 2006 წელს ევროპული თავდაცვის სააგენტომ 9 მილიარდი ევრო დახარჯა, ხოლო 2012 წელს კი სულ რაღაც 7.5 მილიარდი. 2006-13 წლებში ევროპის ქვეყნებში თავდაცვის კუთხით გაღებული ხარჯები თანდათან იკლებდა. მაგალითად, საფრანგეთში 13%-ით, გერმანიაში 7%, იტალიაში 41%, ესპანეთში 55%, ხოლო შვედეთში 73%-ით შემცირდა. თუმცა, 2013 წლის შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა და გაიზარდა თავდაცვის განვითარებისთვის განკუთვნილი ხარჯები.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა ჩინეთსა და რუსეთში, როგორ ცდილობენ საკუთარი ძალების გაზრდას და თანამედროვე შეიარაღებული თავდაცვითი სისტემის განვითარებას. ძალიან რთულია იმის ზუსტად განსაზღვა თუ კონკრეტულად რამდენს ხარჯავს ჩინეთი საკუთარ თავდაცვაზე თუმცა ცხადია, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია და დღესაც აძლიერებს თავდაცვას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდადა, ექსპერტების კი კიდევ 7%-იან ზრდას ვარაუდობენ. ჩინეთის ეს დიდი პროგრესი ხელს შეუშლის საერთაოშირო თანამეგობრობას და რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, იგი ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ქვეყანაში განავითარეს თავდაცვის ყველა სექტორი, რაშიც დიდი როლი სხვადასხვა პროფილის ინვესტიციებმა ითამაშა, ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური გაცვლითი პროგრამები, სტუდენტთა ჩართულობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, საერთაშორისო ჯაშუშთა სისტემა და ა.შ ჩინეთის „ხალხის თავისუფლების არმია“, მართალია, ამცირებს შეიარაღების ხარისხს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა კრიტიკული სიტუაციების მართვის ძალა უპირობოდ შესწევს. ჩინეთი სამომავლოდაც აპირებს გააძიეროს თავდაცვის სისტემა, გაზარდოს ინვესტიცია და შექმნას საყოველთაო თავდაცვა.
რუსეთი მერვე ადგილზეა მსოფლიოში თავდაცვის სფეროში ინვესტირების მიმართულებით. მას ნამდვილად შესწევს ძალა იყოს დამოუკიდებელი, განავითაროს ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო საქმიანობა ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებში როგორიცაა საჰაერო სივრცე, შეიარაღება/თავდაცვა, მრეწველობა და ა.შ საბჭოთა კავშირის პერიოდის კოლაფსმა რუსეთის მისწრაფებები შეკვეცა და ინფრასტრუქტურის შეზღუდვა გამოიწვია თავდაცვის სფეროში. გრძელვადიანი და სტაბილური ტექნოლოგიური შესაძლებლობეის განვითარებაში რუსეთს ხელს უშლიდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, დასავლური სანქციები და კორუფციის მაღალი დონე. რუსეთის ეკონომიკური პრობლემები უარყოფითად აისახა 720 მილიარდიან პროგრამაზე, რომელიც შეიარაღებისა და ტექნიკის განვითარებას ისახავდა მიზნად. არ გაამართლა 2010 წელს შემუშავებულმა 10 წლიანმა გეგმამაც, რომელიც სამხედრო არსენალში არსებული თანამედროვე აღჭურვილობის პროცენტული მაჩვენებლის 10%-დან 70%- მდე გაზრდას გულისხმობდა 2020 წლისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ წარუმატებლობის შემდგომ რუსეთის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მართალია, ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, თანამედროვე არღჭურვილობის წილი რუსულ არსენალში საგრძნობლად გაიზარდა. ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, შეიარაღებული ძალები ისევ შეინარჩუნებენ სიძლიერეს ბრძოლის ტრადიციულ დარგებში. 2012-2015 წლებში თითქმის გაორმაგდა თავდაცვის სფეროს კავლევებისა და განვითარებისათვის განკუთვნილი ხარჯები და 2015 წელს 286 მილიარდი , 2016 კი 311 მილიარდი რუბლი შეადგინა. რუსეთში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 47 სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც კვლევის კონკრეტულ დარგზე სპეციალიზდება, როგორიცაა ავიაცია, ბიოტექნოლოგია, ლაზერული ტექნოლოგია და კვლევა, ასევე სანავიგაციო პროგრამული უზრუნველყოფა.
2014 წლის ნოემბერში აშშ-ის მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა განცხადება გააკეთა “თვადაცვის ინოვაციის ინიციატივის” შესახებ, რომელსაც დეპუტატი ბობ ვორკი უხელმძღვანელებდა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა მოიძებნოს კრეატიული გზები უპირატესობების შენარჩუნებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაზრდისთვის შეზღუდული რესურსების მიუხედავად .
