E ISSN 2587-5396

04/07/2017 By yatage

ომი სირიაში: ჰუმანიტარული ასპექტები

ექვსწლიანი ომი სირიაში 21-ე საუკუნის კატასტროფათა შორის ყველაზე დამანგრეველი და მძიმე აღმოჩნდა. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით კონფლიქტის შედეგად 400 000 ადამინი დაიღუპა, 1, 2 მილიონი დაშავდა, მილიონობით ადამიანმა კი გაქცევით უშველა თავს. ლტოლვილებს ცხოვრება უწევთ გარემოში, სადაც წამება, გაუპატიურა და ბავშვთა გატაცება ყოველდღიურობის ნაწილია, ამას თან ერთვის წყლისა და საკვების ნაკლებობა, საუბარი აღარაა ეფექტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასა თუ განათლებაზე. ალეპოს ალყისა და 2017 წლის აპრილში აჯანყებულთა ქალაქ ხან შეიხოუნზე თავდასხმის ფონზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტმაარნახული სისასტიკისა და ბარბაროსობის ზღვარს მიაღწია. შედეგად, მსოფლიო საზოგადოება სირიის კონფლიქტში ომის სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირებასა და გამოძიების დაწყებასითხოვს.

სირიის საკითხი აქტუალური იყო 26-29 მაისს თბილისში ჩატარებულ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო ასპექტების განსაზღვრის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილეს . წინამდებარე სტატია სწორედ ამ მოხსენებას ეფუძნება და სრულად იმეორებს კომიტეტის სხდომაზე განხილულ პრობლემატურ საკითხებს.
სირიის კონფლიქტის სირთულისა და მასშტაბების გათვალისწინებით სტატიის პირველი თავი ეძღვნება არსებული სიტუაციის ზოგად აღწერას, კონფლიქტის მხარეების იდენტიფიცირებას, მათი წარმომავლობისა და მოტივების ახსნას.
სტატისს მეორე ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაა აღწერილი, ასევე განხილულია კონფლიქტის შედეგების კულტურული და ეკონომიკური ასპექტები.
ნაშრომის მესამე ნაწილში მხარეების მიერ ჰუმანიტარული და ომის სმართლის დარღვევის ცაკლეულ და ზოგად შემთხვევებზეა საუბარი. ყურადღება გამახვილებულია აკრძალული იარაღისა და ტაქტიკის გამოყენების, ასევე სამოქალაქოების წინააღმდეგ მიმართული შეტევისა და ტყვეების უფლებათა შელახვის ფაქტებზე.
სირიის კონფლიქტი დიდი ხანია გასცდა კონკრეტული რეგიონის ფარგლებს და მსოფლიო ლტოლვილთა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. წინამდებარე სტატიის მეოთხე თავში მიმოვიხილავთ ქვეყნებს, სადაც ლტილვილთა განთავსების ყველაზე დიდი ცენტრები მდებარეობს, ასევე შევეხებით ლტოლვილთა ნაკადების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს.
რეგიონის ქვეყნების შემდეგ ლტოლვილთანაკადმაევროპამდეც მიაღწია. შესაბამისად, განვიხილავთ თუ როგორ აისახა სირიის ომი ევროპულ სახელმწიფეობზ. შევეხებით მიგრაციის მასშტაბებს, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხებს, ასევე იმ სამხედრო და სამაშველო ოპერაციებს, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა.
სტატიის ბოლო ნაწილი დაეთმობა დასკვნასა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეისათვის შეთავაზებულ რეკომენდაციებს სირიაში არსებული მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით.

კონფლიქტის ზოგადი მიმოხილვა და დაპირისპირებულ მხარეთა
იდენტიფიკაცია

სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტი ძალიან კომპლექსურია და მასში განსხვავებული მიზნებისა და მოტივაციის მქონდე რამდენიმე დაპირისპირებული მხარეა ჩართული. ამის გათვალისწინებით,ძნელია საკითხის დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით გადაჭრა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ თუნდაც ამ სიტუაციაში, სამხედრო მოქმედებები არ არის გამოსავალი.
კონფლიქტის დასაწყისში მეომარ მხარეებს წარმოადგენდნენ ასადის რეჟიმი, რომლის დინასტია უკვე 40 წელია მართავს ქვეყანას და დასავლეთისგან მხარდაჭერილი ოპოზიცია, რომელთა ძირითად ნაწილს ეთნიკურად ქურთი და არაბი მოსახლეობა წარმოადგენს. 2014 წელს, ალ-ქაიდას შემდეგ, ჩამოყალიბდა ახალი ტერორისტული ორგანიზაციაDAESH( ისლამური სახელმწიფოს აბრევიატურა არაბულ ენაზე), რომელიც უკვე ჩაერთო სირიის კონფლიქტში. ბაშარ ალ ასადი კვლავაც აკონტროლებს სირიის გარკვეულ ტერიტორიას, რასაც მისი მოკავშირეების: რუსეთის, ერაყისა და ჰესბოლას სამხედრო,ლოჯისტიკური და საინფორმაციო კონტრიბუციის გარეშე ვერ შეძლებდა. რუსეთის საჰაერო ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ასადის რეჟიმს, ირანის რევოლუციური გვარდია კი აღჭურვილობასა და სამხედრო სტრატეგიულ რჩევებს აწვდის, ძირითადი საჯარისო ნაწილებით კი ასადს ლიბანიური წარმომავლობის დაჯგუფება ჰეზბოლა ამარაგებს.
სირიაში აჯანყებულთა უამრავი გაერთაინება არსებობს, რომელთა დიდი ნაწილი თავისუფალი სირიის არმიის (FSA) დროშის ქვეშ იბრძვის. ორგანიზაცია 2011 წლის მარტში ასადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრატების დარბევის შემდეგ ჩამოყალიბდა და სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, არაბეთის გაერთიანებილი ემირატებისა და ნატოს მხარდაჭერით სარგებლობს. სირიაში კიდევაა რამდენიმე ოპოზიციური ორგანიზაცია, მათ შორის ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამი, რომელიც პეროოდულად იბრძვის FSA -ის მხარდამხარ, მაგრამ ამ დაჯგუფებას არც ნატოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების და არც ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა არ მიუღია. DAESH უკანასკნელი არასახელმწიფოებრივი დაჯგუფება იყო, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. ერაყის, მოსულისა და ჩრდილოეთ, ჩრდილო დასავლეთ რეგიონებში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებისა და ერაყის არმიის იარაღის ხელში ჩაგდების შემდეგ, DAESH სირიისკენ გაეშურა ე.წ . ხალიფატის საზრვრების გაფართოების მიზნით. უცხოელი მებრძოლების სახით დაჯგუფება მხარდაჭერას აზიიდან, შუა აღმოსავლეთიდან, ევროპასა და ამერიკიდან იღებს. ფინანსური რესურსის მობილიზებას კი ნავთობისა და ისტორიული არტეფაქტების გაყიდვით, ასევე დაკავებული ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქეებისგან გამოსასყიდის მიღებით ცდილობს.
2015 წელი სირიის კონფლიქტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა . DAESH-ის დახმარებამ, სირიიაში მიგრანტთა კრიზის გამწვავებამ და რუსეთის ჩარევამ კონფლიქტი საერთაშორისო დონეზე აიყვანა. რუსეთი თავიდანვე ცხადად უჭერდა მხარს ასადის რეჟიმს, თუმცა 2015 წლის სექტემბრამდე პუტინი თავს იკავებდა სამხედრო მოქმედებში ჩარევისაგან. 2016 წელს რუსეთმა ასადის მხარდაჭერა გააძლიერა, რამაც სამთავრობო ძალებს ალეპოს დაკავებისა და სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სირიის კონფლიქტში ჩარევის ერთადერთ მიზეზად ტერორიზმთან ბრძოლას ასახელებს, მისი მოტივები ყველასთვის ცხადია, რამაც ქვეყნის ისედაც შელახული რეპუტაცია საბოლოოდ გაანადგურა.
DAESH -ისა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით 68 სახელმწიფოსაგან შემდგარი კოალიცია იბრძვის, რომელსაც ნატო და არაბული ლიგის ქვეყნებიც შეუერთდნენ. კოალიციის ბრძოლა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებით არშემოიფარგლება, მიმართულა ტერორისტული ორგანიზაციების ონლაინ პროპაგანდისწინააღმდეგ და ცდილობს მათი დაფინანსების წყაროების გამოვლენასა და აღკვეთას. კოალიციის ჯარებმა 65 ათასი ერაყელი ჯარისკაცი გაწვრთნეს, 2 მილიონი ადამიანი კი ტერორისტების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან გაათავისუფლეს. უკანასკნელ სამ წელიწადში გაერთიანებული ძალების საჰაერო თავდასხმებმა DAESH -ის ტერიტორიები ერაყში 62%-ით, ხოლო სირიაში 30%-ით შეამცირა. მარტო 2016 წელს DAESH-მა თავისი ტერიტორიის მეოთხედი დაკარგა.სამხედრო მოქმედებების პარალელურად, გაეროსა და რუსი დიპლომატების ჩართულობით რამდენიმერაუნდიანი მოალაპარაკებები გაიმართა, თუმცა ბაშარ ალ ასადი კომპრომისზე წასვლას არ აპირბს, შედეგად მოლაპარაკებების მცდელობა ჟენევასა და ასტანაში კრახით დასრულდა.

ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში

კონფლიქტის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა მშვიდბიანი მოსახლეობა,რომელთაც მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, ამასათან უკვე სისტემატური სახე მიიღო ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებმა. ომის დაწყებამდე სირიის მოსახეობა 22 მილიონს შეადგენდა, რომელთაგან 400 ათასი მოკლეს, 1.5 მილიონი დაჭრეს, 13.5 მილიონი სირიელი კი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. დაახლოებით 4.9 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, სირიაში კი 6 მილიონი დევნილი ცხოვრობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით რიცხვები მიახლოებითია, თუმცა კლების ტენდენცია არ ახასიათებს.
ყველაზე ხშიად თავდასხმის ობიექტები ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი პირები და მოხუცები არიან. UNICEF -ის 2017 წლის მარტის მონაცემებით 2,6 მილიონი სირიელი ბავშვი ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით, 1,7 მილიონი კი სკოლის გარეთაა დარჩენილი.უამრავი ბავშვი ემსხვერპლა სამხედრო მოქმედებებს, მათ შორის ჩრდილოეთ სირიის სოფლის, ჰასის, სამი სკოლის დაბომბვისას 2016 წლის ოქტომბერში. მხოლოდ 2016 წელს სულ მცირე 652 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 20%-ით მეტია 2015 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით. სირიელი ბავშვები ცხოვრობენ ოჯახისგან შორს, საკვების ნაკლებობასთნ ერთად ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამასთნ ბავშვებს ხშირად აიძულებენ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას და ჯალათებადაც კი იყენებენ. UNICEF-ის უკანასკნელი მონაცემებით ბავშვების შრომითი ექსპლუატაცია სირიაში კიდევ ერთი სწრაფადმზარდი ფენომენი გახდა.
DAESH-ისა და ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ხშირია ქალებზე, ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებზე სქესობრივი ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით ხელისუფლებისმაღალჩინოსნების მიერ მართვად თავშესაფრებსა და საპატიმროებში.ინციდენტებზე რეაგირება კი ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდომარეობა 2012-2014 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ასადის რეჟიმი ყველაზე ძლიერი იყო. ხშირია ქალთა დასჯა სხვადასხვა მიზეზით, ამასთნ DAESH აქტიურადაა ჩართული ტრეფიკინგსა და სექსუალურ ექსპლუატაციაში. კონფლიქტის დაწყების დღიდან საგრძნობლად შემცირდა ადრეული ქორწინების ასაკი. 15-17 წლის სირიელი ლტოლვილი გოგონების დაახლოებით ერთი მეოთხედი უკვე გათხოვილია, რაც კონფლიქტამდე არსებულ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.
ომმა სირიელების უმეტესობას სრულად შეუზღუდა სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა. დღეის მდგომარეობით საჯარო სამედიცინო დაწესებულებების ნახევარზე მეტი დახურულია ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს. 2011 წლიდან 2016 წლამდე აღრიცხულია სამედიცინო ობიექტებზე თავდასხმის 400 შემთხვევა, რომელთა 90 % რუსეთისა და ასადის რეჟიმის მიერაა განხორციელებული. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 797 ექიმი ესმხვერპლა. მხოლოდ 2016 წელს 105 სამხედრო შეტევა განხორციელდა სამედიცინო ცენტრებსა და საავადმყოფოებზე. სამედიცინო პერსონალის, აღჭურვილობისა და წამლების ნაკლებობა ფატალური აღმოჩნდა უამრავი დაჭრილის, ქრონიკული ავადმყოფის, ფეხმძიმე ქალისა და გონებრივად დაავადებული პაციენტისათვის. ასევე აქტუალურია ბავშვთა ვაქცინაციის პრობლემა.
6 წლიანმა ომმა ყველა უბედურებასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის სრული პარალიზება გამოიწვია. 5-დან 4 სირიელი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სულ მცირე 7 მილიონი ადამიანი კი სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვების გარეშეა დარჩენილი, შეზღუდულია სასმელ წყალთან წვდომაც. საგრძნობლად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმობა.
ეკონომიკასთან ერთად განადგურდა სირიის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. სამხედრო მოქმედებების დროს განადგურდა ანტიკური რომაული ქალაქი პალმირა, ნანგრევებად იქცა ბელის ტაძარი და მისი მეორე საუკუნის ფასადის არქიტექტურა. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტების განადგურება განზრახ მოხდა და სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტები სირიაში
ისლამური სახელმწიფოს, ასადის რეჟიმისა და მისი მომხრეების, ასევე ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებმა უკვე სისტემატიური სახე მიიღო. 2014 წლის თებერვალში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 2139-ე რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვდა ,რომ ყველა მხარეს დაუყოვნებლივ შეეწყვიტა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული შეტევა და ბრძოლის აკრძალული მეთოდების გამოყენება. გაეროს უშიშროების საბჭოს ამ რეზოლუციას შედეგი არ გამოუღია და შეიარაღებული კონფლიქტის წარმოების წესები სირიაში დღემდე უხეშად ირღვევა.
მსოფლიო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია ალეპოს ალყის დროს განხორციელებულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა. „დაიჩოქე ან იშიმშილე“ ტაქტიკას ასადის რეჟიმი წლების განმავლობაში იყენებდა მეამბოხეთა წინააღმდეგ, მაგრამ 2016 წლის ბოლოს ალეპოსთვის ბრძოლა ახალ, გამანადგურებელ ფაზაში შევიდა. რუსეთის მხარდამჭერით ასადის რეჟიმმა დაიწყო აღმოსავლეთ ალეპოს წმენდა, სადაც მოსახლეობის 90%-ს სამოქალაქო პირები შეადგენდნენ. 2016 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით სამხედრო მოქმედებებისას 3500 სამოქალაქო პირია მოკლული. ამ პერიოდში სირიული და რუსული საჰაერო ძალები სამხედრო იერიშებს ახორციელებდნენ სავაადმყოფოებზე, სკოლებსა და მაღაზიებზე, რითაც აშკარად უგულველეყოფდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს. რეჟიმის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დაშინება და დემორალიზება. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს , დაიბომბა ორი ყველაზე დიდი ჰოსპიტალი, რომელიც მეოთხედ მილიონ ადამიანს ემსახურებოდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს გამომძიებლებმა ჰოსპიტალში ან მის მიმდებარედ ვერ იპოვეს სამხედრო მოქმედებების კვალი,რასაც შეიძლებოდა მიენიშნებინა სავადმყოფოების განადგურების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ამასთან, იგივე სავადმყოფოების რამდენჯერმე დაბომბვა მათ მიზანმიმართულ ქმედებას უსვამს ხაზს.
მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას და ინტერვენციას აფერხებს არაერთსულოვანი დამოკიდებულება გაეროს უშიშროების საბჭოში. 2016 წლის 5 დეკემბერს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ახალი ზელანდიის, ესპანეთისა და ეგვიპტის მეირ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც მიზნად ისახავდა ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და მოლაპარაკებების გაგრძელებას. დასავლეთის ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ქმედებები, საერთაშორისო წნეხის გამო კი იძულებული გახდა აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და აჯანყებული მებრძოლების გამოყვანაზე დათანხმებულიყო. დეკემბრის შუა რიცხვებში ევაკუაცია დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე ჩიხში შევიდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სირიულ-არაბულმა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ მოახერხა 35 ათასი პირის ევაკუაცია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან. მიუხედავად ამისა, გამოქცეულთა ნაწილის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
დეკემბერში 1800 ადამიანი დააპატიმრეს, მათი უმეტესობა კი სიკვდილით დასაჯეს, ასობით მამაკაცი და ახალგაზრდა ბიჭი მოაშორეს ოჯახებს და გაიწვიეს სირიის არმიაში. 2016 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია N 2328 ალეპოში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. რეზოლუცია საფრანგეთის მეირე იქნა ინიცირებული და გულისხმობს სამოქალაქო პირების ევაკუაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ და მოქალაქეთათვის აუცილებელი და უპირობო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გარანტიას იძლევა. ალეპოს რეპოპულაცია გრძელდება და 2017 წლის მარტის მონაცემებით 140 ათასი დევნილი რეგისტრირებულია ალეპოს უსაფრთხო ტერიტორიებზე, მაგრამ ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია , ამასთან კონფლიქტის შემდგომ დატოვებული ფეთქებადი ნარჩენები თითქმის შეუძლებელს ხდის და აფერხებს მოსახლეობის დაბრუნებას. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალეპო მხოლოდ ერთ-ერთია იმ 13 ქალაქთაგან, რომელიც ალყაში იყო მოქცეული სხვადასხვა ძალების მიერ.
სირიის კონფლიქტი ასევე გამორჩეულია საერთაშორისო სამართლით აკრძალული იარაღისა და საბრძოლო ტაქტიკის გამოყენების მასშტაბებით. ასადის რეჟიმი აქტიურად იყენებს კასეტურ და ცეცხლგამჩენ ბობბებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, შედეგების პროგნოზირება კი შეუძლებელი. მსოფლიო შეძრა სოციალურ მედიაში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც სწორედ ამ ტიპის იარაღის გამოყენების შედეგად დაშვებული ბავშვები იყვნენ გამოსახულნი.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ცეცხლმამჩენი და კასეტური იარაღის გამოყენების ფაქტებს, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ. DAESH კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვების შემდეგ მიზანმიმართულად ტოვებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ,რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს. საგანგაშოა, რომ სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს- ქლორის ბომბებს -სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყენებს. ქიმიური იარაღის აღკვეთის ორგანიზაციის ეგგიდით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ასადის რეჟიმმა 2014 და 2015 წელს ილდიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორის გაზი გამოიყენა. DAESH -მა კი სულ მცირე ერთი შეტაკებისას გამოიყენა იპრიტი. ნივთიერებების გავრცელება ძირითადად საჰაერო გზით ხორციელდება, ასევე აქტიიურად იყენებენ ხელნაკეთ ყუმბარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება ქიმიური იარაღის განვითარების, წარმოების, შენახვისა და გამოყის აკრძალვის შეხებ კონვენციას, რომლის წევრიცაა სირის არაბულკი რესპუბლიკა, თუმცა ეს ხელის არ უშლის განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები. საერთაშორისო საზოგადობის მორიგი შეშფოთება 2017 წლის 4 მარტს ამბოხებულთა ქალაქ ხან შეიხოუნზე შეტევისას მოყვა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებში სარინის გაზის გამოყენების შესახებ. საჰაერო თავდასხმის შედეგად 80-ზე მეტი პირი გარდაიცვალა, მათ შორის 30-ზე მეტი ბავშვი. მტკიცებულებათა ერთობლიობით ამ თავდასხმას სირიის სამთავრობო ძლაებს მიაწერენ. აღნიშნულის საპასუხოდ, 2017 წლის 7 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ავტორიზაციით სარაკეტო შეტევა განხორციელდა შაირათის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე. ევრო-ატლანტიკურმა საზოგადოებამ შტატების ქმედება შეაფასა როგორც აუცილებელი და ადეკვატური.
ასადის გარდა სირიაში მოქმედი სხვა ჯგუფებიც, მათ შორის ისლამური სახელმწიფოც არღვევს ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომელიც სამოქალაქო პირებს „ცოცხალ ფარად“ იყენებს სამხედრო ოპერაციების დროს. მაგალითად , 2016 წლის აგვისტოში, მინბიჯიდან უკანდახევის დროს , თავდაცვის მიზნით 500-მდე სამოქალაქო პირი გამოიყენეს.
ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებიდან აღსანიშნავია ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ასადის რეჟიმი ოპოზიციის დაშინებისა და დემორილაიზაციისათვის აქტიურად იყენებს ციხეებს, სადაც სისტემატიურად ხორციელდება პატიმართა წამება , მათ არ მიეწოდებათ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება.ადამიანის უფლებათა ჯგუფის მიერ მოწოწოდებული ინფორმაციით საიდნაიას ციხეში 5000 დან 13000 მდე სამოქალაქო პირი აწამეს და მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ტყვეები არ იყვნენ ამბოხებულები, ისინი წარმოადგენდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლთა საქმიანობასაც რეჟიმი საფრთხის შემცველად აღიქვამდა. DAESH-ისა და ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გრძელდება სამოქალაქოთა, მათ შორის ღალატში ბრალდებული ქალებისა და ჰომოსექსუალი მამაკაცების, სიკვდილით დასჯა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებისუმეტესი ნაწილი DAESH-ის, სირიის რეჟიმისა და ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამის მიერაა ჩადენილი, თუმცა აჯანყებულთა რამდენიმე ჯგუფიც ბრალდებულია აღნიშნულ ქმედებებში. ქურთი ხალხის დამცველთა გაერთიანება და სირიის დემოკრატიული ძალები მრავალჯერ გააკრიტიკეს, მათ მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის აუცილებელი, ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელის შეშლაში. ქურთი ხალხის დამცველთა გაერთიანება ასევე აგრძელებს კაცებისა და ბიჭების ჯარში იძულებით გაწვევას.

სირიელ ლტოლვილთა მიგრაციის პრობლემები

სირიის ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი დიდი ხანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს. ძალადობას გაქცეული მიგრანტების პირველმა, 5000 ადამიანისაგან შემდგარმა ჯგუფმა,ლიბანის საზღვარი 2011 წლის მარტში გადაკვეთა, ამჟამად კი დაახლოებით 5 მილიონი სირიელი ლტოლვილია რეგისტრირებული. თუ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, სირიელები ლტოლვილთა რაოდენობით ახლო მომავალში პალესტინასაც კი გადააჭარბებენ. ამასთან მეოთხედი მილიონი ლტოლვილი ერაყიდანაა. სირიელი ლტოლვილების 90%, აღმოსავლეთ აფრიკაში არსებული სიტუაციისგან განსხვავებით , კარვებში არ ცხოვრობენ. მათ მასპინძელი ქვეყნის ურბანული, პერი-ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებები დაიკავეს. სტატისტიკურად ლტოლვილთა ასაკი 18-დან 59 წლამდე მერყეობს, გენდერული პარიტეტი კი თითქმის თანაბარია – 51,5% მამაკაცი და 48,5 % ქალია.
ლტოლვილთა რაოდენობით ლიდერობენ თურქეთი (2,910,281 ლტოლვილი) ლიბანი (1,011,366), იორდანია (656,170), ერაყი (233,224) და ეგვიპტე ( 117,591).
ლტოლვილების მიღება უზარმაზარი გამოწვევაა მასპინძელი ქვეყნებისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია თურქეთი, რომელიც საკმაოდ თანმიმდევრულ და ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს. ნებისმიერი ქმედება ლტოლვილთა ბანაკის შიგნით და გარეთ კოორდინირებულია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მეჯმენტის დირექტორატის მიერ. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში თურქეთის მთავრობამ 12 მილიარდი დოლარი დაახარჯა სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ქვეყნის მოსახლოების დაახლოებით 4%-სშეადგენენ. ლტოლვილთა უფლებები ქვეყანაში თანდათან ფართოვდება და, როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, მალე ლტოლვილებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა. მდგომარეობა სირიაში გავლენას ახენს თურქეთის სტაბილურობასა და უაფრთხოებაზეც, იმატა ტერორიზმისა და ძალადობის მაჩვენებელმა სტამბულში, ანკარასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. შედეგად ქვეყანამ გააძლიერა საზღვრის უსაფრთხოება და ამ ეტაპზე სირიის მხრიდან თურქეთში შემოსასვლელი ორივე ოფიციალური გზა დაკეტილია. თუმცა, თურქეთი კვლავაც ინარჩუნებს ღია საზღვრების პოლიტიკას და ჰუმანიტარული აუცილებლობის შემთხვევაში საზღვრის გახსნას აპირებს.
თურქეთთან ერთად, ლიბანი სირიელი ლტოლვილების მეორე ყველაზე დიდ თავშესაფრად იქცა.ლტოლვილები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, ამასთან სირიის ომამდე, ლიბანი უკვე იყო 450 ათასი პალესტინელის თავშესაფარი. ქვეყანა არ არის ლტოლვილთა 1951 წლის კონვენციისა და მისი შემდგომი 1967 წლის ოქმების მხარე, რაც ართულებს ლტოლვილთა უფლებების სრულ უზრუნველყოფას. კრიზისის დასაძლევად და სირიელი ლტოლვილების დახმარების მიზნით შეიმუშავეს გეგმა, რომელსაც კოორდინაციას გაეროს უწყებები, ლიბანის სოციალურ საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.
მძიმე მდგომარეობაშ აღმოჩნდა იორდანიაც, სადაც ლტოლვილები ქვეყნის მოსახლეობის 10% შეადგენენ. ლიბანის მსგავსად, აქაც ცხოვრობენ პალესტინელი ლტოლვილები, რომლებსაც დღეს უკვე ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. გაერო, იორდანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაგეგმარების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ქვეყნისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთნ ერთად, გარდამავალ პერიოდში, იორდანია ქმნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს ლტოლვილებს. ამასთან, ქვეყნის მთავრობამ 30 ათასი სამუშაო ნებართვა გასცა. თუ არ ჩავთვლით DAEH-ისმიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს 2016 წლის დეკებმერში, იორდანიამ მოახერხა და აღკვეთა ძალადობა და ტერორიზმი ქვეყანაში.
დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებით ერაყი ორმაგი სირთულის წინაშე დგას, რამდენადაც ერთის მხრივ სირიელი ლტოლვილების , ხოლო მეორეს მხრივ ადგილობივი დევნილი მოსახლების ნაკადებთან უწევს გამკლავება. ერაყის მიგრაციისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ქურთების რეგიონალური მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, რათა დახმარება გაუწიონ ქურთ და არაბ დევნილებს. ქურთების მთავრობის ჩართულობა ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებითვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ბაღდადის გარდა, ლტოლვილთა ძირითადი ნაწილი ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონშია შესახლებული.
სხვა ქვეყნებთან შედარებით ეგვიპტემ ლტოლვილების შეზღუდული რაოდენობა მიიღო. მათი ძირითადი ნაწილი მოთავსებულია კაიროსა და გიზაში. ეგვიპტის ხელისუფლება, რომელიც 1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის მხარეა, უზრუნველეყოფს, რომ ლტოლვილებს ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა საყოველთაო განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვადასხვა მომსახურებებზე, რაც ეგვიპტის მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ლტოლვილებს ეხმარებიან და სამუშაოს აძლევენ ეგვიპტეში მანამდე მცხოვრები სირიელი მიგანტები და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები . 2011 წელს ამ ქვეყანაში განხორციელებული გადატრიალების გამო ეგვიპტე ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ეგვიპტის ცვალებადმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლტოლვილებთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე, თუმცა გაერო იმედოვნებს, რომ მტკიცე რეგიონალური და გლობალური მხარდაჭერის პირობებში ეს გავლენა შესამჩნევი არ იქნება.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მთავრობებისა და 200-მდე ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით სირიის ლტოლვილთა კრიზის დაძლევაზე მუშაობს. შეიმუშავეს 3RP სამოქმედო გეგმა, გარდამავალ პერიოდში ლტოლვილთა პრობლემების მოსაგვარებლად. ამის პარალელურად კი სირიის კონფლიქტი კვლავ მიმდინარეობს და ქვეყანას სულ უფრო მეტი ლტოლვილი ტოვებს, რაც კიდევუფრო ამწვავებს სიტუაციას.
ლტოლვილები დიდ პრობლემებს უქმნიან მასპინძელ ქვეყნებს, შესაბამისად გარკვეული შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. მაგალითად, ლიბანმა ახალი წესები შემოიღო მიგრანტთა ბოლო ნაკადებისთვის,თურქეთმა კი საზღვრები დაკეტა. ლიბანი, იორდანია და ერაყი არ არიან 1951 წლის კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები, შესაბამისად არც აქვთ ვალდებულება და ვერც უზრუნველყოფენ ლტოლვილებს აღნიშნული კონვენციით გარანტირებული უფლებებით.

