Month: January 2017
ნატოს როლი ლიბიის სამოქალაქო ომში
27/01/2017 By yatage
ლიბიის სამოქალაქო ომი, რომელიც 2011 წლის 15 თებერვალს დაიწყო, ე.წ. არაბული ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დაპირისპირება მიმდინარეობდა მუამარ კადაფის მომხრეებსა და ანტისამთავრობო ძალებს შორის. სამოქალაქო ომი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გამოსვლები მშვიდობიანი დემონსტრაციებით დაიწყო, თუმცა ამას ხელისუფლების მხრიდან მასობრივი რეპრესიები მოჰყვა, რამაც, რა თქმა უნდა, მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
Read Moreყარაბაღის კონფლიქტი და რუსეთის ინტერესები
23/01/2017 By yatage
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სომხეთის საგარეო პრობლემატიკის კომპლექსში პრიორიტეტულ პრობლემად რჩება. დღესდღეობით მთიანი ყარაბაღი არის დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად აცხადებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ეს დე ფაქტო სახელმწიფო ძალიან ახლოს მდებარეობს სომხეთთან და ადგილობრივი მოსახლეობის უდიდეს ნაწილსაც სომხები წარმოადგენენ.
Read Moreაშშ-ს არჩევნები 2016 წელს – შედეგები და გ...
23/01/2017 By yatage
მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ პირველი დასახლებები შექმნა, მასთან ერთად წარმოიშვა სამხედრო დაპირისპირებებიც. ალბათ, ამიტომ უწოდებენ მსოფლიო ისტორიას ომების ისტორიასაც. თუმცა, ამავდროულად მშვიდობის დამყარებისა თუ ქვეყნების მიერ ერთმანეთის დახმარების მცდელობის მიზნით, არაერთხელ შექმნილა სხვადასხვა ორგანიზაცია თუ სამხედრო ბლოკი. ზოგიერთმა გაამართლა და შედეგიც გამოიღო, ზოგიერთმა კი ხშირად სიტუაცია უფრო გაამწვავა კიდეც.
Read Moreუფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის (ახალი საერთაშორი...
17/01/2017 By yatage
მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების გზაზე მე-20 საუკუნე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების მრავალფეროვნების მიხედვით. სწორედ ამ საუკუნეში მომხდარმა გლობალურმა პროცესებმა – ტექნიკურმა და ინდუსტრიულმა პროგრესმა, ბირთვული იარაღის შექმნამ და მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ბატალიებმა (ორი მსოფლიო ომი, ,,ცივი ომი”), განსაზღვრეს სამყაროს შემდგომი განვითარების, მისი არსებობის პირობები. საბჭოთა კავშირში დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი, გერმანიის გაერთიანება, ვარშავის პაქტი და ცენტრალური ევროპიდან
Read Moreწარსული-აწმყო-მომავალი – ნატო-თურქეთის ურ...
14/01/2017 By yatage
უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა არა მარტო ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ზოგადად მსოფლიოში. გაჩნდა მრავალი ახალი საფრთხე და დაპირისპირების კერა, შესაბამისად უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობასა და ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მსოფლიოში.
Read Moreსაქართველოს შერიგების პოლიტიკა აფხაზეთის/სამაჩა...
09/01/2017 By yatage
90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის მიერ ინსპირირებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა პირველად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვნად შეარყია ქართულ-აფხაზური მოსახლეობის საუკუნოვანი ურთიერთობები. თითქმის 25 წელი გავიდა ამ ომის დაწყებიდან, თუმცა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოებები ერთმანეთისგან ფიზიკურად კვლავ იზოლირებულნი არიან. ამავდროულად, ისინი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ: აფხაზები – რუსეთის, ხოლო საქართველო – დასავლეთისკენ.
Read More