ჰეგელის შემდგომმა მდივანმა, ეშტომ კარტერმაც, მხარი დაუჭირა ” თავდაცვის ინოვაციურ ინიციატივას”. თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ის გადახედავს განვითარების პროცესში მყოფი ტექნოლოგიების პორტფოლიოს და უზრუნველყოფს, რომ ამ ყველაფერმა თანამედროვე ტექნოლოგიებში აშშ-ს გრძელვადიანი მონოპოლია განაპირობოს.
“თავდაცვის ინოვაციურ ინიციატივა”სამი საფეხურისაგან შედგება. მოკლე ვადიან პერსპექტივაში, სტრატეგიული შესაძლებლობების განყოფილება პასუხისმგებელია თავდაცვის დეპარტამენტში უკვე არსებული ტექნოლოგიებისა და შესაძლებლოების განმეორებით მოხმარებაზე, ასევე უზრუნველყოფს უკვე არსებული ტექნოლოგიების ახლებურ გამოყენებას. კვლევებისა და განვითარების პროგრამა კი ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიებისთვის პრიორიტეტების მინიჭებას და მათ განვითარებას. 2015 წელს ვორკმა ჩამოთვალა ის ასპექტები , რომელზედაც პროგრამაა ორიენტირებული: ავტომატური „ღრმად შემსწავლელი“ მოწყობილობები და სისტემები, ადამიანურ-მექანიკური კოლაბორაცია, ნახევრად ავტომატური იარაღები ელექტრონული საბრძოლო გარემოსათვის და სხვა. პროგრამის მთავარი მიზანია ჩინეთის საზღვაო საბრძოლო შეიარაღების მასშტაბების განსაზღვრა, თუმცა ამისთვის ჩინეთის თავდაცვითი მექანიზმების დაძლევაა საჭირო. მოგვიანებით, თავდაცვის ინოვაციის კომიტეტი შეუერთდა თავდაცვის მდივნის მრჩეველთა კომიტეტების რიგს, რათა ამ სექტორიდანაც განხორციელდეს ახალი იდეების შემოდინება ინოვაციებთან დაკავშირებით. ახალი თავდაცვის ინოვაციის კომიტეტის ყველა წევრს აქვს კარიერა ამ პროგრამის გარეთაც, კომიტეტს კი ხელმძღვანელობს ერიკ შმიდტი „Google Alphabet’s”-იდან, წევრები კი არიან „Amazon”-იდან ჯეფ ბეზოსი ,“LinkedIn”-იდან რეიდ ჰოფმანი, მაიკ მაკ ქუეიდი (United Teqnologies) და ადმირალი უილიამ მაკ რეივენი.
ევროკავშირის თავდაცვითი სისტემა
ევროკავშირმა დიდი ხანია გააცნობიერა, რომ ევროპის კეთილდღეობისათვის აუცილებელია თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძიერება. მაგალითად, 2016 წლიდან ევროკავშირის გლობალური სტრატეგია მიმართულა ევროკავშირის სანდოობის გაზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით და განსაზღვარავს ძირითად ინეტერესებსა და პრინციპებს საგარეო ურთიერთობებსა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. სტარატეგიაში ხაზგასმითაა განმარტებული თავდავცვის სფეროში ინვესტირების აუცილებლობის შესახებ, რათა გარანტირებულ იქნეს საფრთხისაგან თავდაცვა, წევრი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება . სანამ გლობალური სტრატეგია მხოლოდ ევროკავშრირის სტრატეგიულ ავტონომიაზეა ორიენტირებული, ნატოსთან თანამშრომლობა დროთა განმავლობაში სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა.
ევროსაბჭოს ინიციატივით 2016 წლის ნოემბერში ევრო კომისიამ ევროპის თავდაცვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელსაც დადებითი გამოხმაუება მოყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან. იგი ორიენტირებული თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების განვითარებაზე, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. თუმცა მოხსენებაში მხოლოდ ვეროპული თავდაცვის ფონდის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. გეგმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ იქნა ორი ფინანსური სტრუქტურა: კვლევებისა და შესაძლებლობების ფანჯარა.
კვლევების ფანჯარა მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვის სფეროში ერთობლივი კვლევების დაფინანსებას .ევროკავშირის თავდაცვაში არსებითი ცვლილების განხორციელებისათვის ევროკომისიის გათვლებით, კვლევების მიმართულებით წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ვეროს ოდენობით უნდა განისაზღვროს. პროექტები და პროგრამები ძირითადად გრანტებით დაფინანსდება, ასევე დასაშვებია წინსწარი კომერციული შესყიდვები, რაც გულისხმობს ინოვაციური გადაწყვეტილებების შეძენას, სანამ კომერციულად ხელმისაწვდომი გახდება.
შესაძლებლობათა ფანჯარა მიმართული იქნება თავდაცვითი უნარების განვითარებისკენ, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთად შეეცდებიან ეფექტური თავდაცვითი სიტემის შექმნასა და შესაძლებლობისს გაზრდას. ამ სტრუქტურისთვის გამოყოფილი იქნება ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო, რითაც მოხდება სხვადასხვა სფეროების მოწესრიგება და ტექნოლოგიური წინსვლის მიღწევა.