ლტოლვილები ევროპაში და ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმება

სირიელი ლტოლვილები თავშესაფარს რეგიონს გარეთაც ეძებენ, სადაც მათ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ. ამ მიზეზით, უამრავი სირიელი ევროპაში შესასვლელად არ უშინდება ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვაში სახიფათო მოგზაურობას. 2011-16 წლებში ევროპამ 884 461 ლტოლვილი მიიღო, რომელთა 22% ხმელთაშუა ზღვით შემოვიდა ევროზონაში, 47% კი საბერძნეთის კუნძულების გავლით. აღნიშნული საკითხი თურქეთისა და ევროკავშირის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დარეგულირდა, რამაც 96%-ით შეამცირა საბერძნეთში ზღვით შემსვლელთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით საბერძნეთის კუნძულებზე არსებული მდგომარეობა გამოსწორდა, 2015-16 წლებში მიგრანტთა უზარმაზარი ნაკადისა და კუნძულებზე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით სიტუაცია უმართავი გახდა. მასპინძელი ქვეყნებისათვის ლტოლვილთა ნაკადების მიღება, რა თქმაუნდა, გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, ამიტომაც ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ საზღვრები ჩაკეტა. თვშესაფრის მაძებელთა დიდი ნაწილი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დატოვებას ვერ ახერხებს ბულგარეთში, საბერძნეთსა და ჩრდილოეთ საფრანგეთში, ანალოგიური სიტუაციაა თურქეთშიც. იტალიიდან და საბერძნეთიდან შეფერხებით მიმდინარეობს მიგრანტთა გადანაწილება სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე. მხილოდ ფინეთმა და მალტამ შეასრულეს მათთვის განსაზღვრული მოვალეობა და მიიღეს მიგრანტთა სრული კვოტა. გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა მრავალი მიგრანტი უკან გამოაბრუნეს.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული კვოტათა გადანაწილების სისტემა არ მუშაობს. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება მიგრანტთა მიღებას, სირთულეებს ვაწყდებით ლტოლვილთა მხრიდანაც, რომლებიც უარს აცხადებენ წავიდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაშინ როცა შეუძლიათ გერმანიასა თუ შევედეთში ცხოვრება. ევროპასთან ერად ლტოლვილთა მიღების პროცესში ჩართულია ჩრდილოეთ ამერიკაც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღო, თუმცა 2015 წლის პარიზის ინციდენტის შემდეგ ამერიკაში გაძლიერდა საზოგადოებრივი აზრი საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით. საპირისპირო პოლიტიკას ატარებს კანადა, რომელმაც 25 ათასი მიგრანტი მიიღო 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის გადაჭრასა და არალეგალურიმიგრაციის აღკვეთაზე,სირიის კრიზისი გრძელდება. ყველაზე ხშირად მიგრანტების ახალი ნაკადები ხმელთაშუაზღვის დასავლეთ და ცენტრალური მარშუტებით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას, შესაბამისად ევროკავშირმა შეიმუშავა ევროკავშირის საზღვაო ძალების ოპერაცია „სოფია“ და გაერთიანებული ოპერაციის გეგმა „პოსეიდონი“ და „ტრიტონი“.
ოპერაცია „სოფია“ 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს N2240რეზოლუციის საფუძველზე შეიმუშავეს. მისი მიზანია ამოიცნოს და დააკავოსტრანსპორტი, რომელიც გამოიყენება მიგრანტების გადასაყვანად, რათა აღკვეთოს ადამიანით ვაჭრობა და საზღვრის უკანონო კვეთა ცენტრალურ და სამხრეთ ხმელთაშუაზღვაში და ამით, იხსნას უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ოპერაცია „სოფიას“ 2017 წლის ივლისში დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონპონენეტი, მათ შორის ლიბიიის სანაპირო დაცვის გადამზადება, გაწვრთნა და შეიარაღება. ოპერაციაში ევროკავშირის 25 სახელმწიფოა ჩართული და წარმატებით მიმდინარეობს. მარტო იტალიის ნაწილებმა მათი პატრულირების დროს 90-მდე კონტრაბანდისტი და 300-მდე ტრანსპორტი დააკავეს და, რაც მთავარია, ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში 40 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს ზღვაში დაღუპვას.
რაც შეეხება „ტრიტონსა“ და „პოსეიდონს“, მათი მიზანია იტალიისა და საბერძნეთის სანაპიროებთან სასაზღვრო კონტოლის განხორციელება და მიგრატების გადარჩენა. მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში 140 ათასი მიგრანტი იხსნეს გარდაუვალი სიკვდილისაგან.
ევროკავშირთან ერთად ნატოც აქტიურად მონაწილეობს მიგრანტების კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. იტალიისა და საბერძნეთის მხარადასაჭერად ნატომ, საზღვაო დამცველთა ოპერაციის ფარგლებში, სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა მეორე საზღვაო ჯგუფი 2016 წლის თებერვალში. 2016 წელს კი გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი პატრულირებას განახორციელებს ეგეოსის ზღვაში. ივლისში ნატოს ვარშავის სამიტის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ ალიანსი გააფართოებდა თავის საზღვაო დამცველთა ოპერაციას ეგეოსის ზღვიდან და შეუერთდებოდა ოპერაცია „სოფიას“ დასავლეთ და ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში. ნატოს დახმარება გამოიხატება სიტუაციის ზოგად კონტროლსა და ანტიტერორისტულ ღონისძიებებში, ასევე ოპერაცია „სოფიას“ გაუწევს ლოჯისტიკურ დახმარებას.
ლტილვილთა კრიზისის გადაჭრის გრძელვადიანი გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს და ევროპის ქვეყნები გარდამავალი პერიოდის უმტკინეულოდ გადალახვას ცდილობენ. იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში ომი ისევ გრძელდება, ლტოლვილთა უკან დაბრუნება შეუძლებელია, პირიქით, მიგრანტთა ახალი ნაკადები მოიწევს საზღვრებისაკენ. ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებამ თითქოს შეასრულა მისთვის დაკისრებული მისია და ლტოლვილთა ნაკადები ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით გადართო , თუმცაღა ხმელთაშუაზღვაზე მიგრანტთა გადაადგილება დღემდე გამოწვევად რჩება.

დასკვნა და შემოთავაზებული რეკომენდაციები

ევროატლანტიკური საზოგადოება მსოფლიოს წამყვან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან გარეთიანდა და გარკვეულწილად მოგვარდა სირიის ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხი,რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალურიი და ადამიანური რესურსი მოითხოვა. მათი დახმარებით ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მილიონობით მათგანმა კი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო. თუმცა კრიზისის დაძლევა ბევრად მეტ ძალისხმევას მოთხოვს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მხრიდან , ამ პროცესში კი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.
ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის ფარგლებში სირიის ჰუმანიტარულ კრიზისზე მსჯელობისას შეიმუშავეს რეკომენდაციები, რაც პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მაინც მოგვცემს. მომხსენებელმა კომიტეტს შესთავაზა შემდგომი რეკომენდაციები:

1. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში აღდგეს სტაბლურობა და მოინახოს კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური გზები გაეროს უშიშროეის საბჭოს N2254 რეზოლუციის საფუძველზე.
2. განხორციელდეს პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა კონფლიქტში ჩართულ ყველა მებრძოლ მხარეზე, რათა დაიცვან ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ასევე აუცილებელია განხორციელდეს ჰუმანიტარული ორგანიზაცების თანამშრომელთა და მომსახურე პერსონალის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
3. აუცილებელია შეიქმნას ნეიტრალური ზონები( DAESH-სა და ფატაჰ ალ-შამის კონტროლირებადი ტერიტორიის გამოკლებით), იმ შემთხვევისათვის თუ ქვეყანაში ჰუმანიტარული ვითარება გაუარესებას განაგრძობს.
4. აუცილებელია მებრძოლმა მხარეებმა გააცნობიერონ, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევისათვის აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ამასთან, უნდა შიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომლიც გმოიძიებს ყველა შესაძლო შემთხვევას და სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყველაზე შემზარავ და სერიოზულ დანაშაულებებში 2011 წლის მარტიდან მოყოლებული.
5. უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების დარწმუნება, რათა შეწყვიტოს ასადის რეჟიმის დახმარება და მისი მომარაგება კასეტური და ცეცხლგამჩენი ბომბებით, და რეალურად განახორციელოს ანტიტერორისტული ღონისძიებები.
6. განხოციელდეს ჰუმანიტარული დახმარების სამართიანად და თანაბრად გადანაწილება, როგორც ხელისუფლების, ისე მეამბოხეთა კონტროლირებად ტერიტორიებზე.
7. აუცილებელია სიფრთხლით წარიმართოს კანონშემოქმდებითი პროცესებსი, რათა არ განხორციელდეს იმ ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის კრიმინალიზაცია, რომეთაც მოვალეობის შესრულების დროს ტერორისტულ დაჯგუფებებად მიჩნეულ ორგანიზაციებთან უწევდათ ურთიერთობა.
8. განხორციელდეს ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმების იმპლემენტაცია. რა თქმა უნდა შეთანხმება იდეალური არაა, თუმცა თავისი როლი შეასრულა ლტოლვილთა ნაკადების მოწესრიგების კუთხით და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
9. უნდა გაგრძელდეს საზღვრისდაცვითი სამუშაოები და ლტოლვილთა უფლებების შელახვის გარეშე განხორციელდეს ექსტრემისტების საზღვარზე ამოცნობა და გაფილტვრა. უზრუნველყოფილ იქნეს საჭირო დაფინანსების, მატერიალური და ადამიანური რესურსის მოძიება.
10. უნდა გაძლიერდეს სირიის მეზობელი პატარა და არასტაბილური ქვეყნების, იორდანიისა და ლიბანის, დახმარება. ისინი მილიონობით ლტოლვილს იღებენ, თუმცა შედეგებთან გამკლავება გაუჭირდებათ.
11. უნდა წავახალისოთ რეგიონის სხვა სახელმწიფოები : საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და ყატარი, რათა უფრო მეტი წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვის საქმეში და ამით, ტვირთი შეუმსუბუქონ ლიბანს, იორდანიასა და თურქეთს. მუიხედავად იმისა, რომ იაპონია და რუსეთი უარს აცხადებენ ლტოლვილთა ნაკადების მიღებაზე, მათ ეს პასუხისმგებლობა მაინც ეკისრებათ.
12. საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტები სარგებლობენ მათთვის გარანტირებულ უფლებებით, აქვთ მუშაობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა .
13. საჭიროა მოხდეს დუბლინის სისტემის გადახედვა, რათა კრიზისის დასაძლევად შემუშავდეს არა ეროვნული, არამედ კოლექტიური სამოქმედო გეგმები. დუბლინის სისტემის მიხედვით “ფრონტის ხაზზე” მყოფი სახელმიწფოები უდიდესი წნეხის ქვეშ არიან. დღეს საჭიროა მექანიზმი, რომელიც უფრო სამართლიანად გადაანაწილებს ტვირთსა და პასუხისმგებლობას.

ბიბლიოგრაფია
Garriaud-Maylam, J. (2017, May). The war in Syria and Iraq: Humanitarian Aspects. Tbilisi.
Also available:
Garriaud-Maylam, J. (2017, 05). Retrieved 07 30, 2017, from www.nato-pa.int: http://www.nato-pa.int/Default.asp?SHORTCUT=4506

ავტორი: ანა თაბაგარი