ევროპის თავდაცვის სააგენტო (EDA) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოთ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში. დაარსების დღიდან, 2004 წლიდან, სააგენტომ 1 მილიარდი ვროს კონტრიბუცია განახორციელა 150 მდე კვლევასა თუ ტექნოლოგიურ პროექტებში.
ნატო-ს სტრატეგიული ადაპტაცია და თვითდაცვითი საქმიანობა
ორგანიზაციის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარებისათვის ნატო წლების განმავლობაში არ იშურებდა ძალისხმევას. ჯერ კიდევ 1957 წელს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინამორბედი, პარლამენტართა საბჭოს მიერ, შეიქმნა ნატო-ს სამეცნიერო კომიტეტი. სენატორი ჯექსონი აღნიშნავდა, რომ მსოფლიო შედიოდა სამეცნიერო ინოვაციის ხანაში, ამიტომ ნატო-ს სამეცნიერო და ტექნიკური თალსაზრისით უნდა გაეძლიერებინა მუშაობა. 2011 წლის რეფორმის შესეგად ჩამოყალიბდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური ორგანიზაცია (STO), რომელსაც სამეცნიერო და ტექნოლოგიური საბჭო (STB) მეურვეობდა. STO მიმართული იყო თავდაცვის გაძლიერებისკენ. ორგანიზაცია შედგებოდა 7 სამეცნიერო, ტექოლოგიური და 3 აღამსრულებელი ორგანოსგან. 2015 წლის თებერვალში მოეწერა ხელი თავდაცვის განვითარების ახალ გეგმას, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ითვალისწინებადა. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ტექნოლოგიურ სიახლეებს ეთმობოდა და ამ მხრივ განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებდა.
2016 წელს ვარშავის სამიტზე, ინოვაციების სფეროში ურთიერთობების ფორმატის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა, სინქრონიზაცია განეხორციელებინა და გაეერთიანებინა სახელმწიფოთა ძალისხმევა, რაც ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერასა და სამხედრო და თავდაცვის საკითხებში მათი ეფექტურობის შეფასებს გულისხმობდა. ნატო მიესალმება ინოვაციებს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ კოლექტიურ თავდაცვაში.
დასკვნა
ოცდარვა წევრი სახელმწიფოსთვის ნატო კვლავ რჩება ქვაკუთხედად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ნატო დაფუძნებულია ნდობაზე, რაც მას მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ პოლიტიკური გაერთიანებად აქცევს. უცვლელია გაერთიანების მთავარი პრინციპი: ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა, განიხილება როგორც ალიანსზე თავდასხმად. თუნდაც ერთი წევრის მიერ ამ დადგენილების უარყოფა ნატო-ს ავტორიტეტსა და ძლიერებას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ნატოს თავის დასაცავად შეუძლია მიმართოს, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ მოქმედებებს საერთო ინტერესების დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს თავდაცვის განვითარებაში დიდი წვლილი აშშ-ს მიუძღვის. წლების განმავლობაში ყველა წევრი სახელმწიფო ხარჯავდა საკუთარი ბიუჯეტის 2%-ს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, თუცა ბოლო დორს აქტიურად მიდის საუბარი ზოგიერთი ქვეყნის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. აშშ კი კვლავაც ლიდერულ პოზიციებს იარჩუნებს და ფინანსების დიდი წილი სწორედ მასზე მოდის.
ნატოსათვის მნიშვნელოვანია არა მარტო ფეხი აუწყოს თანამედროვე მიღწევეს, არამედ განავითაროს ახალი ტექნილოგიები, ამისათვის კი საჭიროა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები განვითარდნენ და გაძლიერდნენ ინდივიდუალურადაც. იმას, რაც ნებისმიერ წევრ ქვეყანას წაადგება,სარგებელი მოაქვს ნატოსთვისაც.
ნატო აქტიურად აწარმოებს კვლევებსა და სტატისტიკურ ანალიზს თავდაცვაში განხორციელებული საქმიანობების ირგვლივ, რათა მოხდეს არსებული სიტუაციის შეფასება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა. ამასთან, “ნატო-ს თავდაცვის ინოვაციური პროგრამა” უზრუნველყოფს თავდაცვის გაუმჯობესებას, მოქალაქეებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის. პარალელურად მნიშვნელოვანია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის გამართულად მუშაობა რათა ნატომ შეინარჩუნოს ლიდერული პოზიციები მოწინავე ტექნოლოგიების დარგში, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში. სამყარო სავსეა რისკითა და საფრთხით, ნატო კი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისათვის. დღევანდელი თვადაცვის განვითარება კი უზრუნველყოფს სამომავლოდ საიმედოობასა და თავისუფლებას.
ბიბლიოგრაფია
Marino, T. (2017, May ). Maintaining NATO’s Technology Edge: Strategic Adaptation And Defence Research & Development. Tbilisi.
ასევე ხელმისაწვდომია: